დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 31, 2014

მასა „უილიამსში“ გადასვლით კმაყოფილია

Massa 'glad' Ferrari axe led to Williams
31 მაისი
ფელიპე მასა კმაყოფილია იმით, რომ „ფერარიმ“ გასული სეზონის შემდეგ ის დაითხოვა და ამის გამო, „უილიამსში“ გადასვლამ მოუწია. ბრაზილიელმა პილოტმა მარანელოელთა გუნდში 2006-2013 წლებში იასპარეზა და ამ პერიოდში მისი თანაგუნდელები მსოფლიო ჩემპიონები - მიხაელ შუმახერი, კიმი რაიკონენი და ფერნანდო ალონსო იყვნენ. ერთხელ მასას ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

რაიკონენს ტიტულის იმედი აღარ აქვს

Raikkonen admits 2014 title chance 'over'
31 მაისი
კიმი რაიკონენმა გამორიცხა ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა. მისი თქმით, „მერსედესის“ დამარცხება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ნორვეგიაში, სპონსორთან შეხვედრის შემდგომ, გამოცემა „აფტენპოსტენის“ ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს თავის შანსებს ტიტულზე, ფინელმა მრბოლმა უპასუხა:

Friday, May 30, 2014

ამ მანქანამ წყალზე 305 მეტრი გაიარა!

Watch 1,600HP Jeep Buggy Set a 1,001-Feet Hydroplanning World Record
30 მაისი
ასე ისლანდიაში ერთობიან. ბაგის ტიპის, სპეციალური ბორბლებით აღჭურვილი სარბოლი ავტომობილებით, წყალზე გავლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და როგორც ჩანს, ამას საკმაოდ ბევრი მაყურებელიც ჰყავს. შეჯიბრის (ფორმულა ოფროუდი ჰქვია) არსი მარტივია - ვინ უფრო მეტ მანძილს გაივლის წყლის ზედაპირზე.

ჰამილტონი: მე და ნიკო ისევ მეგობრები ვართ

Lewis Hamilton says he and Nico Rosberg 'still friends' after post-Monaco talks
30 მაისი
ლუის ჰამილტონმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ნიკო როსბერგთან ყველაფერი გაარკვია და ისინი კვლავაც მეგობრებად რჩებიან. როგორც „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ვარაუდობდა, ბრიტანელს სიბრაზემ გადაუარა და თავის თანაგუნდელზე, ვისთანც ბავშვობიდან, კარტინგში გატარებული წლებიდან მეგობრობს, გული მოუბრუნდა.

Thursday, May 29, 2014

„ფერარი“ ნიუის გადაბირების იმედს არ კარგავს

Ferrari not giving up on Newey – report
29 მაისი
მართალია, ახლახანს ედრიან ნიუიმ განაცხადა, „რედ ბულის“ დატოვებას არ ვაპირებო, მაგრამ „ფერარიში“ მაინც იხტიბარს არ იტეხენ და იმედი აქვთ, რომ გენიალური ინჟინრის გადაბირებას მაინც მოახერხებენ. უფრო მეტიც, „გაძეტა დელო სპორტის“ კორესპონდენტმა ლუიჯი პერნამ სპეციალური გეგმაც კი გამოაქვეყნა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, „რედ ბულის“ ოთხი საჩემპიონო ბოლიდის მთავარ შემოქმედს მარანელოში ვიხილავთ.

„ტატა“ თავის „ლენდ როვერ ფრილენდერს“ გამოუშვებს

Land Rover Freelander set to become a Tata
29 მაისი
„ლენდ როვერი“ თავის პოპულარულ მოდელ „ფრილენდერს“ ცვლის. უფრო სწორედ, ამ სახელით ავტომობილს აღარ გამოუშვებს, მის შემცვლელს კი „დისქავერი სპორტის“ სახელით, „დისქავერის“ ოჯახში შეიყვანს. მაგრამ „ფრილენდრის“ ახლანდელი, მეორე თაობა ჯერაც ძალიან პოპულარულია. ასეთი ავტომობილის წარმოების უბრალოდ შეწყვეტა გაუმართლებელია.

Wednesday, May 28, 2014

„რედ ბული“ შეიძლება „ფოლკსვაგენის“ ძრავებზე გადავიდეს

Red Bull flirting with VW engine switch – report
28 მაისი
მიმდინარე სეზონში, „რედ ბულის“ მიერ ლიდერის პოზიციის „მერსედესისთვის“ დათმობის ფონზე, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავსტრიული საჯინიბო ძრავების მიმწოდებლის გამოცვლაზე ფიქრობს. ასეთი ვარაუდების წარმოქმნას კი ხშირად გუნდის ხელმძღვანელობის გამონათქვამები უწყობს ხელს.

