დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 10, 2014

„რენო“ და „ნისანი“ პლატფორმებს ერთობლივად შეიმუშავებენ

Renault and Nissan to Combine Manufacturing and R&D to Save $4 Billion a Year
10 თებერვალი
„ფიატმა“ და „კრაისლერმა“ ახლახანს დაიწყეს ერთიანი კომპანიის ფორმირება, „რენოს“ და „ნისანის“ კი ამის დიდი გამოცდილება აქვთ და მალე მათი ალიანსი კიდევ უფრო გააღრმავებს მათს პარტნიორულ ურთიერთობას. ფრანგულ და იაპონურ კომპანიებს გადაწყვეტილი აქვთ, ერთობლივად იმუშაონ ავტომობილების შექმნაზე, წარმოებასა და განვითარებაზე, რაც მათ წლიურად დაახლოებით 400 მილიარდი იენის (დაახლოებით 3.86 მილიარდი აშშ დოლარი) დაზოგვის საშუალებას მისცემს.

„ფორდმა“ ჩინეთში გაყიდვები 49 პროცენტით გაზარდა

Ford China Reaches New Sales Record with 49% Increase in 2013
10 თებერვალი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ გასულ წელს, ჩინეთში 935 813 ავტომობილი გაჰყიდა, რაც 49 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე (626 616 ერთეული). აქედან 678 951 ავტომობილის რეალიზება შეძლო ამერიკული კომპანიის და ჩინური „ჩანგანის“ ერთობლივმა კომპანია „ჩანგან ფორდ ავტომობილმა“, რაც წინა წლის გაყიდვებზე 62 პროცენტით მეტია.

ლატვალამ შვედეთის რალი მოიგო

Rallying-Latvala wins in Sweden, leads championship standings
10 თებერვალი
ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი - შვედეთის რალი. ამ გამარჯვებით, „ფოლკსვაგენ პოლოთი“ მოასპარეზე ლატვალამ ჩემპიონატის ლიდერობაც იგდო ხელთ, სადაც მხოლოდ 5 ქულას უგებს ნორვეგიელ თანაგუნდელ ანდრეას მიკელსენს, რომელმაც შვედეთის თოვლიან გზებზე მეორე ადგილი დაიკავა.