დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 4, 2013

„ძონდა რევოლუშნ“ - უსწრაფესი „პაგანი“ სატრეკო დღეებისთვის

Pagani Introduces the Last Zonda Special, the New 800HP Track-Exclusive Revolucion
4 ივნისი
„პაგანი აუტომობილი“ სუპერ ავტომობილების მწარმოებელია. მაგრამ „ფერარის“ და „ლამბორგინის“ ავტორიტეტი არ აქვს. ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა ყოველივეს მიუხედავად, ორასიო პაგანი თავის საქმეს აგრძელებს და მისი კომპანიის პროდუქციის დამფასებლებს, პერიოდულად ახალ შედევრებს სთავაზობს. ამჯერად იტალიურმა კომპანიამ თავისი ძველი მოდელის, „ძონდა R-ის“ ბოლოს სპეცვერსია შექმნა, რომელიც მხოლოდ სატრეკო დღეებისთვისაა განკუთვნილი. ავტომობილის სახელია „ძონდა რევოლუშნ“.

„პორშე 911“ 50 წლის გახდა

Porsche 911 Becomes 50 Years Old
4 ივნისი
თავის დროზე ალბათ თავად ფერდნანდ პორშეც ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ეს ავტომობილი, თითქმის პირვანდელი სახით, ბაზარზე ამდენ ხანს შემორჩებოდა. მაგრამ უბრალოდ კი არ შემორჩა, არამედ საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი გახდა და დღესაც ძალიან პოპულარულია. თანაც, ის ძირითადი საფირმო ელემენტებიც შეინარჩუნა, რომელიც „ფოლკსვაგენ ხოჭოს“ მონათესავე პირველ 911-ს ახასიათებდა. ესაა დამახასიათებელი სილუეტი და უკანა ღერძის უკან მოთავსებული ოპოზიტური ექვსცილინდრიანი ძრავი.

FIA ძრავების რეგლამენტს 2018 წლამდე გაყინავს

FIA to 'freeze' V6 engines by 2018 - report
4 ივნისი
მომავალი სეზონიდან, ფორმულა 1 ტურბო ძრავებზე გადავა. მაგრამ ჯერ დანამდვილებით არავინ იცის, როდს შევა ძალაში ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესი. თუმცა, გერმანული ჟურნლი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ვარაუდობს, რომ ეს 2018 წლამდე აუცილებლად მოხდება.

„ფორდმა“ ამერიკაში გაყიდვები ისევ გაზარდა

Ford Reports 14% US Sales Increase in May
4 ივნისი
„ფორდ მოტორმა“ მორიგი თვე დაასრულა გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდით. ამერიკული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული წლის მაისთან შედარებით, გაყიდვები 14 პროცენტით არის გაზრდილი. ცისფერი ოვალის მოდელებს შორის, ყველაზე მეტი პოპულარობით, ისევ F-სერიის პიკაპები სარგებლობს.

„კატერჰემი“ ლე მანზე დებიუტისთვის ემზადება

Caterham Preparing for 24 Hours of Le Mans Debut
4 ივნისი
სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანის „კატერჰემი“ წელს პირველად იასპარეზებს ლე მანის 24-საათიან რბოლაში, რომელიც 22/23 ივნისს ჩატარდება საფრანგეთის სარტეს ავტოდრომზე. გამძლეობაზე პოპულარულ რბოლაში საასპარეზოდ, „კატერჰემი“ ამჯერად კომპანია „ციტეკის“ მიერ მომზადებულ სპორტულ ღია პროტოტიპს გამოიყენებს, რომელიც „ნისანის“ ძრავითაა აღჭურვილი. ავტომობილი LMP2 კატეგორიას შეესაბამება და ბუნებრივია, აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებისთვის არ (ვერ) იბრძოლებს.