„გუგლი“ თვითმავალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს

Google begins work on its own self-driving car
28 მაისი
„გუგლმა“ გამოაცხადა, რომ დაწყებული აქვს საკუთარი თვითმავალი ავტომობილის შემუშავება, რომლითაც ამ ტიპის ავტომობილების საგზაო ტესტირებას გააგრძელებს. ამერიკულ კომპანიას უკვე დამზადებული აქვს რამდენიმე პროტოტიპი, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოსცდის.

„ფორდმა“ ევროპაში პირველი 500 „მუსტანგი“ 30 წამში გაჰყიდა

Ford 'overwhelmed' by stampede to reserve a new Mustang
28 მაისი
„ფორდმა“ ევროპაში ახალ „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღება უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის დაწყებისთანვე დაიწყო და... 30 წამში დაასრულა. თუმცა, ამის შემდეგაც, მის სპეციალურ ვებ-გვერდზე არ შემწყდარა ამ პოპულარული პონიქარის შეძენის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია. სულ კი, შეხვედრის 120 წუთის განმავლობაში, ახალი „მუსტანგის“ შეძენა 9300-ზე მეტმა ადამიანმა სცადა.

Tuesday, May 27, 2014

„ფორდი“ „ტორნეო კურიერს“ და „ტრანზიტ კურიერს“ თურქეთში გამოუშვებს

Ford Starts Building Tourneo Courier and Transit Courier in New $511 Million Turkish Plant
27 მაისი
„ფორდ მოტორ კომპანის“ თურქულმა ერთობლივმა კომპანია „ფორდ ოტოსანმა“, რომელშიც ამერიკული კომპანიის პარტნიორი, თურქული „კოჩ ჰოლდინგია“, ისტანბულის ევროპული ნაწილის გარეუბან იენიკოიში, ახალი ქარხანა გახსნა, სადაც ორ მინივენს, სამგზავრო „ტორნეო კურიერს“ და კომერციულ „ტრანზიტ კურიერს“ გამოუშვებს. 511 მილიონ დოლარად ღირებული ქარხნის მშენებლობა 16 თვეში დასრულდა.

„კატერჰემ სევენ კამუი კობაიაში“ - მხოლოდ იაპონიისთვის

New Caterham Seven Kamui Kobayashi Limited Edition for Japan Only
27 მაისი
როდესაც ისეთი პატარა კომპანია, როგორიც „კატერჰემია“, თავისი მოდელების სპეც ვერსიების გამოშვებას აპირებს, ეს ნამდვილ მოვლენად იქცევა ხოლმე. მითუმეტეს, თუ ეს სპეც ვერსია ფორმულა ერთის პილოტის სახელობისაა. კატერჰემს კი აქვს იმის ფუფუნება, რომ თავის კლიენტს მაგალითად, კამუი კობაიაშის სახელობის ავტომობილი შესთავაზოს. თუნდაც მხოლოდ ათი ცალი და თუნდაც, მხოლოდ იაპონიის ბაზარზე.

ბატონი: კანადაში ჰამილტონი მიუწვდომელი იქნება

Jenson Button feels an unhappy Lewis Hamilton will be 'untouchable' in Canada
27 მაისი
ჯენსონ ბატონი დარწმუნებულია, რომ ლუის ჰამილტონს კანადურ ეტაპზე ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას. და ამის მიზეზი ისაა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი გაბრაზებულია. ალბათ ბევრი ახსნა არ უნდა იმას, თუ რამ და ვინ გააბრაზა ჰამილტონი. ის თვლის, რომ ნიკო როსბერგმა კვალიფიკაციაზე გამიზნულად დაუშვა შეცდომა, რამაც რბოლის შენელება და მისი სწრაფი წრის გაფუჭება გამოიწვია.

Monday, May 26, 2014

დათა ქაჯაია ლეგენდ სუპერკაპის ლიდერია

26 მაისი
ქართველი მრბოლები კონსტანტინე კოლიაშვილი და დათა ქაჯაია აგრძელებენ ევროპულ არენაზე წარმატებულ გამოსვლებს. ამჯერად ისინი სერია „აქსელერეიშნის“ ლეგენდ სუპერკაპის ჩემპიონატში ასპარეზობენ, რომლის მესამე ეტაპსაც, გერმანიის ნურბურგრინგმა უმასპინძლა. სერიის ფორმატის შესაბამისად, ამ ეტაპზეც ოთხი რბოლა გაიმართა - ორ-ორი შაბათს და კვირას, რომელთაგან ქაჯაიამ ერთი მოიგო, ორი მეორე ადგილზე დაასრულა და საერთო ჯამში, სერიის კლასიფიკაციას სათავეში მოექცა.

