დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 30, 2012

„პორშე“ 437 კმ/სთ სიჩქარით


9ff Brings New Porsche 911-Based GT9 Vmax with 1,381hp to Essen Motor Show
30 ნოემბერი
„პორშეს“ ავტომობილებს სრულყოფა არ სჭირდება, ისინი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, მაგრამ სატუნინგო კომპანიებს ეს ნაკლებად აინტერესებთ და ისინი თავისებურად ცვლიან იმ ტექნიკას, რომელზეც ბევრი ოცნებობს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი არის გერმანული კომპანია 9ff და მის მიერ შექმნილი, აწ უკვე ლეგენდარული GT9. „პორშე 911-ის“ ბაზაზე შექმნილი ეს მონსტრი, გარეგნობითაც და მახასიათებლებითაც რადიკალურად განსხვავდება თავისი დონორისგან.

„მაკლარენ MP4-12C“ ახლო აღმოსავლეთის წლის ავტომობილია


McLaren MP4-12C Named Middle East Car of the Year
30 ნოემბერი
ორგანიზაცია „მიდლ ისტ მოტორ ავორდსმა“, წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება „მაკლარენის“ სუპერ ავტომობილ MP4-12C-ს მიანიჭა. კონკურსში სულ დაახლოებით 50-მდე ავტომობილი მონაწილეობდა, რომელთა შორისაც, რამდენიმე სუპერ ავტომობილი იყო.

„ფორდ ფიუჟენი“ - წლის საუკეთესო მწვანე ავტომობილი


Ford Fusion wins 2013 Green Car of Year award
30 ნოემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე გამოცხადდა, რომ ჟურნალმა „გრინ ქარ ჯორნელმა“ წლის საუკეთესო მწვანე ავტომობილის წოდება „ფორდ ფიუჟენს“ მიანიჭა. ამერიკული კომპანია საშუალო ზომის ამ სედანს მყიდველს სამი განსხვავებული აგრეგატით - ბენზინის „ეკობუსტით“, ჰიბრიდული და პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემებით სთავაზობს.

„კონტინენტალ GT3“ – „ბენტლი“ რბოლებს უბრუნდება

Bentley Continental GT3 Racer Makes its U.S. Debut at the LA Auto Show
30 ნოემბერი

„ბენტლის“ სარბოლ ტრასებზე დიდი გამოცდლება აქვს, ოღონდ წარსულში - 1920-იან წლებში, ლე მანის 24-საათიან რბოლაში რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ 1928 წელს დდ ხნით დაივიწყა რბოლები. 73 წლის შემდეგ კი ლე მანს დაუბრუნდა და კვლავ მოიგო. თუმცა, ეს დაბრუნება ერთჯერადი გამოდგა, რადგან ბრიტანულმა კომპანიამ მაშინვე მიატოვა სარტეს ტრეკი...

დიზელისძრავიანი „მაზდა6“ გრანდ-ამ-ის სერიის რბოლებისთვის


Meet the New Diesel-Powered 2014 Mazda6 Grand-Am Series Racer
30 ნოემბერი
ევროპისგან განსხვავებით, დიზელის ძრავებს ამერიკაში ნაკლებად სწყალობენ. თუმცა, ეს არ აშინებს „მაზდას“, რომელმაც ასეთი აგრეგატებით აღჭურვილი „მაზდა6-ის“ ოკეანისგაღმურ ბაზარზე შეტანა გადაწყვიტა. და იმისათვის, რომ ასეთი აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები წაახალისოს, მათ რბოლებში გამოსცდის.

Thursday, November 29, 2012

„რენო“ „ტატა ნანოს“ კონკურენტებს გამოუშვებს


Renault Announces Tata Nano Competitor
29 ნოემბერი
სანამ ინდური კომპანია „ტატა“ თავის ცნობილ მსოფლიოს უიაფეს ავტომობილ „ნანოს“ გამოუშვებდა, „რენომ“ გამოაცხადა, რომ მსგავს ავტომობილზე ისიც მუშაობდა. მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ ფართოდ რეკლამირებული ავტომობილი, რომელზეც მთელი საავტომობილო სამყარო ნიუანსებსაც კი წერდა, წარუმატებელი იქნებოდა. და თითქოს, „ნანოს“ ფიასკოს შემდგ, ფრანგულ კომპანიასაც თავის განზრახვაზე ხელი უნდა აეღო. მაგრამ ასე არ ხდება.

