დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 1, 2013

„მაკლარენმა“ ანიმაციური სერიალი „ტიუნდ“ განაახლა

McLaren Tells the Story of Bruce McLaren: Short Animation Films
1 აგვისტო
თუ გასული სეზონის შუაწელიდან, ბრიტანული საჯინიბო ყოველი ეტაპის ანიმაციურ ვერსიას გვთავაზობდა, მიმდინარე სეზონში საკუთარი ისტორიის მოყოლა ამჯობინა. ახალი ფილმის უკვე ორი სერია არის გამოსული. გარდა ამისა, უოკინგელებმა ერთი, სპეციალური სერია თავიანთ პარტნიორს - საავტომობილო ზეთების მწარმოებელ „მობილს“ მიუძღვნეს.

ისევე როგორც შარშან, თავიანთ ანიმაციურ პროტოტოტიპებს თავად „მაკლარენის“ პილოტები ახმოვანებენ. ოღონდ, „მერსედესში“ გადასული ლუის ჰამილტონი, მექსიკელმა სერხიო პერესმა შეცვალა. მთავარი ფიგურა კი ისევ პროფესორი M-ია.
მეორე სერიაში ფილმი კომპანიის დამაარსებელზე, ახალზელანდიელ ბრიუს მაკლარენზე მოგვითხრობს. ისტორია 1952 წელს იწყება, ქალაქ ოკლენდის (ახალი ზელანდია) გარეუბან რემუერაში იწყება, სადაც 14 წლის ბრიუსმა თავისი პირველი სარბოლი პროტოტიპი შექმნა...

ვიდეო
Tooned 50: Part One - A Night To Remember


Tooned 50: Episode 2 - The Bruce McLaren Story

No comments:

Post a Comment