Sunday, May 25, 2014

98-ე ინდი 500 ამერიკელმა რაიან ჰანტერ-რეიმ მოიგო

Motor racing-American Hunter-Reay wins Indianapolis 500
25 მაისი
ამერიკელი რაიან ჰანტერ-რეის გამარჯვებით დასრულდა ლეგენდარული ინდი 500­ის 98-ე რბოლა. ის ბოლო რვა წელიწადში პირველი ამერიკელია, რომელმაც ამ ლეგენდარული რბოლის ფინიში პირველმა გადაკვეთა. ჰანტერ-რეიმ ფინიშთან ერთი მანქანის კორპუსზე ოდნავ მეტით მიასწრო ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულს, ბრაზილიელ ჰელიო კაშტრუნევიშს.

როსბერგმა მონაკოში ისევ მოიგო და ლიდერობაც დაიბრუნა

Motor racing-Rosberg wins in Monaco to retake F1 lead
25 მაისი
„მერსედესის“ შიდაომი, რომელსაც ბევრი მიმომხილველი აქამდ ამაოდ ელოდა, შესაძლოა მონაკოს რბოლის შემდეგ დაიწყოს. ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეორედ მოიგო მონტე კარლოს ვიწრო ქუჩებში და ჩემპიონატის ლიდერის პოზიციაც დაიბრუნა, მაგრამ თანაგუნდელებს შორის შავმა კატამ უკვე (არაერთხელ) გაირბინა და შესაძლოა, ამის შემდეგ, მათ შორის უფრო უშეღავათო ბრძოლების მომსწრენი შევიქნეთ.

Saturday, May 24, 2014

„ლენდ როვერმა“ რაგბის მსოფლიო თასთან ერთად ტურნე დაიწყო

Land Rover Presenting Partner Of Rugby World Cup Trophy Tour
24 მაისი
როგორც დაგეგმილი იყო, რაგბში მსოფლიო თასთან ერთად, მსოფლიო ტურნეში მონწილეობას „ლენდ როვერიც“ მიიღებს. ტურნე მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე, მსოფლიოს 15 ქვეყანას მოივლის. ვებ ელისის თასი ყველა ტრადიციულ სარაგბო ქვეყანაში იმოგზაურებს, მათ შორის, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში. გარდა ამისა, მარშრუტი ისეთ ქვეყნებშიც გაივლის, რომლებიც სარაგბო რუკაზე ვერ ბრწყინვენ, მაგალითად გერმანიასა და კენიაში.

„ნისანი“ ლე მანზე პროტოტიპ „GT-R LM ნისმოთი“ იასპარეზებს

Nissan to Fight Audi, Porsche in the 2015 Le Mans 24 Hours with GT-R LM Nismo
24 მაისი
ლე მანის 24-საათიან რბოლას მალე კიდევ ერთი დიდი ავტომწარმოებელი შეემატება - მომავალი სეზონიდან, პროტოტიპების კლასში გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში „ნისანიც“ იასპარეზებს. იაპონურმა კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ LM P1 კატეგორიის სარბოლ ავტომობილს ამზადებს და უპირველეს მიზნად, ლე მანზე გამარჯვებას ისახავს. ამგვარად, ლე მანზე „აუდის“, „პორშეს“ და „ტოიოტას“ მალე კიდევ ერთი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებათ.

„ფორდ რეისინგმა“ ახალი ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი გახსნა

Ford Racing Inaugurates New Technical Support Center
24 მაისი
ავტოსპორტში მონაწილეობის ინტენსიურობის გასაზრდელად, „ფორდმა“ სრულიად კონკორდში (შტატი ჩრდილოეთ კაროლინა) ახალი ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი გახსნა, რომლის დანიშნულებაც, სარბოლო გუნდებთან თანამშრომლობა, მათი სარბოლი ავტომობილების სრულყოფის პროცესში მხარდაჭერაა. ცენტრი NASCAR-ში, აშშ-ის სპორტული ავტომობილების ჩემპიონატში, NHRA-სა და IMSA-ს სერიებში, ასევე რალისა და გლობალური რალიქროსის სერიებში მონაწილე იმ გუნდებს გაუწევს პარტნიორობას, რომლებიც ცისფერი ოვალის სარბოლი ტექნიკით სარგებლობენ.

