დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 17, 2014

„ფორდი“ ალუმინის ფართოდ დანერგვას იწყებს

Ford to Expand Aluminum Use to Other Vehicles
17 იანვარი
„იაგუარ ლენდ როვერის“ მსგავსად, თავის მოდელებზე ალუმინის ფართოდ გამოყენებას იწყებს „ფორდც“, რომელმაც პირველად ალუმინის ძარა თავისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, პიკაპ F-150-სთვის დაამზადა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, დეტროიტის მოტორ შოუზე შედგა, მისი გაყიდვები კი წლის ბოლოს დაიწყება.

„პირელიმ“ ფ1-თან კონტრაქტი გააგრძელა

Motor racing-Pirelli renews F1 supply contract
17 იანვარი
საბურავების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „პირელიმ“ ფორმულა ერთთან კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა. ამგვარად, საბურავების არასაიმედობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) არჩევანი ისევ „პირელიზე“ შეაჩერა, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც. ამასთან ითქვა, რომ ეს იქნება გარდამავალი პერიოდი, რის შემდეგაც, საბურავების მიმწოდებლის შესარჩევად, ახალი ტენდერი გამოცხადდება.

რონ დენისი ისევ „მაკლარენის“ გუნდის შეფი გახდა

Motor racing-Dennis retakes control of McLaren F1 team
17 იანვარი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ მისი ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის პოსტს ისევ რონ დენისი დაუბრუნდა, ვინც მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ გუნდს 1982-2009 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის მარტინ უიტმარშს ჩაანაცვლებს, რომლის მომავალიც გაურკვეველია. ამგვარად, ჯგუფის მთავარი აღმასრულებლის გარდა, 66 წლის დენისი ასევე ჯგუფის დირექტორთა თავმჯდომარის და „მაკლარენ ავტომოტივის“ ხელმძღვანელის როლსაც შეუთავსებს.