დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 30, 2013

„სუბარუ“ ტოკიოში კონცეპტუალურ „ლევორგს“ წარადგენს

Subaru Teases Tokyo Show-Bound Levorg Wagon Concept
30 ოქტომბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „სუბარუ“ სრულიად ახალი კონცეპტუალური ავტომობილით წარსდგება, რომელსაც „ლევორგი“ ეწოდება. იაპონური კომპანიის განცხადებით, ეს არის სერიული ავტომობილის წინამორბედი, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. რაც შეეხება სახელს, ის სამი სიტყვის - ლეგასის, რევოლუშნის და ტურინგის (ლეგენდა, რევოლუცია და მოგზაურობა) ნაჯვარია და შესაძლოა, ის იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ ავტომობილის სახით, შემდეგი თაობის „ლეგასის“ უნვერსალის ძარიან ვერსიას ვნახავთ.

„სუზუკი“ ახალ, მოზრდილ „სვიფტს“ 2017 წელს გამოუშვებს

Larger Suzuki Swift Coming in 2017
30 ოქტომბერი
„სუზუკი სვიფტს“ მხოლოდ 13 წლის ისტორია აქვს და სულ შვიდი წელია, რაც ინდოეთში იყიდება, თუმცა მსოფლიოს მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის ბაზარზე ყველაზე პოპულარული, B-სეგმენტის გამორჩეული მოთამაშეა. და გასაკვირი სულაც არაა, რომ იაპონური კომპანია მეოთხე თაობის „სვიფტს“ პირველად სწორედ ინდოეთში წარადგენს. ეს 2017 წელს მოხდება.

„რეინჯ როვერ სპორტი“ მორიგი რეკორდისთვის ემზადება

Range Rover Sport to Cross Arabian Desert’s "Empty Quarter" as Fast as Possible
30 ოქტომბერი
„ლენდ როვერი“ თავის სიამაყეს, „რეინჯ როვერ სპორტს“ ახალი რეკორდისთვის ამზადებს - უგზოობის სპორტულმა ლიმუზინმა რეკორდულად მოკლე დროში უნდა გადაკვეთოს არაბეთის უდაბნო სახელად რუბ ალ-ჰალი, რაც არაბულად „ცარიელ მეოთხედს“ ნიშნავს. ეს ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კლიმატური პირობებით გამორჩეული ადგილია, სადაც დიუნების სიმაღლე 259 მეტრსაც კი აღწევს, ტემპერატურა კი იშვიათად ჩამოდის 50 გრადუსზე დაბლა.

„დაიჰაცუს“ პატარა როდსტერი „კოპენი“ პრემიერის წინ

Daihatsu Kopen Roadster Concepts One Step Before Production
30 ოქტომბერი
ორი წლის წინ, ტოკიოს მოტორ შოუზე, „დაიჰაცუმ“ პირველად გვიჩვენა თავისი კონცეპტუალური ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პატარა როდსტერ „კოპენის“ შემცვლელი. იაპონურმა კომპანიამ კონცეპტუალური ავტომობილი D-X-ის სახელით გაგვაცნო და მაშინვე განაცხადა, რომ ეს „კოპენის“ წინამორბედია.