დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 1, 2013

„გალარდოს“ ბოლო სპეც ვერსია ფრანკფურტში გაგვეცნობა

Frankfurt-Bound Lamborghini LP 570-4 Squadra Corse Is Probably the Last Gallardo
1 აგვისტო
უკვე ათი წელია, რაც „ლამბორგინი გალარდო“ ბაზარზეა. ეს ძალიან ბევრია თუნდაც ისეთი წარმატებული ავტომობილისთვის, როგორიც „გალარდოა“. მისი შეცვლის დროც ახლოვდება, თუმცა სანამ იტალიური კომპანია თავის მომავალ ბესტსელერს გაგვაცნობს (სავარაუდოდ, მისი სახელი კაბრერა იქნება და მას დეტროიტის მოტორ შოუზე ვნახავთ), მანამ „გალარდოს“ კიდევ ერთ ვერსიას ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებს.

„ლოტუსი“: რაიკონენს ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია

Lotus boss says Raikkonen should not be ruled out of F1 title fight
1 აგვისტო
„ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ ტიტულისთვის მებრძოლთა სიიდან კიმი რაიკონენის ჩამოწერა ნადრევია. უნგრეთში ფინელმა მრბოლმა კვარცხლბეკზე ზედიზედ მეორე ეტაპი დაასრულა და რაც მთავარია, ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელზე უკეთესი შედეგი აჩვენა. მართალია, მათ 38 ქულა აშორებს, თუმცა დარჩენილ ცხრა რბოლაში ყველაფერია მოსალოდნელი.

„ფერარი“ შეიძლება ლე მანს დაუბრუნდეს

Ferrari to decide on 2015 Le Mans prototype
1 აგვისტო
ლე მანის 24-საათიანი რბოლა და მისი სერია სულ უფრო პოპულარული ხდება. მასში ჯერჯერობით მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობს - „აუდი“ და „ტოიოტა“. მალე კი გამძლეობაზე რბოლების ფერხულში „პორშე“, „ნისანი“ და „ლოტუსი“ დაბრუნდებიან, „კატერჰემი“ ჩაებმება... მოკლედ, ინტერესი თანდათან იზრდება. და არაა გამორიცხული, რომ სპორტული პროტოტიპების რბოლებში მონაწილეობა „ფერარიმაც“ მოისურვოს.

„მაკლარენმა“ ანიმაციური სერიალი „ტიუნდ“ განაახლა

McLaren Tells the Story of Bruce McLaren: Short Animation Films
1 აგვისტო
თუ გასული სეზონის შუაწელიდან, ბრიტანული საჯინიბო ყოველი ეტაპის ანიმაციურ ვერსიას გვთავაზობდა, მიმდინარე სეზონში საკუთარი ისტორიის მოყოლა ამჯობინა. ახალი ფილმის უკვე ორი სერია არის გამოსული. გარდა ამისა, უოკინგელებმა ერთი, სპეციალური სერია თავიანთ პარტნიორს - საავტომობილო ზეთების მწარმოებელ „მობილს“ მიუძღვნეს.

„ფორდ ისკეიპი“ გაყიდვების ახალ რეკორდს ამყარებს

Ford Escape Sets New Sales Record
1 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მის ისტორიაში, მოდელი „ისკეიპი“ უგზოობის პირველი კომპაქტური ავტომობილია, რომელიც წლის პირველ ექვს თვეში 150 000 ცალზე მეტი გაიყიდა. წელს „ფორდმა“ მესამე თაობის „ისკეიპი“ უკვე 156 626 ცალი გაყიდა. ამერიკული კომპანია დარწმუნებულია, რომ ამ მოდელის რეკორდს (261 008 ცალი) გააუმჯობესებს, რომელიც შარშან დამყარდა.

„ჰიუნდაიმ“ ლუქს ბრენდის შექმნა გადაიფიქრა

Hyundai decides against creating separate luxury brand
1 აგვისტო
ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ჰიუნდაიმ“ ლუქს კლასის სედანი „ჯენეზისი“, შემდეგ კი ულტრა ლუქს კლასის „ექუსი“ გამოუშვა, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ კორეული კომპანია სრულიად ახალი, ლუქს კლასის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული ბრენდის შექმნას აპირებდა. მასზე ადრე მსგავსი ნაბიჯი „ტოიოტამ“ (ლექსუსი), „ჰონდამ“ (აკურა) და „ნისანმა“ (ინფინიტი) გადადგეს და ამან გაამართლა.

„ლენდ როვერი“ „რეინჯის“ ორ RS ვერსიას ამზადებს

Land Rover Mulling RS Versions of Range Rover Sport and Evoque
1 აგვისტო
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ლენდ როვერი“ წარმოებისთვის „რეინჯ როვერ სპორტის“ და „ევოუკის“ ტემპერამენტიან, RS ვერსიებს ამზადებს. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ბაზარზე პირველ რიგში, (2014 წელს) „ევოუკ RS“ გამოვა.

„სუზუკი“ ფრანკფურტში უგზოობის სუბკომპაქტურ კონცეპტს გვიჩვენებს

Suzuki to Unveil Compact SUV Concept at Frankfurt
1 აგვისტო
„სუზუკიმ“ გამოაცხადა, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუზე ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, რომელსაც უცნაური სახელი - iV-4 აქვს. იაპონური კომპანიის განცხადებით, ეს არის მისი ახალი უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილის წინამორბედი, რომლითაც კონკურენცია „ოპელ მოკას“, „ნისან ჯუკს“ და „რენო კაპტურს“ უნდა გაუწიოს. მისივე სახით, „სუზუკი“ თავისი ქროსოვერების და უგზოობის ავტომობილების მომავალ სახეს გვიჩვენებს.