„ფერარი“ კანადაში განახლებული ძრავით იასპარეზებს

Ferrari poised to introduce F1 engine boost at Canadian Grand Prix
24 მაისი
კანადურ დიდ პრიზზე „ფერარი“ ძრავის მოდიფიცირებული ვერსიით იასპარეზებს. იტალიურმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ რადგანაც ძრავი საკმაოდ საიმედოა, ახლა უკვე შესაძლებელია მისი პოტენცალის სრულად ათვისება. მართალია, ძრავების გაუმჯობესება, ეგრეთ წოდებული „გაყინვის“ წესის თანახმად, არ შეიძლება, მაგრამ არსებობს იმის საშუალება, რომ ეს სხვა გზით მოხერხდეს და ამის შესახებ, „ფერარის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი გვიამბობს:

როსბერგმა საშინაო კვალიფიკაცია მოიგო

Motor racing-Rosberg takes Monaco pole for Mercedes
24 მაისი
ნიკო როსბერგმა, როგორც იქნა, შეძლო კვალიფიკაციაში თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის დამარცხება, მაგრამ სესიის მიწურულს მომხდარი ინციდენტის გამო, სტიუარდებს ეჭვი გაუჩნდათ, გერმანელმა მრბოლმა შეგნებულად ხომ არ გაითამაშა მოსახვევ მირაბოში შეცდომის დაშვება, რის გამოც, ის იძულებული შეიქნა, უსაფრთხოების „ჯიბეში“ შეეხვია, ამას კი ტრასაზე ყვითელი შუქის ანთება და შესაბამისად, მანქანების შენელება მოჰყვა.

Thursday, May 22, 2014

„რეინჯ როვერ სპორტი“ პლაგ-ინ ჰიბრიდით აღიჭურვება

Range Rover Sport Getting Performance Petrol PHEV Version
22 მაისი
„ლენდ როვერმა“ უკვე დაიწყო ჰიბრიდული სისტემების გამოყენება. მაგალითად, მყიდველს უკვე შეუძლია „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ვერსიების შეძენა. ახლახანს კი ჰიბრიდზაციის პროცესი გრძელბაზიან „რეინჯ როვერსაც“ შეეხო. ყველა შემთხვევაში, ჰიბრიდულ სისტემაში, დიზელის V6 ძრავებია გაერთიანებული. ოღონდ, ამ სისტემების ელექტრო ენერგიით დამუხტვა არ ხდება. ამასთან, ავტომობილი ელექტრო ძრავით მხოლოდ 48 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და ამ დროს სვლის სიშორეც ძალიან შეზღუდულია - მხოლოდ 1.6 კილომეტრი.

ედრიან ნიუი „რედ ბულის“ ერთგული რჩება

Motor racing-Newey says he is staying at Red Bull
22 მაისი
„რედ ბულის“ ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ, ვინც საჩემპიონო ბოლიდების მთავარი შემოქმედია, წერტილი დაუსვა ბოლო ხანს გახშირებულ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ ის ავსტრიული გუნდის დატოვებას და „ფერარიში“ გადასვლას აპირებს: „ახლო მომავალში „რედ ბულიდან“ არსად გადასვლას არ ვაპირებ“, - მოკლედ განაცხადა ნიუიმ, ვინც ფ1-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინრად დამსახურებულადაა მიჩნეული.

„სუზუკიმ“ ფიჭური ელემენტი შეიმუშავა

Intelligent Energy and Suzuki “Rivaling” Toyota With New Fuel Cell Unit
22 მაისი
ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილების მწარმოებელთა მოკლე სიას მალე „სუზუკიც“ შეუერთდება. იაპონურმა კომპანიამ, თავის პარტნიორ „ინტელიჯენტ ენერჯისთან“ ერთად, უკვე დაასრულა მუშაობა კომპაქტურ ფიჭურ დანადგარზე, რომელიც იოკოჰამაში, საავტომობილო ინჟინრების საზოგადოების იაპონიის კონგრესზე წარადგინა.

ალონსომ სამქიმიანების ჰეგემონია შეწყვიტა

2014 Monaco GP Practice Two: Fernando Alonso fastest after long waiting game
22 მაისი
მერე რა, რომ ამაში ხელი წვიმიანმა ამინდმა შეუწყო და თანაც, ორი პრაქტიკის ჯამში, უფრო სწრაფი მაინც ლუის ჰამილტონი აღმოჩნდა, რომელიც მეორე პრაქტიკაზე ესპანელს თითქმის ნხევარი წამით ჩამორჩა. მეორე პრაქტიკაზე მრბოლებს სველ ასფალტზე ასპარეზობამ მოუწია და ამიტომ, მთელი სესიის განმავლობაში, ზედმეტი რისკის თავიდან ასარიდებლად, ისინი მეტწილად სიფრთხილეს იჩენდნენ.

ჰამილტონი მონაკოშიც ყველაზე სწრაფია

Motor racing-Hamilton on top in first Monaco practice
22 მაისი
ლუის ჰამილტონი მონაკოშიც უსწრაფესია, თუმცა მისგან არც ისე შორსაა თანაგუნდელი ნიკო როსბერგი, რომელმაც პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ჩემპიონატის ლიდერზე მხოლოდ 0.032 წამით უარესი დრო აჩვენა. მათგან ახლოსაა დანიელ რიკარდო, რომელიც ლიდერს დაახლოებით 0.3 წამით ჩამორჩა. ასეთი სხვაობა კი იმის იმედს იძლევა, რომ მონაკოში მაინც ვინმე შეძლებს სამქიმიანებთან ტოლსწორ პაექრობას.

