დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 16, 2013

ჰამილტონი: ფეტელი „ფანტასტიური მრბოლია“ „საოცარი მანქანით“

Hamilton - Vettel 'fantastic driver' in 'awesome car'
16 ივლისი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „ფანტასტიური მრბოლია“ და ის „საოცარი მანქანით“ ასპარეზობს, რითაც უარყო მოსაზრება, თითქოს ის და ფერნანდო ალონსო ერთმანეთის ქებაში ისე გაერთნენ, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სულ გადაავიწყდათ. არადა, გერმანელი მრბოლი მეოთხე ტიტულისთვისაც მისთვის ჩვეული შეუპოვრობით იბრძვის.

მხოლოდ 100 ცალი „ნისან GT-R ოპალი“ რჩეულებისთვის

Nissan Looking for 100 Buyers Interested in New Special Edition GT-R Opal
16 ივლისი
ოპალი მინერალია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ქვებში, ჟელეს სახით წარმოიქმნება და მყარდება. ძნელი სათქმელია, რით უნდა დაეკავშირებინათ „ნისანის“ მარკეტოლოგებს ამ მინერალის სახელი თავიანთი პოპულარული სპორტქარ GT-R-ის სპეციალურ ვერსიასთან, მაგრამ ფაქტია, რომ მას სწორედ ეს მეტსახელი დაარქვეს. და გამოაცხადეს, რომ ამ სახელით მხოლოდ 100 ცალ ავტომობილს გამოუშვებენ.

„ჰენესის“ 1000-ცხენისძალიანი „კორვეტ სტინგრეი“

Hennessey Brings Out the Performance Goods for New Corvette Stingray
16 ივლისი
„შევროლეს“ უახლესი „კორვეტ სტინგრეის“ საბაზო ვერსიაც კი, 455 ცხენის ძალას განაგებს, რაც მას ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ოთხ წამზე ნაკლებში აჩქარების საშუალებას აძლევს. ვისაც ეს არ ჰყოფნის, მას „ჯენერალ მოტორსი“ ამ ავტომობილის ZR1 ვერსიას შესთავაზებს. და თითქოს, ტუნინგი რაღა საჭირო უნდა იყოს...

შემდეგი თაობის „ფორდ F-150-ს“ ალუმინის ძარა ექნება

2015 Ford F-150 Will Have Aluminum Body
16 ივლისი
სრულიად ახალი „მუსტანგის“ გარდა, „ფორდს“ 2015 წელს ახალი F-150-ის გამოშვებაც აქვს გადაწყვეტილი. მისი წინამორბედი, კონცეპტუალური „ატლასის“ სახით, ცისფერმა ოვალმა დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა. ახლახანს, ინტერნეტ გამოცემა „ავტოივოლუშნმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, ახალ ავტომობილს ალუმინის ძარა ექნება.