დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 5, 2014

ალონსოს „მერსედესში“ გადასვლა სურს

Where will Alonso go?
5 ოქტომბერი
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფერნენდო ალონსო მალე „ფერარის“ დატოვებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ თემაზე საუბარს ჯერჯერობით ღიმილით არიდებს თავს, იმ ღიმილით, რომელიც თანხმობას უფრო ნიშნავს. მოკლედ, ალონსო მიდის. მაგრამ სად? ახლა მთავარი ამ კითხვაზე გარკვეული პასუხის მიღებაა, რაც თურმე არც ისე ადვილია.

გამარჯვება ზეიმის გარეშე

Motor racing-Hamilton wins wet Japanese Grand Prix
5 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა იაპონიის დიდი პრიზის არასრული რბოლა, რომელიც წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა და ჟიულ ბიანკის მძიმე ავარიის გამო, ნაადრევად დასრულდა. ჰამილტონმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, რომლის კვარცხლბეკზეც შამპანურის საზეიმო შხეფები არ გაუფრქვევიათ - ახლა ყველა ბიანკის მდგომარეობაზე ფიქრობს, რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანს უახლოეს ჰოსპიტალში და იქ ამჟამად თავის ქალაზე ოპერაცია უტარდება.

80 მილიონი სეზონში - „რედ ბულიდან“ წასვლის მიზეზი

Vettel masterminded massive Ferrari deal
5 ოქტომბერი
იაპონიის დიდი პრიზის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სებასტიან ფეტელმა „რედ ბულიდან“ მისი წასვლის და „ფერარიში“ გადასვლის გარიგების შესახებ ილაპარაკა. მან ისიც გვამცნო, რომ „ფერარი“ და ფერნანდო ალონსო შორდებიან (ეს აქამდე ოფიცალურად დაუდასტურებელი იყო) და რომ იტალიურ გუნდთან გარიგებას ფაქტობრივად მარტომ, მენეჯერის გარეშე მიაღწია.