Suzuki to Unveil Compact SUV Concept at Frankfurt
1 აგვისტო
„სუზუკიმ“ გამოაცხადა, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუზე
ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, რომელსაც უცნაური სახელი - iV-4 აქვს.
იაპონური კომპანიის განცხადებით, ეს არის მისი ახალი უგზოობის სუბკომპაქტური
ავტომობილის წინამორბედი, რომლითაც კონკურენცია „ოპელ მოკას“, „ნისან ჯუკს“ და
„რენო კაპტურს“ უნდა გაუწიოს. მისივე სახით, „სუზუკი“ თავისი ქროსოვერების და
უგზოობის ავტომობილების მომავალ სახეს გვიჩვენებს.
ამ ავტომობილის შესახებ არაფერია ცნობილი. „სუზუკიმ“
მისი ჯერ მხოლოდ სიბნელეში გადაღებული ორი ფოტო ტიზერი გაგვაცნო. მათგან ერთზე
მანქანის ფარები და რადიატორის ხუთ სეგმენტად დაყოფილი ცხაურია გამოკვეთილი,
მეორეზე კი გვერდხედი. თუმცა, ეს მწირი ვიზუალური ინფორმაციაც საკმარისია
იმისათვის, რომ მნახველის ინტერესი გამოიწვიოს (ტიზერის დანიშნულება სწორედ ესაა).
იაპონური კომპანია აცხადებს, რომ კონცეპტუალური ავტომობილი სუფთა ფურცლიდან
შემუშავდა, დევიზით „დაეუფლე შენს ტერიტორიას“
„უგზოობის კონცეპტუალური iV-4 გვიჩვენებს იმ
მომავალ ავტომობილს, რომელიც მალე „სუზუკის“ უგზოობის ავტომობილების გამას
შეავსებს“, - ნათქვამია იაპონური კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში,
რომელშიც ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ავტომობილით, კომპანია თავისი სტილის სრულყოფას
გააგრძელებს.
კონცეპტუალური
iV-4-ის გარდა, ფრანკფურტის გამოფენაზე „სუზუკის“ ასევე სერიული მოდელების -
„ალტოს“, „სპლეშის“, „სვიფტის“,SX4-ის, „SX4 S-ქროსის“, „ჯიმნის“, „გრანდ ვიტარას“
და „კიზაშის“ ნახვა იქნება შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment