დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 7, 2013

ჰოლანდიაში რევოლუციური უსაფეხურო ტრანსმისია შეიმუშავეს

Wheel-less gearbox promises revolution in transmission
7 სექტემბერი
ჰოლანდიურ კომპანია „პარტს სერვისიზ ჰოლანდის“ სპეციალისტებმა შეიმუშავა და დააპატენტა უსაფეხურო გადაცემათა კოლოფის სრულიად ახალი ტიპი, რომელიც უსაფეხურო ვარიატორისგან განსხვავებულად მუშაობს. პროექტის ავტორთა თქმით, მათ მიერ შექმნილი უსაფეხურო ტრანსმისიის დახმარებით, შესაძლებელი იქნება ავტომობილების საწვავის ხარჯის და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება.

„კატერჰემის“ ორიგინალური ფოტო ტიზერი

Caterham Teases Upcoming New Sports Model On the Side of Its F1 Cars
7 სექტემბერი
ბრიტანულმა კომპანიამ, თავისი ახალი სპორტული ავტომობილის ფოტო ტიზერის გასავრცელებლად, ფორმულა ერთის საკუთარი გუნდის ბოლიდი გამოიყენა. მანქანის პილოტის კოკპიტის გვერდზე, მომავალი სიახლის სილუეტია გამოსახული, ავტომობილის, რომელსაც „კატერჰემი“ თავის პარტნიორ „რენოსთან“ ერთად ქმნის.

„ფორდმა“ შეიძლება მიულალი ცოტა ადრე გაუშვას

Ford board OK with Mulally stepping down earlier
7 სექტემბერი
„ფორდი“ მზადაა, თავისი მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი ვადაზე ადრე გაუშვას თანამდებობიდან. როიტერის ინფორმაციით, მიულალის „ფორდთან“ კონტრაქტი მომავალ წელს დაუმთავრდება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მან კონტრაქტის ვადაზე ადრე დასრულება ითხოვოს. შეგახსენებთ, რომ მიულალი, ვინც ახლა 68 წლისაა, „ფორდმა“ „ბოინგიდან“ გადმოიყვანა, სადაც ასევე მთავარ აღმასრულებლად მუშაობდა.

„ლენდ როვერის“ ჰიბრიდების ქარავანი აბრეშუმის გზას დაადგა

Land Rover Takes its Prototype Hybrids on 16,000km Silk Trail Expedition
7 სექტემბერი
„ლენდ როვერმა“ სამი „რეინჯ როვერ ჰაიბრიდის“ პროტოტიპი სამოგზაუროდ მარათონულ გარბენ „აბრეშუმის გზა 2013-ზე“ გაუშვა. ექსპედიცია 53 დღე გაგრძელდება, სტარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლიჰალში მდებარე ქარხანაში აიღებს და ინდოეთის მუმბაიში დასრულდება. ჰიბრიდულ ავტომობილებს ჯამში დაახლოებით 16 000 კილომეტრი ექნებათ გასავლელი და სულ 12 ქვეყანაში გაივლიან.

„დატსანი“ მეორე ავტომობილს 17 სექტემბერს გვიჩვენებს

Datsun Announces New Model to Be Revealed on September 17
7 სექტემბერი
ახლახანს აღდგენილმა ბრენდმა „დატსანმა“ თავისი პირველი ავტომობილი, სახელად „გოუ“, ცოტა ხნის წინ გაგვაცნო, რომელიც „ნისანის“ ძველ არქიტექტურის მოდიფიცირებულ ვერსიაზეა ბაზირებული და აი, იაპონური საბიუჯეტო ბრენდი უკვე თავის მორიგ სიახლეს გვთავაზობს. 17 სექტემბერს ინდონეზიაში იაპონური კომპანია სწორედ ამ ავტომობილის პრეზენტაციას ჩაატარებს. ინდონეზიაში იმიტომ, რომ ავტომობილი ამ ქვეყნის ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

ფეტელი იტალიის დიდი პრიზის პოულზე

Motor racing-Vettel on pole for Italian Grand Prix
7 სექტემბერი
მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, „რედ ბულზე“ ამხედრებულ სებასტიან ფეტელს ვერც ამ სეზონში დაეწევა ვინმე. მონცაზე ის სტარტს მოწინავე პოზიციიდან აიღებს, რაც უკვე სოლიდური ფორაა. თანაც, მის მთავარ მეტოქე ფერნანდო ალონსოს მასთან სამი პილოტი აშორებს. და შევთანხმდებით იმაზე, რომ გერმანელის მიერ პოულის მოპოვება ჩვეულებრივი ამბავია, იგივეს ვერ ვიტყვით იმაზე, რომ მესამე ადგილზე ნიკო ჰულკენბერგი დადგება. და კიდევ უფრო გასაკვირი კი ისაა, რომ მოწინავე ათეულში არაა ლუის ჰამილტონი - წინა ოთხი ეტაპის კვალიფიკაციის გამარჯვებული. თანაც, კვალიფიკაციის მეორე სექტორში, მისი ბედი „ლოტუსის“ ორივე პილოტმა - კიმი რაიკონენმა და რომენ გროჟანმაც გაიზიარეს.