დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 31, 2013

შუმახერის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა

Michael Schumacher's condition improves after second operation
31 დეკემბერი
მიხაელ შუმახერს მეორე ოპერაციის შემდგ გამოკეთება დაეტყო, თუმცა ექიმები მას კვლავაც მართვად კომაში ამყოფებენ და ის ჯერაც კრიტიკულ მდგომარეობაშია. მეორე ოპერაციის დროს მას ისევ ჰემატომა მოაშორეს, რისი წყალობითაც, ქალის შიდა წნევის შემცირება გახდა შესაძლებელი.

Monday, December 30, 2013

ალენ პროსტი „აღსაფრთოვანებელი“ ტურბო ეპოქის მოლოდინშია

Prost admits new turbo era 'fascinates me'
30 დეკემბერი
ალენ პროსტი აღიარებს, რომ დიდი სიამოვნებით იქნებოდა ფორმულა ერთის პილოტი ახლა, როცა ტექნიკური რეგლამენტი რადიკალურად იცვლება. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ვისაც „პროფესორის“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ, ამბობს, რომ წინასწარ მოხიბლულია იმით, რომ ფ1 V6 ტურბო ძრავებზე და „მწვანე“ ტექნოლოგიებზე გადადის და უკან ტოვებს V8 ატმოსფერული აგრეგატების „გაყინულ“ ეპოქას.

„ფორდის“ გუნდი დაკარზე დებიუტისთვის მზადაა

Team Ford Racing makes Dakar Rally debut
30 დეკემბერი
სარბოლო გუნდი „ფორდ რეისინგი“ დაკარზე თავისი დებიუტისთვის მზადაა. რალი მარათონზე საასპარეზოდ, სამხრეთ ამერიკის გზებზე სამხრეთ აფრიკაში მომზადებული ორი „ფორდ რეინჯერი“ იასპარეზებს. სპეციალური სარბოლი „რეინჯერები“ სამხრეთ აფრიკულ გუნდ „ნილ ვულდრიჯ რეისინგის“ სპეციალისტებმა შეიმუშავეს. ერთ „რეინჯერს“ პილოტირებას არგენტინელი ლუსიო ალვარესი გაუწევს, მეორის საჭესთან კი სამხრეთაფრიკელი კრის ვიზერი დაჯდება.

შუმახერის მდგომარეობა „უკიდურესად მძიმეა“

Doctors say Michael Schumacher's condition 'extremely serious'
30 დეკემბერი
მიხაელ შუმახერის მდგომარეობა კვლავაც „უკიდურესად მძიმეა“, როგორც მისი მკურნალი ექიმები ამბობენ. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი კომაში იმყოფება, რაც თავის ტვინის ტრავმებითაა გამოწვეული. ექიმებს ჯერჯერობით უჭირთ მისი მდგომარეობის პროგნოზირება. გერმანელი მრბოლის მკურნალობა ქალაქ გრენობლის (საფრანგეთი) ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიმდინარეობს.

Sunday, December 29, 2013

შუმახერს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს

Michael Schumacher in critical condition after skiing accident
29 დეკემბერი
მართალია, ინციდენტის შემდეგ და ჰოსპიტალში გადაყვანსას, მიხაელ შუმახერი გონებაზე იყო, მაგრამ მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, გრენობლის ჰოსპიტალში, თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების განცხადებით, ფ1-ის შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობა კრიტიკულია და ის კომაში იმყოფება.

„სუზუკი“ ტოკიოსთვის ორ ჯუჯას ამზადებს

Suzuki's New Hustler and Spacia Custom Concepts for Tokyo Auto Salon
29 დეკემბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს ნოემბრის მოტორ შოუზე რამდნმე ჯუჯა კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინ, რომელთაგან ორს - „ჰასტლერს“ და „სპასია კასტომ-S-ს“ სერიული წარმოებისთვის მწვანე შუქი აუნთო. და აი, იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილების სერიულ ვერსიებს ისევ ტოკიოს შოუზე, 10 იანვარს გვიჩვენებს.