ჩინელები MG-ს აცოცხლებენ

MG's strategy to rise again in Europe?
29 ნოემბერი

ერთ დროს, ორი ბრიტანული ბრენდი - „მინი“ და MG ერთ ხელში იყო და მათ თავიანთი თაყვანისმცემლები ჰყავდათ. მაგრამ მერე მათი გზები გაიყარა - „მინი“ „ბეემვემ“ შეიფარა, MG კი ჩინელებმა დაისაკუთრეს. „მინი“ დღეს წარმატებული კომპანიაა და თავისი წვლილი შეაქვს ბავარიული კომპანიის მიღწევებში, MG-ზე კი ჩინური კონგლომერატი SAIC-ი დიდ იმედებს ამყარებს.

„ფორდ ფიესტა ST“ - ახალი ტემპერამენტი B-სეგმენტში


2014 Ford Fiesta ST brings the heat to the B-segment
29 ნოემბერი
ტემპერამენტიანი ჰეჩბეკების მოყვარულებისთვის, ვისაც „ფოკუს ST“ ეძვირება, „ფორდმა“ ამავე აბრევიატურით „ფიესტას“ ახალი ვერსია გამოუშვა, რომლის პრემიერაც ლოს ანჯელესის ავტო შოუზე გაიმართა. ეს ავტომობილი სერია „ეკობუსტის“ ძრავით აღიჭურვა და უფრო აგრესიული გამომეტყველებაც მიიღო.

FIA-ს ფეტელის გასწრებებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს


FIA says 'no case' to answer in Vettel overtaking controversy
29 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ ბრაზილიის დიდ პრიზზე, სებასტიან ფეტელის მიერ „ტორო როსოს“ ჟან-ერიკ ვერნის გასწრებასთან დაკავშირებით, არავისგან არანაირი პრეტენზია არ მიუღია და აქედან გამომდინარე, არც იმის მიზეზი არსებობს, რომ ამაზე ვინმეს პასუხები გაეცეს. ამასთან, ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას, FIA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფეტელის გასწრების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანაც არ ღირს.

Wednesday, November 28, 2012

„ჰიუნდაი ველოსტერ C3 როლ ტოპ“ – „ველოსტერი“ ასაკეცი სახურავით


Hyundai Opens Veloster's Roof Like a Tin Can to Create C3 Roll Top Concept
28 ნოემბერი
ადრე კაბრიოლეტებს ისეთ ავტომობილებზე ამბობდნენ, რომლებსაც მხოლოდ წინა საყრდენს უტოვებდნენ და სახურავის მოხსნის შემდეგ, მთელი სალონი უშიშვლდებოდათ. მაგრამ ბოლო ხანს მოდაში ბრუნდება ისეთი კაბრიოლეტებიც, რომლებსაც მხოლოდ სახურავის ზედა სიბრტყე ეხსნება, დანარჩენი კი ყველაფერი ხელუხლებელი ჩება. საბოლოოდ კი მისი მოხსნილი სახურავი გახსნილი ზორბა ლუქის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„აუდი“ ძალიან ეკონომიურსა და იაფ ავტომობილს გამოუშვებს


282mpg Audi city car planned
28 ნოემბერი
„აუდი“ სრულიად ახალ ავტომობილზე მუშაობს, რომელიც კომპანიის გამაში ყველაზე დაბალ საფეხურს დაიკავებს და ყველაზე ხელმისაწვდომიც იქნება. რაც მთავარია, ის მყიდველს თავისი წარმოუდგენელი ეკონომიურობითაც მიიზიდავს - ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარ-ის“ ინფორმაციით, კომპანიაში ამ ავტომობილს „1-ლიტრიან ავტომობილად“ მოიხსენიებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ასი კილომეტრის გასავლელად ის სწორედ 1 ლიტრ საწვავს იმყოფინებს.