Wednesday, May 21, 2014

მარკიონემ „ჯიპს“ გაყიდვების გაორმაგება დაუგეგმა

Marchionne Wants to More Than Double Jeep’s Global Sales by 2018
21 მაისი
„ფიატ კრაისლერ ავტომობილზის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ განვითარების გეგმაში, განსაკუთრებული ყურადღება „ჯიპს“ ეთმობა. გეგმის მიხედვით, უგზოობის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული ამერიკული ბრენდის გაყიდვები, დაახლოებით უნდა გაორმაგდეს. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს „ჯიპმა“ 1.9 მილიონი ავტომობილი უნდა გაჰყიდოს.

„სეატის“ საიუბილეო კონცეპტუალური როდსტერი „იბიცა კუპსტერი“

Seat Chops the Roof Off the Ibiza for Wörthersee
21 მაისი
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ფესტივალზე, რომელიც ავსტრიის ვორთერზეე ტრეფენში 28-31 მასს გაიმართება, გერმანულ ჯგუფში შემავალი ყველა კომპანია კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს. მათ შორის იქნება ესპანური კომპანია „სეატიც“, რომელმაც „ოჯახური“ გამოფენისთვის კონცეპტუალური როდსტერი - „იბიცა კუპსტერი“ მოამზადა, რომლითაც მოდელ „იბიცას“ წარმოების დაწყებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„მერსედესი“ ფ1-ის ტექნოლოგიებს საგზაო მოდელებზე დანერგავს

Mercedes to use Formula 1 engine tech centre to develop road cars
21 მაისი
„მერსედეს-ბენცის“ განვითარების დივიზიონის შეფმა თომას ვებერმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია თავისი საგზაო ავტომობილებისთვის, ფორმულა 1-ის ძრავების განვითარების საკუთარ ცენტრს გამოიყენებს. „მერსედეს AMG ჰაი პერფორმენს პაუერტრაინსის“ ცენტრი ბრიქსუორტში (ბრიტანეთი) მდებარეობს. სწორედ იქაა შემუშავებული უახლესი ჰიბრიდული აგრეგატი, რომლის წყალობითაც, სამქიმიანებს ფ1-ის გუნდს ამ სეზონში ბადალი არ ჰყავს.

„პულსარი“ - „ნისანის“ ახალი ევროპული ბესტ სელერი?

Nissan Reveals New Pulsar Compact Hatch to Fight Focus, Megane and Golf
21 მაისი
„ნისანი“ ევროპის ბაზარზე ძველ სახელ „პულსარს“ აბრუნებს, რათა ყველაზე პოპულარულ, C-სეგმენტში აღიდგინოს პოზიციები და ამ სეგმენტის ისეთ აღიარებულ ლიდერებს წაართვას ბაზრის წილი, როგორებიცაა მსოფლიო ბესტ სელერი „ფორდ ფოკუსი“, „რენო მეგანი“, „ოპელ ასტრა“ და რა თქმა უნდა, „ფოლკსვაგენ გოლფი“. ახალი „პულსარი“ უკვე მივიწყებული „ალმერას“ პირდაპირი შთამომავალია, რომლის წარმოებაც 2006 წელს შეწყდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ სახელით ავტომობილები კვლავაც იყიდება ავსტრალიაში და ზოგ სხვა ქვეყანაშიც.

„ლენდ როვერმა“ შესაძლოა პატარა „დისქავერიც“ გამოუშვას

Land Rover Discovery ‘family’ could include a Jeep Renegade-sized micro SUV
21 მაისი
არაა გამორიცხული, რომ „ლენდ როვერის“ მოდელ „დისქავერის“ ოჯახში, სამზე მეტი ავტომობილი გაერთიანდეს. ამაზე თვით ბრიტანული კომპანიის დიზაინ სტუდიის დირექტორი რიჩარდ ვული ლაპარაკობს. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ სახელ „დისქავერის“ ქოლგის ქვეშ სამზე მეტი ავტომობილი შევიდეს.

Tuesday, May 20, 2014

ახალი „მუსტანგი“ 24 425 დოლარი ღირს

Ford Prices New 2015 Mustang V6 from $24,425 Further Details Launch
20 მაისი
„ფორდმა“ 3.7-ლიტრიანი V6 ძრავით აღჭურვილ უახლეს „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღება დაიწყო. ავტომობილის საბაზო ფასი 24 425 დოლარია. შემდგომში ბაზარზე გამოვა 2.3-ლიტრიანი ეკობუსტით და V8 (GT - ტოპ ვერსია) ძრავით აღჭურვილი ვერსიები, რომლებიც ძრავების გარდა, ეკიპირებით და გაფორმების დონითაც განსხვავებული იქნება. შესაბამისად, ისინი საბაზო ვერსიაზე ძვირიც (არც ისე) ეღირება.