შუმახერი თხილამურობისას დაშავდა

Michael Schumacher hospitalized after ski accident
29 დეკემბერი
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, კვირას დილით, სამთო თხილამურობისას მომხდარი ინციდენტისას დაშავდა. შემთხვევა საფრანგეთის ალპებში, სამთო კურორტ მერიბელში მოხდა, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით ქალაქ გრენობლის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

Saturday, December 28, 2013

ჯონ კრაფჩიკი „ჰიუნდაი ნორთ ამერიკას“ ტოვებს

John Krafcik stepping down as Hyundai CEO, replaced by VP of sales
28 დეკემბერი
„ჰიუნდაი მოტორ ამერიკამ“ გამოაცხადა, რომ 1 იანვარს თანამდებობას დატოვებს მისი პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი (ფოტოზე), ვისაც კორეულ კომპანიასთან კონტრაქტი უმთავრდება. მის ადგილს, „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ ვიცე პრეზიდენტი დევიდ ცახოვსკი დაიკავებს, ვინც აჟამად გაყიდვებს კურირებს.

„ფორდი“ სრულიად ახალ F-150-ს დეტროიტში გვიჩვენებს

All-New 2015 Ford F-150 Poised for Detroit Show Debut
28 დეკემბერი
დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე, რომელიც იანვარში გაიმართება, „ფორდი“ თავისი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, F150-ის მე-13 თაობას წარადგენს. ბლუმბერგის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილის მთავარი სიახლე, მისი ალუმინის მზიდი ჩარჩოა.

Friday, December 27, 2013

„ბოსტონ სელტიქსის“ მფლობელი ფორმულა E-თი დაინტერესდა

Boston Celtics Owner to Make Multi-Million Investment in Formula E
27 დეკემბერი
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ „ბოსტონ სელტიქსის“ თანამფლობელი უიკ გრუზბეკი ელექტრონული ფორმულის სერიით დაინტერესდა. უფრო მეტიც, ახლახანს მან „ფორმულა E ჰოლდინგსში“ მრავალ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციის მოცულობა არ გახმაურებულა, თუმცა „ფორმულა E ჰოლდინგსმა“ გამოაცხადა, რომ გრუზბეკი დრექტორთა საბჭოშია შეყვანლი.

ალონსო და როსი „ფერარის“ პროტოტიპით ლე მანზე?

Alonso and Rossi to field Ferrari at Le Mans?
27 დეკემბერი
ეს ჭორიც კი არაა. უბრალოდ, საინტერესო იქნებოდა, მოტორ გრანპრის შვიდგზის ჩემპიონის და ფ1-ის ორგზის ჩემპიონის წყვილს, გამძლეობაზე რბოლებში დაბრუნებული „ფერარის“ სპორტული პროტოტიპით ლე მანზე ეასპარეზათ. მერე რა, რომ ფერნანდო ალონსოს ლე მანისთვის არ სცალია - იმავე „ფერარისთან“ ერთად, „რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელი ჰყავს დასამარცხებელი. ვალენტინო როსის კი რა მოუვლის თავში, თავადაც არ უწყის, თუმცა ერთი რამ გადაწყვეტილი აქვს - ორ ბორბალს ემშვიდობება.

Thursday, December 26, 2013

„ბიუიკ უაილდქეტი“ - კონცეპტი ამბიციური მიზნით

Buick Wildcat Design Concept Wants To Take On the BMW Z4 and Jaguar F-Type
26 დეკემბერი
ერთადერთი მიზეზი, რამაც ცოტა ხნის წინ, „ჯენერალ მოტორსის“ ერთ-ერთი უძველესი ბრენდი - „ბიუიკი“ გაუქმებას გადაარჩინა, ჩინეთში მისი პოპულარობაა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ ჩინეთში ამ მარკის თითქმის ოთხჯერ მეტი ავტომობილი იყიდება, ვიდრე ამერიკაში. კონკრეტულად, ცისქვეშეთში „ბიუიკმა“ შარშან 700 000 ავტომობილი გაჰყიდა.

სანტამ რუდოლფი „მაკლარენ MP4-12C-თი“ შეცვალა

Santa Replaces Rudolf With McLaren MP4-12C
26 დეკემბერი
სანტა კლაუსი და მისი ჩრდილოური ირმები, რომელთაგან ყველაზე ცნობილს რუდოლფი ჰქვია, განუყოფლები არიან. უფრო სწორედ იყვნენ, რადგან თანამედროვე სანტას ირმის სისწრაფე ვეღარანაირად ვერ დააკმაყოფილებს და მას გაცილებით სწრაფი სატრანსპორტო საშუალება ესაჭიროება. საჩუქრებს ხომ მთელს მსოფლიოში მილიონობით ბავშვი ელის...