მეორე თაობის „პორშე კაიმანის“ პირველი ფოტოები

All-New Porsche Cayman Coupe Mk2: The First Official Photos
28 ნოემბერი

„პორშე“ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე პირველად გვიჩვენებს მეორე თაობის კუპე „კაიმანს“, რომლის ღია ვერსია - „ბოქსტერი“, წლის დასაწყისში, დტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა. ისევე როგორც მისი წინამორბედი, ახალი „კაიმანიც“ „ბოქსტერის“ მყარსახურავიანი ვერსიაა. თუმცა ამჯერად, გერმანული კომპანიის ინჟინრებმა „უბრალოდ სახურავის დადგმის“ პროცესი გაცილებით უკეთ შეასრულეს.

ახალი „მაზდა3-ის“ ესკიზები


New Mazda3 Sketches Leaked via European Trademark Office
28 ნოემბერი
ინტერნეტში ახალი „მაზდა3-ის“ ესკიზები გამოჩნდა, რომელიც ქსელში ევროპული სავაჭრო ნიშნების ადმინისტრაციიდან მოხვდა. იაპონური კომპანია ამ ავტომობილს ევროპის ბაზარზე 2013 წელს გამოუშვებს.

„რედ ბული“ ჩემპიონს ბონუსად 3 მილიონ ევროს გადაუხდის


Red Bull to pay Vettel EUR 3m title bonus
28 ნოემბერი
ზედიზედ მესამე ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, „რედ ბული“ სებასტიან ფეტელს ბონუსის სახით, 3 მილიონ ევროს გადაუხდის. გარდა ამისა, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია, თავისი გუნდის 657 წევრსაც პრემიებით დააჯილდოებს. თითოეული მათგანი ბონუსად 12 000 ევროს მიიღებს. საერთო ჯამში, „რედ ბულს“ თავისი პერსონალის დაჯილდოება 8 მილიონი ევრო დაუჯდება.

„ფერარი“ „რედ ბულზე“ მეტ ფულად ჯილდოს მიიღებს


Ferrari wins 2012 money race
28 ნოემბერი
გამოცემა „ფორმულა მანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ სეზონში ორივე ტიტული „რედ ბულმა“ კი მოიპოვა, მაგრამ საბოლოოდ, მასზე მეტ საპრიზო ფულად ჯილდოს „ფერარი“ მიიღებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იტალიურ გუნდს, ფ1-ის განვითარებასა და პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. და ეს წვლილი, თანხმობის ხელშეკრულებით, ყველა გუნდის მიერაა აღიარებული.

„უილიამსმა“ ბრუნო სენა ვალტერი ბოტასით შეცვალა


Williams confirms Valtteri Bottas and Pastor Maldonado for 2013
28 ნოემბერი
„უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, მისი მანქანებით ვენესუელელი პასტორ მალდონადო და ფინელი ვალტერი ბოტასი იასპარეზებენ. ეს უკანასკნელი ბრაზილიელ ბრუნო სენას შეცვლის, რომელმაც გასულ სეზონში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

Tuesday, November 27, 2012

„ფორდმა“ უკვე „ეკობუსტით“ აღჭურვილი 500 000 ავტომობილი გამოუშვა


Ford Builds 500,000th EcoBoost Vehicle, a 2013 Escape
27 ნოემბერი
„ფორდმა“ მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - მისი იმ ავტომობილების რიცხვი, რომლებიც სერია „ეკობუსტის“ ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, ნახევარ მილიონს გასცდა. ჯერ მხოლოდ სამი წელია, რაც ამერიკული კომპანია „ეკობუსტს“ აწარმოებს და ეს ტექნოლოგია უკვე სამოდელო გამის ბევრ მოდელზე დაინერგა. ავტომობილი, რომელზეც მე-500 ათასე „ეკობუსტი“ დააყენეს, არის ქროსოვერი „ისკეიპი“, რომელიც კომპანიის ლუისვილის ქარხანამ გამოუშვა.

Monday, November 26, 2012

„ფერარი ენცოს“ შემცვლელი - ახალი ინფორმაცია

New Ferrari Enzo: full details
26 ნოემბერი

ამ ავტომობილზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ხშირად, მასზე წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ყველა ერთ რამეში თანხვედრია - ახალი „ენცო“, ან „ენცოს“ შემცვლელი, მარანელელთა ისტორიაში ყველაზე გამორჩეული, მძლავრი და (ალბათ) სწრაფი ავტომობილი გახდება. და თანაც, ეს იქნება პირველი ჰიბრიდული „ფერარი“. ამჯერად, ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ, რომელიც მან „ფერარის“ რამდენიმე თანამშრომლისგან (რა თქმა უნდა, მათი ვინაობა არ სახელდება) მიიღო.

