2015 Nissan GT-R Nismo to Set 0-60 MPH Record
31 ივლისი
„ნისანი“ და მისი ტემპერამენტიანი ავტომობილების მწარმოებელი
შტო „ნისმო“ ავტოსამყაროს გაოცემას გეგმავენ. იაპონური კომპანიები გვპირდებიან,
რომ მათ მიერ სუპერ ავტომობილ GT-R-ის ბაზაზე შექმნილი ვერსია 570-ცხენისძალიანი ძრავით
აღიჭურვება, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელი იქნება ნურბურგრინგის ჩრდილოური
მარყუჟის რეკორდის (7 წუთი და 18 წამი, რომელიც „ნისან GT-R-ს ეკუთვნის) გაუმჯობესება.
რაც მთავარია, „ნისან GT-R ნისმო“ თავისი აჩქარების
ტემპითაც რეკორდსმენი გახდება. იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ მისი ავტომობილი
ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას, სულ რაღაც, 2.0 წამში შეძლებს. ეს კი იმაზე
ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს უსწრაფეს სერიულ ავტომობილს - „ბუგატი ვეირონ სუპერ
სპორტს“ (2.5 წამი) შეუძლია!
ერთია თქმა და მეორე შესრულება. ბუნებრივია
შეკითხვა - რამდენად რეალურია ასეთი აჩქარება? პროექტში ფორმულა ერთის გუნდ „უილიამსის“
მოწინავე ინჟინერიის შტოც მონაწილეობს, რომლის ერთ-ერთმა ინჟინერმაც განაცხადა,
რომ დასახული მიზანი მიღწევადია, რადგან GT-R-ს სრულყოფის სოლიდური რესურსი გააჩნია.
ამ რესურსიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წონის შემცირებაა,
რაშიც ინჟინრებს ალუმინი და კარბონის კომპოზიტი დაეხმარება. შეიცვლება სუპერ
ავტომობილის აეროდინამიკა, გამოსაბოლქვი, ძრავის მართვის ელექტრონიკა და სხვა.
სხვათა შორის, „უილიამსის“ სპეციალისტები „ჯუკ ნისმოს“ შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.
GT-R-ის
გაძლიერებულ ვერსიაზე მუშაობა სრული ტემპით მიმდინარეობს, მის პრემიერას კი
იაპონური კომპანია ტოკიოს მოტორ შოუზე, ნოემბერში გეგმავს.
No comments:
Post a Comment