„რედ ბული“: რიკიარდო გაგვაოცებს

Red Bull expects Daniel Ricciardo to surprise in Formula 1 in 2014
26 დეკემბერი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ახალი წევრი, ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო, თავისი გამოსვლებით ბევრს გააოცებს. როგორც ცნობილია, ავსტრიულ გუნდში რიკიარდომ თავისი თანამემამულე მარკ ვებერი შეცვალა, რომელიც გამძლეობაზე რბოლებში გადავიდა, სადაც „პორშეს“ წარმოების სპორტული პროტოტიპით იასპარეზებს.

Wednesday, December 25, 2013

საინსს საინსის ფ1-ის მომავლის ეიმედება

Sainz hopes son on road to F1
25 დეკემბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე „ტორო როსოს“ ერთ-ერთი მანქანის საჭეს კარლოს საინს უმცროსი მიუჯდეს. გასული სეზონის ბოლოს, დანიელ რიკიარდო „რედ ბულმა“ მარკ ვებერის ადგილზე წაიყვანა, იტალიურ გუნდში კი, რომელიც წითელი ხარების ფარმ გუნდია და მისთვის მომავალ ვარსკვლავებს ამზადებს (სებასტიან ფეტელიც მათ შორისაა), ყველას გასაკვირად, პორტუგალიელი ანტონიო ფელიქს და კოსტას ნაცვლად, რუსი თინეიჯერი დანიილ კვიატი მიიწვიეს. და კოსტას კი ტესტ პილოტის როლი ერგო.

„ლენდ როვერ ფრილენდერს“ შეიძლება სახელი შეეცვალოს

Land Rover Freelander successor may be renamed
25 დეკემბერი
შესაძლოა, „ლენდ როვერმა“ შემდეგი თაობის „ფრილენდერს“ სახელი შეუცვალოს და ის „დისქავერის“ სახელით წარმოგვიდგინოს. ეს იქნება პირველი ნაბიჯი „დისქავერის“ ქვე-ბრენდის შექმნისკენ, რომელშიც ახალი ავტომობილი ქვედა ნიშას დაიკავებს.

Tuesday, December 24, 2013

ახალ „ფერარის“ პირველი რაიკონენი გამოსცდის

Raikkonen to get first taste of 2014 Ferrari
24 დეკემბერი
„ფერარის“ ახალ ბოლიდს, რომლითაც იტალიური გუნდი მომავალ სეზონში ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს, პირველი კიმი რაიკონენი გამოსცდის. ოთხდღიან ტესტებზე, რომლებსაც ესპანეთის ქალაქ ხერესის ტრეკი იანვრის ბოლოს უმასპინძლებს, პირველ ორ დღეს ტრასაზე ფინელი მრბოლი გაატარებს, დარჩენილ ორ დღეში კი მას ფერნანდო ალონსო შეცვლის.

„ჰიუნდაი“ ახალ „ჯენეზისს“ ევროპაში მერმისს შეიტანს

Hyundai will debut Genesis sedan in Europe next year
24 დეკემბერი
„ჰიუნდაი“ ახალ „ჯენეზისს“ მომავალ წელს ევროპის ბაზარზე შეიტანს, სადაც კონკურენციას გერმანულ პრემიუმ ბრენდებს - „მერსედეს-ბენცს“, „ბეემვეს“ და „აუდის“, მათსავე ტერიტორიაზე გაუწევს. კორეული კომპანია აცხადებს, რომ „ჯენეზისი“ პირველი პრემიუმ კლასის სედანია, რომელსაც ევროპაში შეიტანს. ამასთან, „ჰიუნდაი“ არ მალავს, რომ მისი მიზანია, ევროპაში აღარ ჰქონდს ისეთი ავტომეწარმოებლის იმიჯი, რომელიც მყიდველს ავტომობილებს შეღავათიან ფასში სთავაზობს.

ახალი „მუსტანგის“ პირველი ეგზემპლარი აუქციონზე გაიყიდება

First Retail 2015 Ford Mustang to Go under the Auction Hammer in January
24 დეკემბერი
„ფორდმა“ უახლესი, მეექვსე თაობის „მუსტანგი“ 5 დეკემბერს გვიჩვენა, მაგრამ ამ ავტომობილს, რომელიც ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამოვა, აქტუალობას ჯერაც არ კარგავს. მალე მასზე გამოყენებულ ტექნოლოგიებს ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის გამოფენაზე გაგვაცნობენ, ცოტა მოგვიანებით კი „მუსტანგის“ პირველ ეგზემპლარს „ბარეტ-ჯექსონს“ აუქციონზე გაიტანს.