„აუდი“ დიზელ-ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის წარმოებას აპირებს

Audi Planning R10 Diesel Hybrid Supercar Based on R8
26 ნოემბერი
ჯერ ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის, თუმცა ინტერნეტით უკვე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ „აუდი“ კონცეპტუალური „R8 e-ტრონის“ (ფოტოზე) სერიული ვერსიის შემუშავებას და წარმოებას გეგმავს. ოღონდ, თუ ამ პროექტს მწვანე შუქს აუნთებს, ავტომობილს R10-ის სახელით გამოუშვებს. კომპანიის გამაში ეს ავტომობილი R8-ზე ერთი საფეხურით მაღლა დაიკავებს ადგილს.

Sunday, November 25, 2012

ფეტელი სამგზის ჩემპიონია!

Vettel becomes F1's youngest triple champion
25 ნოემბერი

სებასტიან ფეტელი ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა! მორიგი ტიტულის ბედი ბრაზილიაში, სან პაულუს ინტერლაგუშზე გადაწყდა. საქმეში ისევ წვიმა ჩაერია და რბოლა ლატარეას დაემსგავსა, რომლის დროსაც, იყო მომენტები, როდესაც ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ხდებოდა...

„კატერჰემი“ სუპერქარის გამოშვებას აპირებს

Caterham eyes hypercar
25 ნოემბერი

„კატერჰემის“ შეფი ტონი ფერნანდესი მოწადინებულია, რომ თავისი კომპანია „აზიურ პორშედ“ გადააქციოს. თავისი ამბიციური გეგმის პირველ აუცილებელ ნაბიჯად კი სუპერ ავტომობილის წარმოების დაწყება მიაჩნია. ამას კი შემდგომში სერიული მოდელების გამოშვებაც უნდა მოჰყვეს.

„ლოტუს ესპრიტის“ შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია


Lotus Esprit Development Almost Finished
25 ნოემბერი
ორი წლის წინ, პარიზის მოტორ შოუზე, „ლოტუსმა“ ყველა გაოცებული დატოვა - ხუთი განსხვავებული კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი წარადგინა და დამსწრე საზოგადოება კიდევ უფრო გააოცა, როდესაც გამოაცხადა, რომ ხუთივეს წარმოებას აპირებდა. მაგრამ გავიდა დრო და ამ გეგმის შესრულების ნიშანწყალიც არ იგრძნობა. „ლოტუსს“ ხელი კრიზისმა დარია და მართალია, ოფიციალურად აღიარებული არაა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ამბიციური გეგმა წარსულს ჩაბარდა.

Saturday, November 24, 2012

„ფორდი“ 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტის“ 150-ძალიან ვერსიაზე მუშაობს


Ford Working on 150 Hp Version of 1.0-Liter EcoBoost
24 ნოემბერი
პირველი, რაც ასეთ ძრავზე შეიძლება ითქვას, რომ ამ მახასიათებლის მიღწევის შემთხვევაში, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლიტრული სიმძლავრის მქონე სერიული ძრავი გახდება. დღეს სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტი“ 125 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ლიტრული სიმძლავრის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამ ძრავით, არამხოლოდ სუბკომპაქტური „ფიესტა“ და კომპაქტური „ფოკუსია“ აღჭურვილი, არამედ მალე მას საშუალო ზომის „მონდეოს“ მყიდველსაც შესთავაზებენ.

„ბენტლი ფალკონი“? - რატომაც არა


Production Bentley SUV Could be Called the “Falcon”
24 ნოემბერი
საერთოს, მტაცებელი და ჩვეულებრივი ფრინველების სახელებს სამხედრო თვითმფრინავებს არქმევენ ხოლმე, თუმცა მსგავსი სახელები ავტომობილებზეც გვხვდება. მაგალითად, „ფორდ ბლიუბირდი“, „AMC იგლი“, „ფორდ ფალკონი“, „პონტიაკ ფაიერბირდი“...

