დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 29, 2013

„სუზუკი“ ტოკიოსთვის ორ ჯუჯას ამზადებს

Suzuki's New Hustler and Spacia Custom Concepts for Tokyo Auto Salon
29 დეკემბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს ნოემბრის მოტორ შოუზე რამდნმე ჯუჯა კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინ, რომელთაგან ორს - „ჰასტლერს“ და „სპასია კასტომ-S-ს“ სერიული წარმოებისთვის მწვანე შუქი აუნთო. და აი, იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილების სერიულ ვერსიებს ისევ ტოკიოს შოუზე, 10 იანვარს გვიჩვენებს.
„ჰასტლერ კასტომი“ არის ვიწრო და შედარებით მაღალი, ეგრეთ წოდებული კეი ქარის (იაპონური სადაზღვევო რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისი ავტომობილები) წინამორბედი, რომელსაც კონცეპტუალური „ჰასტლერისგან“ განსხვავებული წინა და უკანა ბამპერები, კარბონის წინსაფრები და გვერდთა ზღურბლები, მანქანის ფერში შეღებილი საბორბლე თაღების წანაზარდები, სხვანაირი რადიატორი, დამატებითი ფარები და უფრო დიდი, თეთრად შეღებილი ბორბლები აქვს. „სუზუკი“ ამბობს, რომ გარეგნული ცვლილებების გარდა, სიახლეებია სალონშიც, სადაც „რეკაროს“ წარმოების სპორტულ სავარძლებსაც კი ნახავთ.
რაც შეეხება მეორე ავტომობილს, „სპასია კასტომ-S“ მიკროვენია, მაგრამ სპორტულ ყაიდაზე გაფორმებული და ამ უცნაური იაპონური სეგმენტის (კეი ქარ-ების) მოსაწყენი იმიჯის შეცვლას ეცდება. ის ორ ფერშია შეღებილი, აქვს დამტებითი აეროდინამიკური პაკეტი, გაუმჯობესებული საკიდარი და ბორბლების და საბურავების სპორტული კომპლექტი.

No comments:

Post a Comment