დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 5, 2014

გამარჯვება ზეიმის გარეშე

Motor racing-Hamilton wins wet Japanese Grand Prix
5 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა იაპონიის დიდი პრიზის არასრული რბოლა, რომელიც წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა და ჟიულ ბიანკის მძიმე ავარიის გამო, ნაადრევად დასრულდა. ჰამილტონმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, რომლის კვარცხლბეკზეც შამპანურის საზეიმო შხეფები არ გაუფრქვევიათ - ახლა ყველა ბიანკის მდგომარეობაზე ფიქრობს, რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანს უახლოეს ჰოსპიტალში და იქ ამჟამად თავის ქალაზე ოპერაცია უტარდება.
რბოლის დაწყებამდევე, წვიმამ ტრასა ისე დაასველა, რომ რბოლა უსაფრთხოების მანქანის აკომპანიმენტით დაიწყო, რომელმაც პელოტონი ათი წრე ატარა და ტრასა რომ საკმაოდ გაშრა, რეალური რბოლა სწორედ მაშინ დაიწყო. თუმცა, ფინიშამდე 15 წრე რჩებოდა, როცა ისევ გაწვიმდა. პილოტებმაც შეცდომებს უხშირეს. პირველი სერიოზული ავარია მოსახვევ „დანლოპში“ ადრიან სუტილს შეემთხვა, რომლის „ზაუბერიც“ საბურავების მწკრივს დაეჯახა. დაჯახება არ იყო ძლიერი და გერმანელი პილოტიც ტრავმას გადაურჩა. მაგრამ ერთი წრის შემდეგ, იმავე ადგილას, მსგავსი შეცდომა ბიანკისაც მოუვიდა, რომლის „მარუსიაც“ „ზაუბერის“ მანქანის გასაყვანად შემოსულ ევაკუატორს დაეჯახა...

ტრასაზე მაშინვე გამოვიდა უსაფრთხოების მანქანა, რომელსაც უკან სამედიცინო ავტომობილიც მიჰყვა - „მარუსიამ“ პილოტთან რადიოკავშირი დაკარგა, რაც კარგის მომასწავებელი არ იყო. გუნდმა ეს რბოლის ორგანიზატორებს ამცნო და მათაც შემთხვევის ადგილზე სამედიცინო დახმარების მანქანა გაუშვეს. უსაფრთხოების მანქანამ პელოტონი ბოქსში შეიყვანა. რბოლა შეწყდა და მალევე გამოცხადდა, რომ აღარც გაგრძელდებოდა. ამ მომენტისთვის, პილოტებს 46 წრე ჰქონდათ გავლილი, თუმცა საბოლოოდ ის შედგები გამოცხადდა, რომლებიც 44-ე წრეზე იყო დაფიქსირებული.
რაც შეეხება რბოლას, მისი ძირითადი მოვლენა 29-ე წრეზე მოხდა, როცა ჰამილტონმა როსბერგს პირველ მოსახვევის წინ, გარედან შეუტია და საკმაოდ ადვილად მიაღწია მიზანს. უნდა ითქვას, რომ როსბერგი ამ დროს ჭარბი მოხვევადბის პრობლემას უჩიოდა (რადიოთი აცნობა თავის სარბოლო ინჟინერს) და თანაგუნდელს წინააღმდეგობა პრაქტიკულად ვერც გაუწია. გასწრებიდან ერთ წრეში, ჰამილტონი როსბერგს უკვე ორ წამზე მეტს უგებდა...
კარგად იასპარეზა ჯენსონ ბატონმა, რომელმაც პირველი პიტსტოპი მაშინ შეასრულა, როცა უსაფრთხოების მანქანამ მეათე წრეზე ტრასა დატოვა. ამ დროისთვის ასფალტი საკმაოდ შემშრალი იყო იმისათვის, რომ პილოტები საშუალო საწვიმარ საბურავებზე გადასულიყვნენ. ბატონმა კი ეს პირველმა იგრძნო და ამით მოგებულიც დარჩა - რბოლის დასრულების მომენტში მეხუთე იყო.
სამაგიეროდ, არ გაუმართლა ფერნანდო ალონსოს, რომელსაც მე-4 წრეზე გაუჩერდა მანქანა. ეს იყო პირველი წრე მას შემდეგ, რაც წვიმის გამო მესამე წრეზე შეწყვეტილი რბოლა, პეისკარმა განაახლა. ტემპი დაბალი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ალონსოს „ფერარიზე“ წყალმა ელექტრონიკა დააზიანა.

იაპონიის დიდი პრიზი
სუზუკა, დისტანცია 307.471 კმ (5.807 კმ, 53 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:51:43.021
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:09.180
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              00:29.122
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:38.818
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 01:07.550
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     01:53.773
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         01:55.126
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            01:55.948
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              02:07.638
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1 წრე
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1 წრე
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1 წრე
14. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1 წრე
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1 წრე
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1 წრე
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1 წრე
18. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1 წრე
19. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      1 წრე
20გ. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     3 წრე
21გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  4 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    42 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:51.600, 39-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 266 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 256; 3. დანიელ რიკარდო - 193; 4. სებასტიან ფეტელი - 139; 5. ფერნანდო ალონსო - 133; 6. ვალტერი ბოტასი - 130; 7. ჯენსონ ბატონი - 82; 8. ნიკო ჰულკენბერგი - 76; 9. ფელიპე მასა - 71; 10. სერხიო პერესი - 46; 11. კიმი რაიკონენი - 45; 12. კევინ მაგნუსენი - 39; 13. ჟან-ერიკ ვერნი - 21; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 8; 16. ჟიულ ბიანკი - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 522 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 332; 3. უილიამს-მერსედესი - 201; 4. ფერარი - 178; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 122; 6. მაკლარენ-მერსედესი - 121; 7. ტორო როსო - რენო - 29; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. კატერჰემ-რენო - 0

No comments:

Post a Comment