დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 24, 2014

„ფორდ რეისინგმა“ ახალი ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი გახსნა

Ford Racing Inaugurates New Technical Support Center
24 მაისი
ავტოსპორტში მონაწილეობის ინტენსიურობის გასაზრდელად, „ფორდმა“ სრულიად კონკორდში (შტატი ჩრდილოეთ კაროლინა) ახალი ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი გახსნა, რომლის დანიშნულებაც, სარბოლო გუნდებთან თანამშრომლობა, მათი სარბოლი ავტომობილების სრულყოფის პროცესში მხარდაჭერაა. ცენტრი NASCAR-ში, აშშ-ის სპორტული ავტომობილების ჩემპიონატში, NHRA-სა და IMSA-ს სერიებში, ასევე რალისა და გლობალური რალიქროსის სერიებში მონაწილე იმ გუნდებს გაუწევს პარტნიორობას, რომლებიც ცისფერი ოვალის სარბოლი ტექნიკით სარგებლობენ.
ცენტრი სრული დატვირთვით აგვისტოში ამუშავდება. მისი ულტრათანამედროვე აღჭურვილობა იმის საშუალებას იძლევა, რომ „ფორდმა“ და მისმა პარტნიორმა გუნდებმა ახალი სარბოლი ტექნიკა შეიმუშაონ და სრულყონ. ამაში მათ რბოლებში მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება დაეხმარება.
„მოტორსპორტი და პროდუქციის სრულყოფა, „ფორდისთვის“ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაშიც, ახალი ცენტრის დანიშნულება, ამ ორი სფეროს კავშირის კიდევ უფრო განვითარება და სრულყოფაა. ჩვენი მიზანი, „ფორდის“ სპორტული პროგრამების სფეროში ჩართულობის განვითარებაა“, - ამბობს „ფორდის“ გლობალური პროდუქციის განვითარების ვიცე პრეზიდენტი რაჯ ნაირი.
ცენტრის მთავარი ნაწილი სრულმასშტაბიანი სიმულატორია, დაახლოებით იმის მსგავსი, როგორებსაც ფორმულა ერთში იყენებენ. ამ სიმულატორზე, „ფორდს“ შეუძლია, ცალკეული ტრასების სარბოლი ტექნიკის მომართვა ისე, რომ ტრასაზე ტესტები არ ჩაატაროს. პილოტები კი მანქანაში ჩაუჯდომლად შეძლებენ ტრასებზე ვარჯიშს.
გარდა ამისა, „ფორდის“ ახალი ტექნოლოგიური ცენტრი, თავის პარტნიორებს სარბოლი ტექნიკის მაკომპლექტებელი და სათადარიგო ნაწილებითაც მოამარაგებს. გარდა ამისა, გუნდები მიიღებენ: კინემატიკურ დანადგარებს, შასის გრეხვაზე დატვირთვებზე გამოსაცდელ სტენდებს, მანქანის სიმძიმის ცენტრის განმსაზღვრელ სტენდებს და მანქანის საკოორდინაციო დანადგარებს.

No comments:

Post a Comment