დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, February 8, 2013

„დაიმლერი“ 13 ახალ მოდელს გამოუშვებს

Daimler CEO Zetsche vows comeback with 13 new models
8 თებერვალი
„დაიმლერს“ ლუქს კლასის ავტომობილების სეგმენტში, ლიდერის პოზიციის დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც, კომპანიის მთავარ აღმასრულებელ დიტერ ცეტშეს თქმით, ბაზარზე 13 სრულიად ახალ ავტომობილს გამოუშვებს. და ეს გეგმა 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს.

„ბენტლი“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს

Bentley SUV Receives Production Approval
8 თებერვალი

გადაწყდა! „ბენტლი“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გამოუშვებს უგზოობის ავტომობილს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭომ. ეს ინფორმაცია კი გერმანულმა ბიზნეს გამოცემა „ჰანდელსბლატმა“ გაავრცელა, რომელიც დასძენს, რომ ახალი ავტომობილი ბაზარზე სამ წელიწადში გამოვა.

კონცეპტუალური „სუბარუ ვიზივ“ მსოფლიო პრემიერა ჟენევაში

New Subaru Viziv Concept to Make World Premiere in Geneva
8 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „სუბარუ“ კონცეპტუალურ ქროსოვერ „ვიზივის“ მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს. იაპონური კომპანიის განცხადებით, ამ ავტომობილის სახით, საზოგადოება მის მომავალ, სრულიად ახალ, შემდეგი თაობის ქროსოვერს იხილავს, რომელიც იქნება „სიამოვნების და სიმშვიდის განსახიერება“. „ვიზივის“ პირველი ფოტო ტიზერი „სუბარუმ“ ინტერნეტით გაავრცელა.

„ნისანმა“ პროექტი „დელტაუინგი“ დატოვა

Nissan Quits DeltaWing Project
8 თებერვალი

„ნისანმა“ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებს პროექტ „დელტაუინგში“, რომელმაც გასულ სეზონში, მონაწილეობა მიიღო ლე მანის 24-სათიან რბოლაში. ამგვარად, პროექტს დამოუკიდებლად გააგრძელებს კომპანია „პეინოსი“, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი სარბოლი ავტომობილით, ლე მანის რბოლაში საკუთარ ეკიპაჟს გამოიყვანს.

„ბეემვე“ 42 ბორბლით

BMW designs a car to a four year-old's specifications
8 თებერვალი

ვინ თქვა, რომ ავტომწარმოებლები თავიანთ მომხმარებლებს არ უსმენენ და მათს სურვილებს ნაკლებად ითვალისწინებენ? ყოველ შემთხვევაში, „ბეემვესთან“ მიმართებაში, ეს საყვედური უადგილოა. და აი, რატომ: ვებგვერდ „იალოპნიკის“ მკითხველმა ითხოვა, რომ შექმნილიყო კონცეპტუალური სურათი ავტომობილისა, როგორის შექმნაც მის ოთხი წლის დისშვილ ელის სურდა.