„კვიდი“ – „რენოს“ კიდევ ერთი ახალი მინი ქროსოვერი

The KWID Concept Could Become Renault’s Next Crossover in 2016
20 მაისი
„რენომ“ კონცეპტუალური ქროსოვერი, სახელად „კვიდ“, ნიუ დელის წლევანდელ ავტო ექსპოზე წარადგინა. ეს ავტომობილი იმდენად ფუტურისტულად გამოიყურება, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ ფრანგული კომპანია კონვეიერზე მის დაყენაბას გადაწყვეტდა. მაგრამ როგორც ირკვევა, „რენო“ სწორედ ამას აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამას ბრიტანული გამოცემა „ავტო ექსპრესი“ ირწმუნება. მისივე ინფორმაციით, ახალი ავტომობილი ბაზარზე 2016 წელს გამოვა.

Monday, May 19, 2014

ეკლსტოუნის სიმდიდრე ისევ გაიზარდა

Ecclestone’s wealth rises amid fierce scrutiny
19 მაისი
„სანდი თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ, ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში, ბერნი ეკლსტოუნს 29-ე ადგილი უკავია. მისი ქონება 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული, რაც შარშანდელთან შედარებით, 500 მილიონით მეტია. ამგვარად, ის მოტორსპორტის ისტორიაში, ყველა დროის უმდიდრესი ადამიანია.

Sunday, May 18, 2014

„ალფა რომეო“ უკანა ამძრავიანი ხდება

Alfa Romeo plots rear-drive model line-up and new engines
18 მაისი
„ალფა რომეო“ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს. უკვე მერამდენედ. ეს ალბათ ბოლო ცდაა, რის შემდეგაც ან დასასრული იქნება, ან „ფიატს“ მისი სხვისთვის (ფოლკსვაგენისთვის) მიყიდვა მოუწევს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ხვედრი მილანურ კომპანიას არ ელის, რადგან „ფიატ კრაისლერის“ ჯგუფმა დეტალურად გააზრებული გეგმა შეიმუშავა, რომელიც „ალფას“ თვისობრივად განსხვავებულ, გერმანულ პრემიუმ კომპანიების მეტოქე ბრენდად გადააქცევს.

„როლს-როისი“ ახალ „ფანტომზე“ მუშაობს

Rolls-Royce starts work on all-new Phantom
18 მაისი
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, „როლს-როისს“ დაწყებული აქვს მუშაობა ახალ „ფანტომზე“, რომელიც სავარაუდოდ, ბაზარზე სამი წლის შემდეგ გამოვა. როგორც კომპანიის დიზაინის შეფი ჟილ ტეილორი ამბობს, მისმა გუნდმა უკვე დაიწყო ახალი ავტომობილის ესკიზებზე მუშაობა. ამასთან, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ როგორი აგებულება ექნება ახალ „ფანტომს“.

ფ1-ის სამგზის ჩემპიონი სერ ჯეკ ბრებჰემი გარდაიცვალა

Three-time world champion Sir Jack Brabham dies
18 მაისი
გოლდ ქოუსტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ფორმულა ერთის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ავსტრალიელი სერ ჯეკ ბრებჰემი. ის ფ1-ის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, საკუთარი გუნდის მანქანით მოიპოვა.

პირველი „ფორდ მუსტანგის“ სკულპტურა შეზღუდული ტირაჟით

What Do You Think of This Limited Edition Ford Mustang Sculpture?
18 მაისი
„ფორდი“ აგრძელებს უახლესი „მუსტანგის“ აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიას. სამგანზომილებიან პრინტერზე „გამომცხვარი“ მოდელები, ემპაიერის 86-ე სართულზე ასვლა და იქიდან ნიუ იორკთან მისალმება, ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალისას, ევროპაში შეკვეთების მიღების კამპანიის დაწყება და სხვა ბევრი უჩვეულო აქცია იმისთვის იგეგმება, რომ ჯერაც არგამოსული ავტომობილის ცნობადობა მთელს მსოფლიოში გაიზარდოს. მას ისედაც ყველგან იცნობენ, ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოს უწოდებენ, მაგრამ ცისფერმა ოვალმა, თავისი „ცხენის“ ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშვნა გადაწყვიტა.

