დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 9, 2013

ელექტრული „შევროლე სპარკი“ 5 წელიწადში 9000 დოლარს დაგიზოგავთ

GM Says Chevrolet Spark EV Can Save You $9,000 in Fuel Over 5 Years
9 აგვისტო
„ჯენერალ მოტორსი“ ირწმუნება, რომ მისი უახლესი ელექტრომობილი „შევროლე სპარკ EV“ ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 9 000 დოლარს დაგაზოგინებთ. და ეს მხოლოდ ენერგიის ეკონომიური მოხმარების ხარჯზე მოხდება. ეს კი იმ საგადასახადო შეღავათზე მეტია, რაც ამერიკის მთავრობას ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე აქვს დაწესებული.

პატარა „ჰიუნდაი i10“ გაიზარდა და დამშვენდა

Hyundai Officially Reveals Bigger 2014 i10 City Car
9 აგვისტო
„ჰიუნდაი i10“ პოპულარული ავტომობილია. იმდენად პოპულარული, რომ ახლახანს კორეულმა კომპანიამ თავის თურქულ ქალაქ იზმიტის ქარხანაში მისი წარმოება გაზარდა. ეს არის ევროპული სტანდარტით A კლასის ჰეჩბეკი, რომელიც აზიური მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა და საკმაოდ პატარა გაბარიტები აქვს. თუმცა, მაინც შედარებით ფართო სალონითაც გამოირჩევა. და ახლა განახლების დრო დაუდგა.

კუბიცა შეიძლება WRC-ში გადავიდეს

Citroen says works WRC drive is possible for Robert Kubica
9 აგვისტო
მალე შესაძოა, რობერტ კუბიცა რალის მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს კატეგორიაში გადავიდეს, სადაც „სიტროენის“ DS3 WRC-თი იასპარეზებს. ამის შესახებ, თვით „სიტროენის“ გუნდის შეფმა ივ მატონმა განცხადა. როგორც ცნობილია, ფორმულა ერთის პოლონელი ვარსკვლავი ფრანგული კომპანიის მანქანით, სერია WRC 2-ის ცალკეულ რბოლებში ასპარეზობს, სადაც კარგი შედეგები აქვს.

„კია“ ფრანკფურტში პატარა კონცეპტუალურ ქროსოვერს გვიჩვენებს

Kia to Gauge Reactions for a Nissan Juke Rival with New Concept Model
9 აგვისტო
სუბკომპაქტური ქროსოვერების სეგმენტის პოპულარობა სწრაფად იზრდება. ეს „ნისან ჯუკის“ და მისი კონკურენტების დამსახურებაა. და ბუნებრივია, მზარდი სეგმენტი იმ კომპანიების ყურადღებასაც იქცევს, რომლებსაც სამოდელო გამაში ეს ადგილი ცარიელი აქვთ. მათ შორისაა „კიაც“, რომელიც ფრანკფურტის მოტორ შოუზე სწორედ ამ სეგმენტის კონცეპტუალურ ავტომობილს გამოფენს.

„იაგუარი“ ალუმინის საწყისი დონის ავტომობილებს გამოუშვებს

Jaguar plans all-aluminum entry-level cars, reports say
9 აგვისტო
„ფაინენშლ ტაიმსი“ იტყობინება, რომ მალე „იაგუარი“ თავისი სამოდელო გამის ყველაზე პატარა ავტომობილების მთელი ოჯახის წარმოებას დაიწყებს, რომლებშიც ინტენსიურად იქნება გამოყენებული ალუმინი. ახალ ოჯახში შევა როგორც სედანი, უნივერსალი და ქროსოვერი. ამ ავტომობილებით, ბრიტანული კომპანია კონკურენციას „ბეემვეს“ მე-3 სერიას და „მერსედეს-ბენცის“ C-კლასს გაუწევს.