ჰამილტონი ბრაზილიის პოულზე

Hamilton on pole in Brazil, Vettel fourth
24 ნოემბერი

სეზონის ბოლო პოულ პოზიცია ლუისზლუის ჰამილტონმა მოიპოვა. პირველ რიგში კი „მაკლარენის“ პილოტები დაიკავებენ. თუმცა, ბრაზილიური ეტაპის ორ მთავარი პერსონაჟი სულ სხვაა - სებასტიან ფეტელი ამჯერად მეოთხეა. ეს ის ადგილია, რომლის დაკავების შემთხვევაშიც, გერმანელი ზედიზედ მესამე ტიტულს მოიპოვებს. ფერნანდო ალონსო კი ისევ ათეულის უკანა ნაწილშია. მერვე სასტარტო ადგილი ის პოზიცია არაა, საიდანაც ესპანელს რაიმეს იმედი შეიძლება ჰქონდეს.

Friday, November 23, 2012

„ტოიოტა“ ჩინეთში ორ ახალ ბრენდს შექმნის

Toyota to Launch Two New Car Brands in China Next Year
23 ნოემბერი

იაპონურ კომპანიებს ჩინეთში ძნელი დრო დაუდგათ - ქვეყნებს შორის გამწვავებული პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის ვაჭრობაზეც აისახა. და რა თქმა უნდა, დაზარალებულთა შორის, იაპონური ავტო კომპანიებიც არიან, რომელთა პროდუქციასაც ჩინეთში სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავება კი პატარა კუნძულების გამო დაიწყო, რომლებსაც იაპონელები სენკაკუდ მოიხსენიებენ, ჩინელები კი - დიაოუდ.

„კოკა-კოლა“ „ლოტუსის“ სპონსორი გახდა

Coca Cola enters F1 with burn brand and Lotus
23 ნოემბერი
„კოკა-კოლამ“ და „ლოტუსმა“ სპონსორობის კონტრაქტი გააფორმეს, რომლის ძალითაც, ბრიტანული საჯინიბო, ამერიკულ ჯგუფში შემავალ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანია „ბარნს“ გაუწევს რეკლამას. „ლოტუსის“ განცხადებით, გარიგება მრავალწლიანია და მისი დეტალები მომავალი სეზონის სტარტამდე გამოქვეყნდება. მომავალი სეზონიდანვე გამოჩნდება ახალი სპონსორის წარწერები „ლოტუსის“ მანქანებზე.

ჰამილტონმა ისევ იყოჩაღა

Hamilton fastest in Brazil practice
23 ნოემბერი
როგორც წესი, მეორე პრაქტიკის შედგები პირველისაზე გაცილებით უკეთესია ხოლმე. უკეთესი ამჯერადაც იყო, მაგრამ უმნიშვნელოდ. ცხრილის სათავეში ისევ ლუის ჰამილტონია, რომელმაც თავის პირველი პრაქტიკის დროს 0.105 წამი მოაკლო. სამაგიეროდ, დროები გაუუარესდათ სებასტიან ფეტელს და მარკ ვებერს...

ბრაზილიის ეტაპი ჰამილტონის უსწრაფესი წრით გაიხსნა

Formula One Brazilian Grand Prix 1st free practice session
23 ნოემბერი
ლუის ჰამილტონი „მაკლარენის“ მანქანით თავისი ბოლო რბოლისთვის ემზადება. ეს ის გუნდია, რომელმაც ფორმულა ერთამდე მიიყვანა, რომელმაც სუპერ მრბოლად ჩამოაყალიბა და რომელმაც ჩემპიონის ჯერჯერობით პირველი ტიტული მოაპოვებინა. მომავალი სეზონიდან, ჰამილტონი „მაკლარენის“ პარტნიორ „მერსედესში“ გადადის და ბუნებრივია უნდა, რომ გუნდს, რომელმაც ამდენი რამ მისცა, გამარჯვებით დაემშვიდობოს.