ფეტელი: დიდი გუნდები სიახლეებს ალღოს მალე აუღებენ

Sebastian Vettel: F1's big teams will cope best with rule changes
24 დეკემბერი
ლუის ჰამილტონისგან განსხვავებით, სებასტან ფეტელი თვლის, რომ რეგლამენტის რადიკალური ცვლა დიდ გუნდებს სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის, რადგან მათ აქვთ ყველა საშუალება და გამოცდილება იმისათვის, რომ ახალ წესებს მალე აუღონ ალღო და თავიდანვე ტიტულისთვის ბრძლაში ჩაერთონ.

ჰამილტონს „რედ ბულის“ დამარცხების იმედი აქვს

Lewis Hamilton hopes new 2014 rules will help chasing pack topple Red Bull
24 დეკემბერი
ლუის ჰამილტონს იმედი აქვს, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტის წყალობით, „რედ ბულის“ დომინაციას წერტილი დაესმება და ტიტულისთვის ბრძოლას სხვა გუნდებიც შეძლებენ. ის ამბობს, რომ რეგლამენტის რადიკალურად შეცვლის გარეშე, წითელი ხარების ჰეგემონიის დამხობაზე ოცნებაც კი ზედმეტი იქნებოდა.

Monday, December 23, 2013

„ფერარის“ ახალ ბოლიდს სახელს ფანები შეურჩევენ

Fans To Choose Name Of 2014 Ferrari F1 Car
23 დეკემბერი
„ფერარი“ თავისი ახალი სარბოლი ბოლიდისთვის სახელის შესარჩევად, ფანებს დაიხმარს. ამისათვის კი ინტერნეტს გამოიყენებს, სადაც წინასწარ დასახელებული სახელებიდან უპირატესობა იმას მიენიჭება, რომელსაც ფანები ყველაზე მეტად მოიწონებენ. ოღონდ, მარანელოელები ჯერ არ ამხელენ, თუ რა პრინციპით ჩაატარებენ სახელების შესარჩევ კონკურსს.

Saturday, December 21, 2013

„ურაკანი“ – „ლამბორგინის“ ახალი ბესტ სელერი

Lamborghini Huracán with 602HP V10 Does 0-100 KM/H in 3.2 Seconds, 325 KM/H
21 დეკემბერი
„ლამბორგინი გალარდოს“ შემცვლელის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია და ფოტოები, ბოლო ხანს მუდმივად ქვეყნდებოდა ინტერნტით და აი, იტალიურმა კომპანიამ ის ოფიციალურად გაგვაცნო და ისიც გვაუწყა, რომ „ურაკანის“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ჟენევამდე „ლამბორგინი“ თავის მომავალ ბესტ სელერს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქალაქში, 130-ზე მეტ კერძო ჩვენებაზე წარადგენს.

ლეგოს ავტომობილი, რომელიც აირით მოძრაობს

Air-powered Lego car hits the street
21 დეკემბერი
1950-იანი წლებიდან „ლეგო“ მილიონობით ბავშვის და არამარტო ბავშვის საყვარელი გასართობია. ამ სათამაშოთი პატარები პირველად ეზიარებიან მშენებლის და ინჟინრის საქმეს და ეს მათ შესაბამისი აზროვნებს საწყის დონეს უვითარებს. მაგრამ ბევრისთვის ლეგო ცხოვრების წესია. და როგორც აღმოჩნდა, ამ სათამაშოთი რეალური ავტომობილის აწყობაც კი შესაძლებელია.

ავტომწარმოებლები ქრეშ ტესტების ერთნაირ სტანდარტებს ითხოვენ

Automakers Push for Unified Crash-Test Standards in the EU and US
21 დეკემბერი
იმისათვის, რომ მათ მიერ წარმოებული ავტომობილები ევროპასა და ამერიკაში გაჰყიდონ, საავტომობილო კომპანიებს ამ ავტომობილების ქრეშ ტესტებზე გატარება უწევთ, რომლებსაც შესაბამისად ევრო NCAP-ი (ევროპის ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამა) და IIHS (საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტი) ატარებენ.

Friday, December 20, 2013

კობაიაში შეიძლება „კატერჰემში“ გადავიდეს

Kobayashi set for F1 return with Caterham
20 დეკემბერი
„კატერჰემმა“ თვალი იაპონელ კამუი კოაბიაშის დაადგა. ბრიტანულ გუნდს გამოცდილი და იმავდროულად, სწრაფი პილოტი სჭირდება და კობაიაში შესანიშნავი კანდიდატურაა. მეორე პილოტად კი გუნდმა შესაძლოა შვედი ამომავალი ვარსკვლავი მარკუს ერიქსონი აიყვანოს, რომელსაც ფინნსური მხარდამჭერი ჰყავს.

