დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 18, 2014

„ინფინიტი Q50 ო რუჟი“ მინიმუმ 500 ცხენის ძალით!

Infiniti Details New Q50 Eau Rouge Concept, Says if Produced, Will Have Over 500HP!
18 იანვარი
რადგან სახელში ორი სიტყვა - „ო რუჟი“ (წითელი წყალი) არის დამატებული, ასეც უნდა იყოს! ეს სახელი ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკის - სპა ფრანკორშანის (ბელგია) ლეგენდარულ მოსახვევს ჰქვია. ჰოდა, „ინფინიტის“ შეფი იოჰან დე ნისხენიც გვპირდება, რომ თუ მისი კომპანია ამ ავტომობილს გამოუშვებს, მის ძრავს აუცილებლად 500 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრე ექნება!

ნანი რომამ დაკარის რალი მოიგო

Dakar: Nani Roma wins for X-raid Mini as Stephane Peterhansel slows
18 იანვარი
ნანი რომადა მისი შტურმანი მიშელ პერენი გამარჯვებას ზეიმობენ
ესპანელი ნანი რომას გამარჯვებით დასრულდა დაკარის რალი მარათონი, რომელსაც ისევ სამხრეთ ამერიკამ უმასპინძლა. მსუბუქი ავტომობილების კლასში, მან ხუთი წუთით აჯობა ფრანგ თანაგუნდელ სტეფან პეტერანსელს, მესამე ადგილზე კი კატარელი ნასერ ალ-ატია გავიდა. სამივეს ეკიპაჟი „მინის“ ავტომობილით ასპარეზობდა.

ოჟიემ სეზონი მონტე კარლოში გამარჯვებით დაიწყო

Monte Carlo WRC: Sebastien Ogier clinches victory for Volkswagen
18 იანვარი
მონტე კარლოს რალიზე სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დაიწყო რალის მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი. მძიმე კლიმატურ პირობებში ჩატარებული რბოლის დასაწყისში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მეცხრე ადგილზე იყო და ლიდერს წუთით და 20 წამით ჩამორჩებოდა, თუმცა რბოლის მეორე დღის ნახევრის შემდეგ, ის უკვე გამარჯვებისთვის მოპაექრეთა შორის იყო.

„ნისანი“ კონცეპტუალურ „სპორტ სედანს“ გამოუშვებს

Nissan Boss Says "We Will Build" Sport Sedan Concept
18 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დებიუტანტი, „ნისანის“ კონცეპტუალური „სპორტ სედანი“ გახდა. იაპონურმა კომპანიამ თავიდანვე გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის წარმოებას იმ შემთხვევაში აუნთებდა მწვანე შუქს, თუ მას დეტროიტის მოტორ შოუ კარგად მიიღებდა. რა თქმა უნდა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ის წინაპირობა, რაც „მწვანე შუქს“ სჭირდებოდა, უკვე არსებობს.