მაკლარენ ტიუნდ - მე-11 ეპიზოდი, გვერდით ეტლში (ვიდეო)

Tooned (McLaren Animation): Episode 11 - Side Tracked
23 ნოემბერი
ლუის ჰამილტონს და ჯენოსნ ბატონს ამჯერად არ ეცალათ  - ისინი ოსტინში რბოლისთვის ემზადებოდნენ და სარეკლამო აქციებში მონაწილეობდნენ. ამიტომ, პროფესორის განკარგულებაში ისევ ჰოლანდიელი ამომავალი ვარსკვლავი ნიკ დე ფრისი აღმოჩნდა...

„ზაუბერის“ მეორე პილოტი ესტებან გუტიერესი გახდა

Esteban Gutierrez confirmed as Kamui Kobayashi's Sauber replacement
23 ნოემბერი

„ზაუბერმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, მისი მეორე მანქანის საჭეს, მექსიკელი ესტებან გუტიერესი მიუჯდება, ვინც ამ სეზონში გუნდის სარეზერვო და ტესტ პილოტია. ამგვარად, ის კამუი კობაიაში ს შეცვლის და ნიკო ჰულკენბერგს გაუწევს პარტნიორობას.

Thursday, November 22, 2012

ლოს ანჯელესში „ბეემვე“ ახალ კონცეპტუალურ i-ს წარადგენს

Mystery BMW i Concept Announced for 2012 LA Auto Show
22 ნოემბერი
ცნობილია, რომ „ბეემვე“ წარმოებისთვის ორ ჰიბრიდულ ავტომობილს - ჰეჩბეკ i3-ს და სპორტულ i8-ს ამზადებს. მათგან ერთ-ერთის პრემიერა შესაძლოა, დეტროიტის მოტორ შოუზეც კი შედგეს. თუმცა, მანამდე ბავარიელები კიდევ ერთ i-სიურპრიზს ამზადებენ. მათ ამის შესახებ თავად განაცხადეს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.

რეალურ გროჟანს მომავალ სეზონში ვიხილავთ

F1 to see 'the real Grosjean' in 2013 - boss
22 ნოემბერი

„ლოტუსის“ შეფმა ერიკ ბუიემ უარყო გავრცელებული ხმების იმის შესახებ, რომ თითქოს, მისი გუნდი რომენ გროჟანის გაშვებას აპირებს. ამ ხმებს საფუძველი კი თავად გროჟანმა დაუდო, რომელმაც ოსტინში განაცხადა, რომ მომავალ სეზონზე კონტრაქტი არ აქვს.

„რენომ“ ელექტრომობილ „ზოის“ წარმოების დაწყება გადადო

Renault Delays Zoe EV Launch So It Won’t Steal New Clio 4’s Thunder
22 ნოემბერი
„რენოს“ მმართველმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანიის მიერ გამოშვებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის საშუალო მაჩვენებელი 2016 წელს 100 გრამზე ნაკლები იქნება, 2020 წლისთვის კი 80 გრამამადე შემცირდება. ფრანგული კომპანია ამას ძირითადად ელექტრომობილების ხარჯზე მიაღწევს, რომლებიც მის გაყიდვებში 10-პროცენტიან ზღვარს მიაღწევს.

„ასტონ მარტინი“ ლოს ანჯელესს ახალ „ვენქვიშს“ უჩვენებს

Aston Martin to Show New Vanquish in Los Angeles
22 ნოემბერი
პარიზის მოტორ შოუმდე ერთი თვით ადრე, „ასტონ მარტინმა“ მონტერეის პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე ახალი „ვენქვიში“ წარადგინა, რის შემდეგაც, ეს მანქანა პარიზის გზას კი არ გაუყენა, ამერიკაში და კანადაში ამოგზაურა. მის ოფიციალურ პრემიერას კი მალე ლოს ანჯელესის ავტო შოუზე ჩაატარებს.

შუმახერმა ჩვენს პლანეტას ფ1-ის მანქანით ორჯერ შემოუარა

Michael Schumacher has driven around the Earth twice in an F1 car
22 ნოემბერი
გარდა იმისა, რომ ტექსასმა ამ სეზონის და ალბათ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ რბოლას უმასპინძლა, ამერიკული ეტაპი სხვა რამითაც გახდა გამორჩეული. ეს „რამე“ კი მისმა აღმატებულება მიხაელ შუმახერმა შემოგვთავაზა, რომელიც მალე დაასრულებს სახელოვან კარიერას.

