დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 29, 2012

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდს“ ჰიბრიდებში გაყიდვების საუკეთესო დებიუტი აქვს

Ford C-Max Has Best Sales Debut of Any Hybrid
29 დეკემბერი

„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდის“ გაყიდვები ორი თვის დაწყებულია და ის უკვე არნახული პოპულარობით სარგებლობს. თანამედროვე ჰიბრიდებს შორის, გაყიდვების პირველ ორ თვეში, ასეთი პოპულარობით, სხვა ვერცერთი ჰიბრიდი ვერ დაიკვეხნიდა. მარკეტოლოგთა შეფასებით, ამის მიზეზი, კარგი მართვადობა, ეკონომიურობა და დახვეწილი დიზაინია.

ყოველივე ამის წყალობით, ავტომობილი მყიდველთა შორის სოლიდური მოთხოვნით სარგებლობს. ცისფერმა ოვალმა ორ თვეში უკვე 8030 ცალი „ფორდ C-მაქს ჰაიბრიდის“ გაყიდვა მოასწრო. ამგვარად, მან უკან ჩამოიტოვა ისეთი პოპულარული ავტომობილის ჰიბრიდული ვერსია, როგორიც „ტოიოტა ქემრია“. „ქემრი ჰაიბრიდი“ ბაზარზე 2006 წელს გამოვიდა და პირველ ორ თვეში 7 300 ცალი გაიყიდა.
„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდი“ ბაზარზე ოქტომბერში გამოვიდა. ერთი თვის შემდეგ კი მისი გაყიდვების მოცულობა 52 პროცენტით, 4848-მდე გაიზარდა. რა თქმა უნდა, პირველი ორი თვის მაჩვენებლებით, პროგნოზები ნაადრევია, მაგრამ ანალიტიკოსები ამ ავტომობილს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამასთან, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ცისფერი ოვალი ჰიბრიდების ბაზარზე კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს მას შემდეგ, რაც პლაგ-ინ ჰიბრიდული „C-მაქს ენერჯის“ წარმოებას დაიწყებს.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: პირველ ორ თვეში „C-მაქს ჰაიბრიდი“ სამჯერ მეტი გაიყიდა, ვიდრე მისი ორი კონკურენტი - ახლანდელი თაობის „ტოიოტა პრიუსი“ და „ჰონდა ინსაითი“ ერთად აღებული, მათი გაყიდვების დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში.

No comments:

Post a Comment