დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 27, 2014

ფორმულა ერთში ადგილიდან რესტარტები მკვიდრდება

Motor racing-F1 to use standing race restarts from grid in 2015
27 ივნისი
ფორმულა ერთი მორიგი სიახლეებისთვის ემზადება. მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ რეგლამენტის ცვლილებათა სია გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთი გვამცნობს, რომ მომავალი სეზონიდან, რბოლებში უსაფრთხოების პერიოდების (ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის) შემდეგ, ასპარეზობა ადგილიდან სტარტით განახლდება. ამ ცვლილების მიზანი, რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესებაა, თუმცა მას ბევრი პილოტი უკვე აკრიტიკებს.

„ასტონ მარტინ DP-100“ - ვირტუალური ავტომობილი რეალობაში

DP-100 Vision is Aston Martin’s Answer to the Mid-Engined Supercar, for Gran Turismo 6
27 ივნისი
„ასტონ მარტინი“ კიდევ ერთი საავტომბილო კომპანიაა, რომელმაც „სონი პლეისტეიშნის“ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-თვის“ ვირტუალური ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა. ბაზრის გარეთ შეჯიბრის გარდა, ეს ერთგვარ მარკეტინგულ სვლადაც იქცა - თამაშში მონაწილე კომპანიებს მაღალი ცნობადობა გარანტირებული აქვთ. და თუ მოთამაშეებს შორისაც პოპულარულობას მოიპოვებენ... ამიტომ, ოთხბორბლიანი პერსონაჟების შემქმნელები საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და შესაბამისად, „გრან ტურიზმოც“ არაერთი საინტერესო ავტომობილით ივსება.

„მერსედესის“ სკულპტურა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე

Mercedes Builds Most Elaborate Goodwood Sculpture Ever to Celebrate Itself
27 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალს ერთი ტრადიცია აქვს - გუდვუდის სასახლის წინ, ყოველთვის დგამენ გიგანტურ სკულპტურას, რომელიც რომელიმე ავტოსპორტულ მოვლენას, ან ავტოსპორტში სახელმოხვეჭილ კომპანიას წარმოგვიდგენს. წელს ასეთი სკულპტურის აგების საპატიო მისია „მერსედეს-ბენცს“ ჩააბარეს, კომპანიას, რომლის „ვერცხლისფერი ისრებიც“, წარსულსა და აწმყოში ბრწყინავენ სარბოლო ტრასებზე.