„ბეემვე“ UKL პლატფორმაზე 12 მანქანას გამოუშვებს


BMW Planning to Build 12 Cars on UKL Platform
22 ნოემბერი
ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე, „ბეემვემ“ ყველა გააოცა თავის ისტორიაში პირველი წინაამძრავიანი ავტომობილით, რომელიც კონცეპტუალური „აქტივიტი ტურერის“ სახელით გაგვაცნო. იქვე გამოცხადდა, რომ იმავე წინაამძრავიან პლატფორმაზე, „ბეემვეს“ 1-ლი სერიის GT-ს გარდა, „მინის“ შემდეგი თაობის ჰეჩბეკი და მისი მთელი ოჯახიც აიგება.

„მუსტანგი“ კობრას პოზაში (ვიდეო)

Ford Mustang Cobra Jet wheelies with abandon
22 ნოემბერი
ამ მანქანას სახელში „კობრა“ ტყუილად არ მურევია. სასტარტო მწვანე ნიშანზე, სწორედ „კობრას“ სტილში, ყალყზე შედგა, რამდენიმე ათეული მეტრი ასფალტი ფხაჭნა და ბოლოს ბეტონის ზღუდეს ჩაეხუტა...

„ბეემვე“ M1-ის შემცვლელს 2016 წელს გამოუშვებს

BMW M1 Successor Coming in 2016 as the M8
22 ნოემბერი
დიდი ხანია, „ბეემვეს“ მომავალი სუპერ ავტომობილის შესახებ არსად არაფერი დაწერილა. ამ მარკის ფანებს ალბათ ახსოვთ ლეგენდარული სუპერ ავტომობილი M1, რომელიც თავისი გარეგნობითაც გამოირჩეოდა და შესაძლებლობებითაც. მართალია, მას ჯერჯერობით პირდაპირი შთამომავლები არ ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ, დასაბამი მისცა ქვებრენდ M-ს, რომელიც ბავარიული კომპანიის ყველა მოდელის მისებურ ვერსიას სთავაზობს მყიდველს.

ამერიკის გზებზე ქალები მამაკაცებს სჭარბობენ


Women outnumber men for first time on US roads
22 ნოემბერი
მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ქალი მძღოლების რიცხვმა, მამაკაცებისას გადააჭარბა. ასეთი დასკვნა მკვლევარებმა მართვის ლიცენზიების მონაცემების ანალიზის საფუძველზე გააკეთეს. მათ ასევე ივარაუდეს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.

Wednesday, November 21, 2012

„მაკლარენი“ ფორმულა E-ს ტექნიკას დაამზადებს

McLaren to build Formula E racers

21 ნოემბერი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ფორმულა E-ს სარბოლი ელექტრომობილებისთვის, ძრავებს, ტრანსმისიებს და ელექტრონულ მოწყობილობებს დაამზადებს. როგორც ცნობილია, FIA (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) 2014 წელს ღიაბორბლიანი სარბოლი ელექტრომობილების (ფორმულა E) პირველ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს.

სერხიო პერესი: კრიტიკოსებს მომავალ სეზონში გავაჩუმებ

Sergio Perez: I can't silence critics until 2013

21 ნოემბერი
სერხიო პერესი ამბობს, რომ არ შეუძლია მისი მისამართით აგორებული კრიტიკის ტალღის გაჩუმება მანამ, სანამ ახალი სეზონი დაიწყება და „მაკლარენის“ ბოლიდით ასპარეზობის საშუალება მიეცემა. ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ პერესი არაა ის პილოტი, ვინც „მაკლარენში“ ლუის ჰამილტონის სრულფასოვნად ჩანაცვლებას შეძლებს.

„ჯენერალ ელექტრიკმა“ „ფორდს“ 2 000 „C-მაქს ენერჯი“ შეუკვეთა

General Electric to Buy 2,000 C-MAX Energi Plug-In Hybrids from Ford
21 ნოემბერი
პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე გამოსვლის დღიდან, ამ ტოპის ავტომობილებზე უდიდესი გარიგება „ფორდმა“ განახორციელა - „ჯენერალ ელექტრიკმა“ ახლახანს ცისფერ ოვალთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც მისგან 2 000 ცალ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრომობილ „C-მაქს ენერჯის“ შეიძენს.