დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 14, 2015

„ფორდ ამატოია“ - ხანძართან მებრძოლი ოთხბორბლიანი რაინდი

First line of defense: AMATOYA fire reconnaissance vehicle concept
14 მაისი
ეს უცნაური ავტომობილი ავსტრალიელ სტუდენტ დიზაინერ ლაიამ ფერგიუსონის ნამუშევარია. რატომ აქვს „ფორდს“ ემბლემა? იმიტომ, რომ ცისფერი ოვალი საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი ავტომობილების ბაზრის 60 პროცენტს აკონტროლებს. და რა შუაშია საგანგებო სიტუაციები? რაც „ამატოიას“ მხრებზე აქვს, „გეტლინგის“ ტყვიამფრქვევი სულაც არაა. ეს ორი ლულა წყალმტყორცნია.

„აუდი“ ფორმულა ერთში მონაწილეობას აპირებს

Motor racing-Formula One an option for Audi, says CEO
14 მაისი
ესპანეთის დიდი პრიზის დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რედ ბული“ და „აუდი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რა თქმა უნდა, განხილვის საკითხი, ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში, გერმანული კომპანიის მონაწილეობის შესაძლებლობას ეხება. ავსტრიულ კომპანიას სურს, რომ „რენოს“ ნაცვლად, ძრავები „აუდიმ“ მიაწოდოს. პარალელურად, ფრანგლ კომპანიას „ტორო როსოს“ გადასცემს.