დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 29, 2012

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდს“ ჰიბრიდებში გაყიდვების საუკეთესო დებიუტი აქვს

Ford C-Max Has Best Sales Debut of Any Hybrid
29 დეკემბერი

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდის“ გაყიდვები ორი თვის დაწყებულია და ის უკვე არნახული პოპულარობით სარგებლობს. თანამედროვე ჰიბრიდებს შორის, გაყიდვების პირველ ორ თვეში, ასეთი პოპულარობით, სხვა ვერცერთი ჰიბრიდი ვერ დაიკვეხნიდა. მარკეტოლოგთა შეფასებით, ამის მიზეზი, კარგი მართვადობა, ეკონომიურობა და დახვეწილი დიზაინია.

„ფერარი“ ახალ ბოლიდს კიოლნში სრულჰყოფს


Ferrari to develop 2013 car in Cologne
29 დეკემბერი
„ფერარი“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის აეროდინამიკას კიოლნში დაამუშავებს. ამისათვის კი „ტოიოტას“ ფორმულა ერთის ყოფილი გუნდის აეროდინამიკურ მილს გამოიყენებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მარანელოში არსებული მილი (ფოტოზე) არასწორადაა დაკალიბრებული და ამის გამო, მანქანის აეროდინამიკური სრულყოფა შეუძლებელია.

პატარა „რეინჯ როვერი“ ორისთვის

British Designer Envisions an Entry Level Range Rover Small Crossover for Two
29 დეკემბერი

„ლენდ როვერს“ დიდი გეგმები აქვს - სამოდელო გამის 16-მდე გაფართოებას აპირებს. ერთ-ერთი ახალი ავტომობილი, რომელიც ბრიტანულ კომპანიას ამ გეგმის შესრულებაში დაეხმარება, „ევოკზე“ მომცრო ქროსოვერია. თანაც, ახალგაზრდა თაობისთვის განკუთვნილი მანქანა უნდა იყოს.

„ჰიუნდაი ელანტრამ“ შტატებში გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა


Hyundai Elantra Sets New Sales Record in the States
29 დეკემბერი
ორი-სამი თვე, „ჰიუნდაის“ რეკორდულ გაყიდვებზე ინფორმაციები მიწყნარდა, მაგრამ წლის ბოლოს, კორეულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ, მორიგი რეკორდული მაჩვენებლით შეგვახსენა თავი - წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, შტატებში თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი „ელანტრა“, 186 361 ცალი ჰქონდა გაყიდული.

დაკარის რბოლაში შეიძლება „სმარტმაც“ იასპარეზოს (ვიდეო)

Meet the Smart Fortwo that should be competing in the 2013 Dakar Rally
29 დეკემბერი
დაკარის რბოლაში, რომელიც 5 იანვარს აიღებს სტარტს, შესაძლოა მონაწილეობა „სმარტის“ ავტომობილმაც მიიღოს. სპეციალურად მომზადებული ავტომობილის (რომლის სახელიცაა სმარტ დაკარი) საჭეს, ესპანელი ხოსე ლუის ალვარესი უნდა მიუჯდეს.

ბრიტანეთში მძარცველები „ლენდ როვერ დეფენდერს“ ეტანებიან

The Top 10 Cars Most Likely to be Targeted by Thieves in Britain
29 დეკემბერი

სადაზღვევო კომპანია „სუიფტქოვერმა“ გამოაქვეყნა იმ ავტომობილების ტოპ ათეული, რომლებიც ბრიტანელ ავტოგამტაცებლებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ათეულს კი სათავეში ბრიტანელებისთვის საამაყო „ლენდ როვერ დეფენდერი“ მოექცა.