Hyundai decides against creating separate luxury
brand
1 აგვისტო
ჯერ კიდევ მაშინ, როცა „ჰიუნდაიმ“ ლუქს კლასის
სედანი „ჯენეზისი“, შემდეგ კი ულტრა ლუქს კლასის „ექუსი“ გამოუშვა, იყო ლაპარაკი
იმაზე, რომ კორეული კომპანია სრულიად ახალი, ლუქს კლასის ავტომობილების წარმოებაზე
სპეციალიზებული ბრენდის შექმნას აპირებდა. მასზე ადრე მსგავსი ნაბიჯი „ტოიოტამ“
(ლექსუსი), „ჰონდამ“ (აკურა) და „ნისანმა“ (ინფინიტი) გადადგეს და ამან გაამართლა.
„ჰიუნდაი“ არ მალავდა, რომ ლუქს ბრენდის
ჩამოყალიბებას გეგმავდა. უფრო მეტიც, ორი წლის წინ, შესაბამისი გადაწყვეტილებაც
პრაქტიკულად მიიღო, მაგრამ მარკეტოლოგების მიერ საკითხის დაწვრილებით შესწავლის
შემდეგ, გეგმა შეჩერდა. მიზეზად წამოწყების უსაშველო სიძვირე და პოტენციური
რისკები დასახელდა. მათ შორის, რისკის ქვეშ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო საკუთრივ
„ჰიუნდაის“ სახელიც.
როგორც „ჰიუნდაის“ ჩრდილოამერიკული შტოს დიზაინის
შეფმა კრის ჩეპმენმა გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კომპანიას
ურჩევნია, გააგრძელოს სახელების - „ჯენეზისის“ და „ექუსის“ გამოყენება, რომლებიც
მთლიანად „ჰიუნდაის“ იმიჯზეც დადებითად მოქმედებს, ვიდრე რისკის ქვეშ დააყენოს
წარმატებული ბიზნესი, რომელსაც რამდენიმე წელია, აღმავლობა აქვს. ამასთან, კორეული
კომპანია თანდათან უახლოვდება სტანდარტს, რომელსაც მისი მარკეტოლოგები „თანამედროვე
პრემიუმს“ უწოდებენ.
ამასთან, „ჰიუნდაის“ აღმასრულებლები ირწმუნებიან,
რომ მათი კომპანიის პროდუქცია გაცილებით მაღალი ხარისხისაა, ვიდრე მას ბაზარი
ღებულობს. თუმცა, „ჯენეზისმა“ და „ეკუსმა“ საგრძნობლად ასწიეს კორეული კომპანიის
ავტორიტეტი. ამასთან, ამ მოდელებს აქვს იმის რეალური შანსი, რომ „ჰიუნდაისთვის“
ისეთივე ავტორიტეტებად იქცნენ, როგორიც „ფორდისთვის“ არის „მუსტანგი“. როგორც ცნობილია,
ეს მასკლ ქარი არ ატარებს „ფორდის“ ემბლემას, თუმცა მთელს მსოფლიოში ყველამ კარგად
იცის, თუ რომელი კომპანია აწარმოებს მას. „ჰიუნდაის“ სურს, რომ მისთვის ასეთი
ავტომობილი, შემდეგი თაობის „ჯენეზის კუპე“ გახდეს, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს
გამოვა.
No comments:
Post a Comment