Saturday, May 17, 2014

„ფორდის“ ჩინურ ქვე-ბრენდს „ძია იუე“ ჰქვია

Ford Draws Up Jia Yue Chinese Sub-Brand
17 მაისი
„ფორდ მოტორმა“ და მისმა ჩინელმა პარტნიორმა „ჩანგ’ანის“ საავტომობილო ჯგუფმა მწვანე შუქი აუნთეს ქვე-ბრენდს, რომელიც მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის გამოუშვებს ავტომობილებს. ახალ კომპანიას სახელად „ძია იუე“ დაარქვეს, რაც ჩინურად წინსვლას, დიდ ნახტომს ნიშნავს. ახალი კომპანიის ლოგო, ოვალურ რგოლში, შავ ფონზე ჩასმული ორი ფრთაა. ეს ლოგო რაღაცით უკვე არარსებული „დეუს“ ლოგოს ჰგავს.

Friday, May 16, 2014

სუზი ვოლფი ფ1-ში დებიუტს გეგმავს

Susie Wolff hopes to be the first female to race in F1 since 1976
16 მაისი
შოტლანდიელი სუზი ვოლფი კიდევ ერთი ქალი მრბოლია, რომელიც მიზნად უახლოეს მომავალში ფ1-ში მოხვედრას გეგმავს. უფრო სწორედ, ის უკვე არის ფორმულა ერთში - „უილიამსის“ პილოტების განვითარების პროგრამის წევრია და ამ სახელოვანი გუნდის ტესტებში მონაწილეობს ხოლმე. ახლახანს მან ბარსელონას ტესტებშიც მიიღო მონაწილეობა და მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ შეცდომაც დაუშვა, ოთხშაბათს მეხუთე საუკეთესო დრო დააფიქსირა.

ფორმულა E-ს პირველი ათი ბოლიდი გუნდებს ჩაბარდა

First 10 Formula E Race Cars Delivered To Teams
16 მაისი
ახლოვდება ეკოლოგიურად სუფთა სარბოლი სერიის, ფორმულა E-ს პირველი სეზონის სტარტი. ავტოსპორტი და მისი მმართველი ორგანიზაცია - საერთაშორისო საავტომობილო ფედრაცია (FIA), ფეხს უბამს საავტომობილო ინდუსტრიის მთავარ და ყველაზე მძლავრ ტრენდს - ელექტრიფიკაციას და ამაში არაერთი სახელოვანი ადამიანია ჩართული, მათ შორის, ფ1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი, ჰოლივუდის სუპერ ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო, ამერიკული ავტოსპორტის ვარსკვლავი მაიკლ ანდრეტი, მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი და სხვა. ამასთან, რბოლებში მონაწილეობას ფ1-ის ყოფილი პილოტები მიიღებენ.

„პორშე“ „კაიენ კუპეს“ 2018 წელს გამოუშვებს

Porsche Cayenne Coupe Reportedly Coming in 2018
16 მაისი
„მერსედესი“ მალე გამოჩნდება ეგრეთ წოდებული უგზოობის კუპეების სეგმენტში, სადაც კონკურენციას „ბეემვეს“ გაუწევს. და მალე ორივეს კიდევ ერთი მეტოქე გამოუჩნდებათ „პორშეს“ სახით, რომელსაც მოდელ „კაიენის“ კუპე ვერსიის გამოშვება აქვს გადაწყვეტილი. ეს ინფორმაცია შტუტგარტელებმა ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარს“ მიაწოდეს.

Thursday, May 15, 2014

ქართველი მრბოლი ფორმულა 1-ში? რატომაც არა!

ოღონდ, ეს თავისთავად არ მოხდება!
14 მაისი
ახალგაზრდა ქართველი მრბოლის, ნიკო სურგულაძის კარიერაში გადამწყვეტი დრო დგება - მან უნდა დაიწყოს ის გზა, რომელიც ფ1-ის ჩემპიონ კიმი რაიკონენის მენჯერმა, სტივ რობერტსონმა (მანვე ფ1-სკენ გზა ჯენსონ ბატონსაც გაუკაფა) დაუსახა. პირველი სეზონი უნდა ჩაატაროს ფორმულა „რენო“ 2.0-ში, რის შემდეგაც, უფრო მაღალი დონის ფორმულებში და ბოლოს, ფორმულა 1-ში გადასვლის ჯერი დადგება.

Wednesday, May 14, 2014

უფრო მდიდრული განახლებული „ლენდ როვერ ფრილენდერი“

More luxury for updated Land Rover Freelande
14 მაისი
„ლენდ როვერი“ მოდელ „ფრილენდერს“ ბოლო განახლებას უტარებს - როგორც ცნობილია, მალე ამ ავტომობილს სრულიად ახალი მოდელი შეცვლის, რომელსაც „დისქავერი სპორტი“ ერქმევა. განახლებულ „ფრილენდერს“ მეტსახელად „მეტროპოლისს“ დაარქმევენ. ბრიტანული კომპანია ამ ვერსიას ყველაზე მდიდრულ „ფრილენდერად“ მოიხსენიებს. მისი ფასი 35 995 გირვანქა სტერლინგი იქნება.

