დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 16, 2013

„ფორდი“ ელემენტების ლაბორატორიას აფინანსებს

Ford, DOE help fund new $8M EV battery lab at University of Michigan
16 ოქტომბერი
საავტომობილო ინდუსტრიაში ელექტრული ტრენდი ძლიერდება და მალე ის კომპანიები მიიღებენ უპირატესობას, რომლებიც უკეთესი მახასიათებლების მქონე ელემენტებით აღჭურვავენ თავიანთ ავტომობილებს. ამის გამო, ელექტრული ამბიციის მქონე ყველა ავტომწარმოებელი, შესაბამისი გამოცდილების მქონე პარტნიორს ეძებს და არც ინვესტიციებს იშურებს ახალი ტექნოლოგიების შესამუშავებლად.

„იაგუარი“ ახალ ეპოქას იწყებს

Jaguar plans four new models by 2018
16 ოქტომბერი
„იაგუარს“ დიდ გერმანულ სამეულთან - „აუდისთან“, „მერსედს-ბენცთან“ და „ბეემვესთან“ კონკურენცია აქვს გადაწყვეტილი. ოღონდ, სანამ მათი სრულფასოვანი მეტოქე გახდება, ბაზარზე ოთხი ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. „იაგუარ ლენდ როვერის“ სტრატეგიის განყოფილების შეფმა ედრიან ჰოლმარკმა ჟურნალ“ ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ ოთხეულიდან პირველი კომპაქტური სედანი იქნება, რომელიც 2015 წელს გამოვა.

„რენომ“ ფორმულა ერთის ახალი რეკორდი დაამყარა

Renault Sets New Formula One Record
16 ოქტომბერი
„რენო სპორტის“ მიერ შემუშავებული ძრავებით ოთხი გუნდის მანქანებია აღჭურვილი, რომელთაგან „რედ ბული“ მალე ზედიზედ მეოთხე ტიტულს მოიპოვებს. თუმცა სანამ ეს მოხდება, ფრანგულმა კომპანიამ ფ1-ის ახალი რეკორდი დაამყარა. იაპონიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში მარკ ვებერის გამარჯვებამ, „რენო სპორტს“ 209-ე პოული მოაპოვებინა.

„რეინჯ როვერ ევოუკ XL“ 2016 წელს გამოვა

Range Rover Evoque XL for 2016 launch
16 ოქტომბერი
„ლანდ როვერი“ თავისი პოპულარული „რეინჯ როვერ ევოუკის“ უფრო მოზრდილ (გრძელბაზიან), XL-ვერსიას გამოუშვებს, რომელიც კომპანიის გამაში, სტანდარტულ „ევოუკსა“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ შორის არსებულ ნიშას შეავსებს. ჟურანლ „ავტოქარის“ რეპორტიორმა კომპანია „ბერნშტაინ რისერჩის“ მასალები იხილა, სადაც გრძელბაზიანი „ევოუკი“ L560-ად არის მოხსენიებული.

„ასტონ მარტინი“ ელექტრო ძალაზე უარს ამბობს

Aston Martin to resist electric power
16 ოქტომბერი
„ასტონ მარტინის“ შეფი ულრიხ ბეცი აცხადებს, რომ მისი კომპანია ჯერჯერობით უარს ამბობს ჰიბრიდული სუპერ ავტომობილების წარმოებაზე და კვლავაც V12 ძრავების გამოყენებას გააგრძელებს. ის თვლის, რომ ჰიბრიდულ სისტემებში გამოყენებული ელემენტები ძალიან ამძიმებს ავტომობილს, რაც სუპერქარებისთვის მიუღებელია.

„ფორდი“ წარმოების მესამედით გაზრდას აპირებს

Ford targets one-third increase in capacity within five years
16 ოქტომბერი
„ფორდ მოტორმა“ შეიმუშავა გეგმა, რომელიც გლობალური მასშტაბით, წლიური წარმოების მესამედით გაზრდას ითვალისწინებს. ამ მიზნის მისაღწევად, განვითარებად ბაზრებზე ახალი ქარხნები ამოქმედდება. ამასთან, იგეგმება წარმოების მეთოდების გადახალისება. ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში, სიდიდით მეორე ამერიკული კომპანია 2017 წელს 8 მილიონი ავტომობილის გამოშვებას შეძლებს. შედარებისთვის, ამჟამად ცისფერი ოვალი დაახლოებით 6 მილიონ ავტომობილს აწარმოებს.

„მაზერატიმ“ გაყიდვები თითქმის გააოთხმაგა

Maserati Already Has 22,500 New Car Orders This Year, Compared to 6,300 in 2012
16 ოქტომბერი
„მაზერატის“ მიზნად აქვს დასახული წლიური გაყიდვების 50 000-მდე გაზრდა. ამ მიზნის მიღწევა 2015 წლითვის იგეგმება და როგორც ჩანს, იტალიურ კომპანიას ეს არ გაუჭირდება, რადგან პირველ სამ კვარტალში უკვე 22 500 ავტომობილზე აქვს შეკვეთა მიღებული. შედარებისთვის, შარშან მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 6 300 ავტომობილი გაჰყიდა.