Renault Announces Tata Nano Competitor
29 ნოემბერი
სანამ ინდური კომპანია „ტატა“ თავის ცნობილ
მსოფლიოს უიაფეს ავტომობილ „ნანოს“ გამოუშვებდა, „რენომ“ გამოაცხადა, რომ მსგავს
ავტომობილზე ისიც მუშაობდა. მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ ფართოდ რეკლამირებული
ავტომობილი, რომელზეც მთელი საავტომობილო სამყარო ნიუანსებსაც კი წერდა, წარუმატებელი
იქნებოდა. და თითქოს, „ნანოს“ ფიასკოს შემდგ, ფრანგულ კომპანიასაც თავის
განზრახვაზე ხელი უნდა აეღო. მაგრამ ასე არ ხდება.
გამოცემა „ავტონიუს.კომ“ იუწყება, რომ „რენო“
იაფფასიანი ავტომობილის გამოშვებას ისევ აპირებს. თანაც, ამ საქმეში თანაალიანსელ „ნისანსაც“
ჩართავს, რომელმაც უკვე ჩამოაყალიბა იაფფასიანი ბრენდი, რომლისთვისაც სახელი „დაცუნი“
აღადგინა. ამასთან, ორი კომპანია შესაბამის პროექტზე მუშაობს, რომლის მიზანიც,
ერთის კი არა, ორი იაფი ავტომობილის წარმოებაა.
ორიდან ერთის სავარაუდო ფასი 3000 ევრო იქნება, მეორე
კი მასზე 2000 ევროთი ძვირი ეღირება. ანუ, ამ ორიდან უიაფესიც კი, ფასით „ნანოს“
კონკურენციას ვერ გაუწევს. სამაგიეროდ, ფრანგული კომპანია გვპირდება, რომ მისი და „ნისანის“
პროდუქტი გაცილებით ხარისხიანი და უკეთ აღჭურვილი იქნება.
ბაზარზე მათი გამოჩენა 2014 წელს არის მოსალოდნელი.
ოღონდ, „დაჩიას“ მოდელებისგან განსხვავებით, მას დასავლეთ ევროპაში არ შეიტანენ.
მისი დანიშნულება განვითარებადი ბაზრებია, სადაც ნაკლებად მყიდველუნარიანი
მოსახლეობა ცხოვრობს.
რაც მთავარია, ორივე ავტომობილს, როგორც „რენოსთვის“,
ასევე „ნისანისთვის“, ინდოეთში გამოუშვებენ. მათი წარმოების დაწყება, „დაცუნის“
მსოფლიო პრემიერას დაემთხვევა. ფრანგული კომპანია კი მისთვის სავარაუდოდ, ასევე
სხვა ბრენდს გამოიყენებს.
No comments:
Post a Comment