Thursday, December 19, 2013

ფორმულა ერთის რბოლის ჩატარება მაროკოსაც სურს

$600m Morocco GP deal 'likely' - reports
19 დეკემბერი
ფორმულა ერთის კალენდარში ახალი რბოლებისთვის ადგილი აშკარად აღარაა. უფრო მეტიც, რამდენიმე ქვეყანა ამაოდ ცდილობს საკუთარი დიდი პრიზის ჩატარებას. და აი, მათ რიგებს კიდევ ერთი - მაროკო დაემატა. და როგორც ყოველთვის, ახალ პრეტენდენტებს ენთუზიაზმი შეაგება ბერნი ეკლსტოუნმა. სხვანაირად ვერც იქნებოდა - აბუ დაბის დიდ პრიზს თვით მაროკოს მეფე ესტუმრა, რომელსაც რა თქმა უნდა, ბერნიც შეხვდა.

„სუზუკი ალტოს“ შემცვლელს „სელერიოს“ დაარქმევენ

Suzuki A:Wind Concept Debuts in Thailand, Previews Future Alto
19 დეკემბერი
ტაილანდის მოტორ ექსპოზე „სუზუკიმ“ უცნაური სახელის მქონე პატარა კონცეპტუალური ავტომობილი - „A:ვინდ“ წარადგინა, რომელიც როგორც გაირკვა, მალე „ალტოს“ შეცვლის, ოღონდ სხვა სახელით. რაც შეეხება კონცეპტის უცნაურ სახელს, „A:ვინდ“ ნიშნავს, რომ ამ ავტომობილით, იაპონური კომპანია, გლობალური ბაზრის ყველაზე პატარა, A სეგმენტში ახალ სულისკვეთებას შეიტანს.

ავტობუსი „უილი“ LCD ბილბორდებით

Willie bus concept plasters public transport with LCD billboards
19 დეკემბერი
ტაქსის სახურავზე, ან ავტობუსებზე სარეკლამო დაფებისთვის ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება - ეს პროდუქციის და მომსახურების რეკლამირებისთვის ეფექტური და მასობრივი საშუალებაა, რომელიც თუნდაც ერთხელ მაინც დაგაინტერესებთ მასში გადმოცემული ინფორმაციით. მაგრამ ასეთი დაფები მხოლოდ ერთი რომელიმე პროდუქტის რეკლამისთვის გამოდგება და მისი გამოცვლა სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

Wednesday, December 18, 2013

„რედ ბული“ ფორმულა E-ში მონაწილეობას არ გამორიცხავს

Red Bull not ruling out Formula E entry
18 დეკემბერი
„რედ ბულმა“ განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალში FIA-ს უახლეს წამოწყებას, სერია ფორმულა E-ს შეუერთდეს. არადა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს ნათქვამი აქვს, რომ არ არის ქუჩის ჩუმი რბოლების ფანი. არადა, ამ რბოლებისთვის ერთადგილიანი სარბოლი ბოლიდების შექმნაში მონაწილეობას „მაკლარენი“, „რენო“ და „უილიამსი“ მიიღებენ.

„ზენოს E10-ის“ პრემიერა „ავტოსპორტის“ შოუზე შედგება

Zenos E10 Sports Car to Be Unveiled at the 2014 Autosport International Show
18 დეკემბერი
ახალი კომპანია „ზენოს ქარზი“, რომელიც სპორტული ავტომობილების წარმოებას აპირებს, თავის პირველ მოდელს, ინდექსით E10, ჟურნალ „ავტოსპორტის“ საერთაშორისო შოუზე წარადგენს. ეს შოუ ტრადიციულია და მასში ავტოსპორტში მომუშავე კომპანიები და გუნდები მონაწილეობენ. ის ბირმინგემში, 9-12 იანვარს გაიმართება.

„ფორდი“ ახალი „მუსტანგის“ დეტალებს 7 იანვარს გაგვაცნობს

2015 Ford Mustang: New Tech Details to be Revealed on January 7
18 დეკემბერი
ახალი „მუსტანგის“ პრემიერიდან უკვე ორი კვირა გავიდა, მაგრამ ეს ავტომობილი მაინც არ კარგავს აქტუალობას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „ფორდმა“ მის შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ არ გაგვიმხილა - ავტომობილი ბაზარზე რამდენიმე თვის შემდეგ გამოვა და ამ დროის განმავლობაში, პოტენციურ მყიდველს ის არ უნდა მიავიწყდეს. ამიტომ, ინფორმაციის ულუფებს პერიოდულად უნდა ველოდოთ.

