დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 8, 2013

„უილიამსი“ ორ ფრონტზე იმუშავებს

Williams: developing current F1 car won't compromise 2014 machine
8 აგვისტო
„უილიამსი“ მის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ სეზონს ატარებს. გუნდმა პირველი ქულა ახლახანს, უნგრეთის დიდ პრიზზე მოიპოვა, რომელიც ვენესუელელი პასტორ მალდონადოს სახელზეა. მაგრამ როგორც გუნდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კლერ უილიამსი ამბობს, მაინც არ აპირებს ახლანდელი მანქანის დახვეწის პროცესზე ხელის აღებას და მთელი თავისი რესურსის მომავალი სეზონის ბოლიდის მოსამზადებლად მიმართვას.

„ინფინიტიმ“ კომპაქტურ კონცეპტ Q30-ის ტიზერი გამოაქვეყნა

Infiniti Releases Sketch for Frankfurt-Bound Q30 Compact Concept
8 აგვისტო
„ინფინიტიმ“ ინტერნეტით თავისი ახალი კომპაქტური კონცეპტუალური პრემიუმ ავტომობილის, Q30-ის ესკიზი გამოაქვეყნა. ავტომობილი კონცეპტუალურ „ეთერეას“ მოგვაგონებს, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ორი წლის წინ გვიჩვენა. ეს არის ექსპერიმენტული ავტომობილი, რომელსაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ და რომელშიც „ინფინიტის“ კომპაქტური ავტომობილების მომავალი სტილია ასახული.

სამცილინდრიანი ტურბო - „ოპელის“ ახალი სიამაყე

New All-Aluminum 3-Cylinder Turbo Sets Refinement Benchmark
8 აგვისტო
კონცეპტუალური „მონცას“ და განახლებული „ინსიგნიას“ გარდა, „ოპელს“ ფრანკფურტის გამოფენაზე კიდევ ორი სიახლე ექნება. ესაა ბენზინის სამცილინდრიანი, 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი და უახლესი 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც საშუალო მაბრუნი მომენტის მქონე ძრავებისთვის სპეციალურადაა შექმნილი. ახალი ძრავი არამხოლოდ ეკონომიურია და გარემოსადმი მეგობრული, არამედ ოთხცილინდრიანებზე ნაკლებად ხმაურიანიცაა და ნაკლები ვიბრაციაც ახასიათებს. 

ბრიტანელ ლიბერალ დემოკრატებს შიდაწვის ძრავების აკრძალვა სურთ

UK Democrats Want to Ban Petrol, Diesel Cars by 2040
8 აგვისტო
„ტელეგრაფის“ მიერ გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია სენსაციურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ასეა. ოღონდ, ისინი ამის დაუყოვნებლივ გაკეთებას არ აპირებენ. გაერთიანებული სამეფოს ლიბერალ დემოკრატიულმა პარტიამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც ბრიტანეთის გზებზე ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების 2040 წლიდან აკრძალვას აპირებენ. ამავე გეგმით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ძალიან ეკონომიური ჰიბრიდული ავტომობილების ექსპლუატაცია.