დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 29, 2012

ბრიტანეთში მძარცველები „ლენდ როვერ დეფენდერს“ ეტანებიან

The Top 10 Cars Most Likely to be Targeted by Thieves in Britain
29 დეკემბერი

სადაზღვევო კომპანია „სუიფტქოვერმა“ გამოაქვეყნა იმ ავტომობილების ტოპ ათეული, რომლებიც ბრიტანელ ავტოგამტაცებლებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ათეულს კი სათავეში ბრიტანელებისთვის საამაყო „ლენდ როვერ დეფენდერი“ მოექცა.

კომპანიამ ეს შედეგები 2 300 გატაცების შემთხვევის ანალიზის შემდეგ გამოაქვეყნა. აღნიშნული ავტომობილები სწორედ „სუიფტქოვერის“ მიერ იყო დაზღვეული. კომპანიამ გამოკვლევაში არ შეიტანა ის ავტომობილები, რომლებიც წლის განმავლობაში, ათზე ნაკლები გაიტაცეს.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ათეულში შესული ავტომობილებიდან, ორი უგზოობისაა და ორივეს „ლენდ როვერი“ აწარმოებს. ამასთან, რვა ავტომობილი ლუქსის კლასისაა, რომეთაგან შვიდს გერმანული კომპანიები აწარმოებენ. ყოველ ავტომობილს, პროცენტული ინდექსი დაეწერა, რომლებიც მათი გატაცების ალბათობას გამოხატავს.
როგორც ცხრილიდან ჩანს, ათეულში სამი ავტომობილი გამოირჩევა, რომელთა ინდექსიც 3 პროცენტზე მეტია. დანარჩენების მაჩვენებელი 2 პროცენტზე ნაკლებია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიაში 46-ე ადგილი უკავია ბრიტანეთში ყველაზე პოპულარულ ავტომობილ „ფორდ ფოკუსს“, რომლის ინდექსიც 0.63 პროცენტია. 1.01 პროცენტით, 24-ე ადგილზეა „ფოლკსვაგენ გოლფი“.
„არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ძვირფას ავტომობილებს ნაკლებად იპარავენ, რადგან ისინი გატაცების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი და მათ კარგად დაცულ გარეუბნებში აჩერებენ. მაგრამ ჩვენმა კვლევამ საწინააღმდეგო აჩვენა - გატაცებისგან არანაირი მანქანა არაა დაცული“, - ამბობს კომპანიის უფროსი შემფასებელი რობინ რიმზი.

ბრიტანელი ავტოგამტაცებლების რჩეული ათეული
1. ლენდ როვერ დეფენდერი         4%
2. ბეემვე მე-7 სერია                       3.35%
3. აუდი A5                                     3%
4. ბეემვე X5                                    1.7%
5. მერსედეს-ბენც ML                    1.57%
6. რეინჯ როვერი                           1.55%
7. აუდი TT                                     1.51%
8. ბეემვე Z4                                    1.47%
9. აუდი A3                                     1.45%
10. რენო ლაგუნა                           1.37%

No comments:

Post a Comment