ალან მაკნიშმა კარიერა დაასრულა

Allan McNish announces he is retiring from racing
18 დეკემბერი
ლე მანის სამგზის გამარჯვებულმა და გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ალან მაკნიშმა თავისი სპორტული კარიერა დაასრულა. 44 წლის შოტლანდიელმა განაცხადა, რომ თავისი სახელოვანი თანამემამულის, ფ1-ის სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტის მაგალითს ბაძავს - სტიუარტმა კარიერა 1973 წელს, მას შემდეგ დაასრულა, რაც მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

Tuesday, December 17, 2013

„მიცუბიში ლანსერ ევოლუშნ“ ბრუნდება

Mitsubishi Lancer Evolution Coming Back
17 დეკემბერი
შესაძლოა, სხვა სახელით, მაგრამ იგივე სულისკვეთებით და უახლესი ტექნოლოგიებით. „მუცუბიშიმ“ დაასრულა რესტრუქტურიზაციის პროცესი და არასრულად დატვირთული ევროპული საწარმოდან, მთელი ყურადღება ამერიკულ ქარხანაზე გადაიტანა. რაც მთავარია, მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა „რენო-ნისანის“ ალიანსთან.

„ბეემვე“ ელექტრული „i8 სპაიდერის“ გამოშვებასაც აპირებს

BMW Reportedly Approves i8 Spyder for Production in Late 2015
17 დეკემბერი
არაოფიციალური ინფორმაციით, რომლის წყაროც ბავარიული კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერია, „ბეემვეს“ ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო „i8 სპაიდერის“ წარმოებას. მისი წარმოება კი სავარაუდოდ, 2015 წელს დაიწყება. უფრო მეტიც, წყარო ირწმუნება, რომ ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია უკვე წარუდგინეს კომპანიის მმართველობას.

„მერსედეს-ბენცი“ S-კლასის სედანის წარმოებას ზრდის

Mercedes Increasing Shifts to Boost S-Class Production
17 დეკემბერი
„მერსედეს-ბენცის“ უახლეს ფლაგმანზე, S-კლასის სედანზე ისეთი მოთხოვნაა, რომ გერმანულ კომპანიას მისი წარმოების გასაზრდელად, ცვლების დროის გაზრდა უწევს. ამ ავტომობილის გარდა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს საავტომობილო ინჟინერიის შედევრად, მოთხოვნა ასევე გაზრდილია სამქიმიანების უკლვებლივ ყველა მოდელზე.

როგორ შეჭამა „იაგუარის“ იაგუარმა „მერსედესის“ ქათამი (ვიდეო)

Jaguar Eats Up Mercedes with Chicken Ad Remake
17 დეკემბერი
ამასწინათ „მერსედეს-ბენცმა“ ორიგინალური სარეკლამო რგოლი დაამზადა, რომელშიც მისი ავტომობილის ნაცვლად, მთავარი პერსონაჟი... ქათამია. რეკლამას ფონად დაიანა როსის სიმღერა, „აპსაიდ დაუნ“ გასდევს, რომლის რიტმზეც ქათმები „ცეკვავენ“. აქცენტი ფრინველის თავზეა გადატანილი, რომელიც, იმის მიუხედავად, თუ საით გადაადგილდება ტანი, მუდმივად ერთ წერტილშია კონცენტრირებული - სტაბილურობას ინარჩუნებს.

Monday, December 16, 2013

ვებერი: ფეტელი და ალონსო ჰამილტონს ჯობნიან

Webber says Vettel, Alonso better than Hamilton
16 დეკემბერი
„რედ ბულის“ ყოფილი პილოტი, ავსტრალიელი მარკ ვებერი თვლის, რომ ლუის ჰამილტონი არ არის ფერნანდო ალონსოს და თავის ყოფილ თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის დონის პილოტი. ამ ორს შორის კი უპირატესობას ვერცერთს ანიჭებს:

„ბეემვე“ პლატფორმა UKL1-ზე 11 ავტომობილს გამოუშვებს

BMW Group's New FWD Platform to Underpin 11 New Mini and BMW Models
16 დეკემბერი
„მინის“ ახალი ჰეჩბეკი პირველია იმ 11 ახალი ავტომოილიდან, რომლებსაც „ბეემვე“ საკუთარი და „მინის“ ლოგოთი გამოუშვებს და რომლებიც უახლეს, წინა და სრულ ამძრავიან პლატფორმა UKL1-ზე აიგება. ეს ინფორმაცია გამოცემა „ავტოექსპრესს“, ბავარიული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა მიაწოდა. უახლეს „მინის“ მალე „ბეემვეს“ პირველი მინივენი მოჰყვება, რომელიც გერმანულმა კომპანიამ კონცეპტუალური „ექტივ ტურერ აუტდორის“ სახით, ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა.

