UK Democrats Want to Ban Petrol, Diesel Cars by
2040
8 აგვისტო
„ტელეგრაფის“ მიერ გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია სენსაციურად
ჟღერს, მაგრამ სწორედ ასეა. ოღონდ, ისინი ამის დაუყოვნებლივ გაკეთებას არ
აპირებენ. გაერთიანებული სამეფოს ლიბერალ დემოკრატიულმა პარტიამ შეიმუშავა გეგმა,
რომელიც ბრიტანეთის გზებზე ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების 2040 წლიდან
აკრძალვას აპირებენ. ამავე გეგმით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ძალიან ეკონომიური ჰიბრიდული
ავტომობილების ექსპლუატაცია.
„2040 წლიდან ბრიტანეთის გზებზე მოძრაობის უფლება
მხოლოდ ისეთ მსუბუქ ავტომობილებზე გაიცემა, რომლებიც ჰაერს ნახშიროჟანგით
მინიმალურად აბინძურებს“, - ნათქვამია პარტიის გეგმაში. გარდა ამისა, დემოკრატებს
სურთ ახალი სატრანსპორტო საგადასახადო სისტემის შემოღება, რომელიც ტრანსპორტით
გადატვირთულ ადგილებში, მგზავრობის გადასახადს, ამ მგზავრობის დროს ჰაერის დაბინძურების
ხარისხის პროპორციულად დააწესებს.
არნახულად რადკალური პროექტია, მაგრამ პარლამენტმა რომც
დაამტკიცოს, მის შესრულებამდე ჯერ დიდი დროა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იმ
დროისთვის შიდაწვის ძრავა ალბათ ისედაც ეგზოტიკა იქნება. ისე კი, პროექტმა ჯერ
შიდაპარტიული მოწონება უნდა დაიმსახუროს. მას პარტიის უახლოეს კონფერენციაზე
გაიტანენ, რომელსაც გლაზგო (შოტლანდია) უმასპინძლებს. თუ კონფერენციაზე მიიღეს,
მაშინ ის პარტიის პოლიტიკის ნაწილი გახდება.
No comments:
Post a Comment