„დაჩიამ“ მე-5 მილიონი ავტომობილი გამოუშვა

Dacia Reaches 5 Million Cars Produced in Romania
14 მაისი
რუმინულმა საავტომობილო კომპანია „დაჩიამ“, რომელიც „რენო-ნისანის“ ალიანსში შედის, 6 მაისს მე-5 მილიონი ავტომობილი გამოუშვა. შავი ფერის ქროსოვერი „დასტერი“, მიოვენის ქარხნის კონვეიერიდან, კომპანიის თანამშრომლებმა ზარ-ზაიმით გააცილეს.

Tuesday, May 13, 2014

„მაკლარენი“ ბოლიდის აგრესიულ განვითარებას გეგმავს

McLaren F1 team considers radical approach for later in season
13 მაისი
„მაკლარენი“ მზადაა, თავისი სარბოლი ბოლიდის განვითარების რადიკალური გზა აირჩიოს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სიტუაცია ბრიტანულ ეტაპამდე არ გამოსწორდება. ბარსელონაში უოკინგელებმა ზედიზედ მესამე რბოლა დაასრულეს უქულოდ, ჯენსონ ბატონი და კევინ მაგნუსენი კი მთელი სარბოლი სარბოლი უიკენდის განმავლობაში, მანქანის სიჩქარის ნაკლებობას უჩიოდნენ.

„ფორდ ფიესტა“ კვლავ ევროპის ყველაზე გაყიდვადი სუბკომპაქტია

Ford Fiesta Europe’s Best-Selling Small Car in First Quarter of 2013
13 მაისი
„ფორდ ფიესტა“ კვლავაც ინარჩუნებს ევროპის ყველაზე გაყიდვადი სუბკომპაქტური ავტომობილის სტატუსს. პირველი კვარტლის განმავლობაში, ამერიკულმა კომპანიამ ძველ კონტინენტზე 85 639 ცალი „ფიესტა“ გაჰყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს ევროპელები საშუალოდ ყოველ წუთნახევარში ყიდულობენ.

Monday, May 12, 2014

ძანარდი „ბეემვეს“ ბრენდის ელჩი გახდა

Alessandro Zanardi Becomes BMW Brand Ambassador
12 მაისი
ლეგენდარული იტალიელი მრბოლი, ლონდონის პარალიმპიური თამაშების ორი ოქროს მედლის მფლობელი ალესანდრო ძანარდი, „ბეემვეს“ ბრენდის კეთილი ნების ელჩი გახდა. ძანარდ ახლა 47 წლისაა და ის ბავარიული კომპანიის პარტნიორ გუნდ „როალ მოტორსპორტის“ სპეციალურად მისთვის მოდიფიცირებული Z4 GT3-ით, „ბლანპენის“ სპრინტის სერიაში ასპარეზობს.

არგენტინის რალიზე ლატვალამ გაიმარჯვა

Jari-Matti Latvala claims second win of 2014
12 მაისი
ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი - არგენტინის რალი. ლატვალამ რბოლის დასაწყისიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდ ხელიდან აღარც გაუშვია. ამგვარად, პორტუგალიაში დამარცხებისთვის, თავის ფრანგ თანაგუნდელსა და ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ოჟიეს, პორტუგალიაში დამარცხებისთვის სამაგიერო მიუზღო.

Sunday, May 11, 2014

„ფერარი“ 15 მილიარდი დოლარი ღირს, მაგრამ არ იყიდება

Ferrari may be worth $15 billion, but it's not for sale
11 მაისი
„ფიატ კრაისლერ ავტომობილზის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე, თავისი ჯგუფის ბრილიანტს, იტალიურ კომპანია „ფერარის“ 15 მილიარდ დოლარად აფასებს და ამბობს, მისი გაყიდვა არც იგეგმება და ის არც არასდროს გაიყიდება. მარკიონეს ამ ნათქვამს სააგენტო დეტროიტ ფრი პრესი ავრცელებს.

ჰამილტონი ჩემპინატის ლიდერი გახდა

Motor racing-Hamilton wins in Spain to take F1 overall lead
11 მაისი
ვინმეს გაუკვირდა ასეთი შედეგი? ალბათ არავის. ზედიზედ მეოთხე რბოლის მოგებით, ლუის ჰამილტონმა ჩემპიონატის ლიდერობაც ჩამოართვა თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, რომელმაც ბოლო ორ წრეზე კი შეძლო მასთან წამზე ახლოს მისვლა, მაგრამ შეტევა აღარ გამოუვიდა და ისევ მეორე ადგილს დასჯერდა. ისე კი, ამ ორმა „მერსედესს“ ზედიზედ მეოთხე დუბლი მოუპოვა და ამჯერად ამ ტრიუმფს თვით „დაიმლერის“ მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშეც დაესწრო.