„პორშემ“ თავის LMP1 პროტოტიპს „919 ჰაიბრიდი“ უწოდა

New Porsche LMP1 Named 919 Hybrid
16 დეკემბერი
„პორშე მოტორშპორტმა“ გამოაცხადა, რომ LMP1 სპეციფიკაციების შესაბამისად შექმნილ თავის სარბოლ პროტოტიპს, „919 ჰაიბრიდი“ უწოდა. ამ ავტომობილით ცუფენჰაუზენელები ლე მანის 24-საათიან რბოლასა და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში (WEC) იასპარეზებენ.

ფ1-ის პილოტებმა ნომრების არჩევა დაიწყეს

Raikkonen picks number 7, Bottas picks 77
16 დეკემბერი
შობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ფორმულა ერთის პილოტებმა თავიანთი მუდმივი ნომრების არჩევა დაიწყეს. როგორც ცნბილია, ახალი წესებით, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა პილოტს, თავისი სურვილისამებრ ექნება ნომრების (2-დან 99-მდე) არჩევის უფლება, რომლებსაც ისინი მთელი კარიერის განმავლობაში შეინარჩუნებენ.

Sunday, December 15, 2013

ალონსომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

Alonso has his first taste of 2014
15 დეკემბერი
ფერნანდო ალონსო რამდენიმე დღის წინ მარანელოში იმყოფებოდა და პირველად გამოსცადა ახალი ტექნიკა, რომლითაც ახალ სეზონში ასპარეზბა მოუწევს. ოღონდ, ეს ჯერ მხოლოდ კომპიუტერულ სიმულატორზე მოხდა, რომელზეც ახალი ბოლიდის ზოგადი შესწავლა დაიწყო. რა თქმა უნდა, მას ვრტუალურად მანქანის მართვის საშუალებაც მიეცა.

„ჰიუნდაი“ - მომხმარებელთა ლოიალობა გაყიდვების ზრდაზე მეტად

Hyundai prioritises customer loyalty over rapid sales growth
15 დეკემბერი
ამ პრინციპით კორეული კომპანია მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ხელმძღვანელობს. და ახლა, როცა მისი ბიზნესი არნახულად განვითარდა, ამ პრინციპს კიდევ უფრო გულმოდგინედ იცავს. და არავის გაჰკვირვებია, როცა „ჰიუნდაის“ ევროპული შტოს შეფმა ალან რაშფორტმა განაცხადა, რომ მომავალ წელს მისი კომპანია არ გეგმავს ბაზრის წილის ზრდაზე ყურადღების გამახვილებას და ისევ მყიდველის ლოიალობის მაღალი მაჩვენებლის მიღწევაზე იზრუნებს.

Saturday, December 14, 2013

„აუდი R18 e-ტრონ კვატრო“ - ისევ დიზელით და წყვილი ჰიბრიდით

Audi's New R18 e-Tron Quattro Still a Diesel but Has Two Hybrid Systems
14 დეკემბერი
მიუხედავად იმისა, რომ ახალი LMP1 რეგლამენტის გამო, ლემანის ტრიუმფატორი სარბოლი პროტოტიპის ძლიერ შეცვლამ მოუწია, „აუდიმ“ მას სახელი მაინც იგივე დაუტოვა - „R18 e-ტრონ კვატრო“. „ყველაზე კომპლექსური სარბოლი ავტომობილი, რომელიც კი „აუდის“ ოდესმე შეუქმნია“, - ასე დაახასიათა გერმანულმა კომპანიამ თავისი შედევრი, რომელიც მისივე განცხადებით, წინამორბედივით სწრაფია, თუმცა მასზე 30 პროცენტით მცირე საწვავსაც მოიხმარს.

„ტატა“ მარჩელო განდინისგან

Tata Previews Marcello Gandini-designed Composite Car
14 დეკემბერი
„ტატა მოტორსზე“ დიდი ხანია, არაფერი გვსმენია, არც მის უიაფეს „ნანოზე“. ინდური კომპანიის მფლობელობაში მყოფი „ლენდ როვერის“ და „იაგუარის“ გამოცოცხლებაზე კი ამ ბოლო ხანს ბევრი რამ ისმის. თუმცა, რატან ტატა თავის პირმშოზეც ზრუნავს, რისი ნიშანიცაა თუნდაც ის ფაქტი, რომ საკუთარი კომპანიის ავტომობილების დიზაინი სახელოვან იტალიელ დიზაინერ მარჩელო განდინის მიანდო. ცნობისათვის, განდინის შემოქმედებას ეკუთვნს ისეთი ლეგენდარული ავტომობილები, როგორებიცაა „ლამბორგინი მიურა“ და „ლამბორგინი კოუნტაჩი“.

ახალი „მუსტანგი“ დიზელით, ჰიბრიდით და ელექტრო ძრავითაც

New Ford Mustang May Get Diesel, Hybrid or Electric Powertrain, Says Exec
14 დეკემბერი
„ფორდ მუსტანგი“ ახლახანს გლობალური ავტომობილი გახდა. იმავდროულად, ის ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვა, რაც V8-ს ფანებს აშკარად არ მოსდით თვალში, თუნდაც ეს ძალიან ეფექტური ეკობუსტი იყოს. და სიურპრიზები თურმე ამით არ ამოიწურება - ამერიკული კომპანიის ძალური დანადგარების გლობალური შტოს შეფმა ბობ ბაშეტიმ განაცხადა, რომ მისი კომპანია გააგრძელებს მწვანე მიმართულებით სვლას, რის ნიშნადაც, „მუსტანგს“ დიზელის ძრავითაც აღჭურვავს.

Friday, December 13, 2013

კუბიცა რალის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს

Rallying-Kubica signs up for full world championship campaign
13 დეკემბერი
რობერტ კუბიცა მომავალი სეზონიდან რალის მსოფლიო ჩემპიონატში „ფორდ ფიესტათი“ იასპარეზებს. მან კონტრაქტი გააფორმა გუნდ „M-სპორტთან“ და იმავდროულად, მინიმუმ ერთი წლით გადადო წრიულ რბოლებში, კონკრეტულად კი ფორმულა ერთში დაბრუნება. ეს ინფორმაცია ფორმულა ერთის ყოფილმა მრბოლმა გამოაქვეყნა.

„ფორდი“ ავტონომიურ „ფიუჟნს“ ცდის

This is an Autonomous Ford Fusion Research Vehicle
13 დეკემბერი
ეს უცნაური შესახედაობის „ფორდ ფიუჟნ ჰაიბრიდი“ ექსპერიმენტული ავტომობილია, რომელსაც დამოუკიდბლად გადაადგილება შეუძლია. ცისფერმა ოვალმა ის მიჩიგანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით შეიმუშავა. „ფორდი“ და მისი პარტნიორები, მართვის ავტომატური საშუალებებზე უკვე ათი წელია, რაც მუშაობენ და ეს პირველი ავტომობილია, რომელსაც საკუთარი თავის მართვა ავტონომიურ რეჟიმში შეუძლია.

სუტილი „ზაუბერში“ გადავიდა

Motor racing-Sutil swaps Sauber seats with Hulkenberg
13 დეკემბერი
გერმანელი ადრიან სუტილი მომავალ სეზონში „ზაუბერის“ ავტომობილით იასპარეზებს. შვეიცარიულ გუნდში ის თანამემამულე ნიკო ჰულკენბერგის ადგილს დაიკავებს, რომელიც „ფორს ინდიაში“ სწორედ სუტილის ნაცვლად მიიღეს. ეს ინფორმაცია ერთ დღეში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ინდურმა გუნდმა მექსიკელ სერხიო პერესს გაუფორმა კონტრაქტი.

„სუზუკი“ დიზელის ძრავებს გამოუშვებს

Suzuki Developing 1.5-Liter Diesel for Small SUV
13 დეკემბერი
„სუზუკიმ“ გადაწყვიტა, რომ თავად გამოუშვას საკუთარი ავტომობილებისთვის დიზელის ძრავი, რომელსაც რამდენიმე მოდელზ გამოიყენებს. და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ის დიზელის საწვავზე მომუშავე აგრეგატებს დაამზადებს და აღარ იქნება დამოკიდებული „ფიატის“ დიზელის ძრავებზე.