დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 15, 2014

გახდება „მაზერატი“ იტალიური „პორშე“?

Fiat Wants Maserati to Become an Italian Porsche
15 აპრილი
ის, რომ „ფიატ კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს სურს, მის ჯგუფში შემავალი „მაზერატი“ იტალიურ „პორშედ“ გადააქციოს, ჯერ არაფერს ნიშნავს - ბრენდად, რომელიც ჯგუფს დიდ მოგებას საკუთარი რესურსებით მოუტანს და ნაკლებად იქნება დამოკიდებული გარედან ინვესტირებაზე. მაგრამ „პორშესთან“ გასატოლებლად, „მაზერატის“ დიდი გზა ექნება გასავლელი. შარშან იტალიურმა ლუქს კომპანიამ მხოლოდ 15 400 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შტუტგარტული კომპანიის გაყიდვების (160 000) 10 პროცენტიც არაა.

დაკარის მებრძოლი „პეჟოსგან“ - 2008 DKR

Peugeot’s 2008 DKR Is an Awesome-Looking Two-Wheel Drive Buggy
15 აპრილი
„პეჟომ“ დაკარზე დაბრუნება და რა თქმა უნდა, მისი დალაშქვრა განიზრახა. ამისათვის კი სპეციალური ჭურვი მოამზადა, სახელად 2008 DKR, რომელიც ძარიანი ბაგის შთაბეჭდილებას ტოვებს და თუ მისი აღჭურვილობაც ისეთივე „მრისხანეა“, როგორიც გარეგნობა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფრანგული ლომების სახით, დაკარის რალი მარათონს ახალი ფავორიტი მოევლინა.

„ლენდ როვერი“ სამი მიმართულებით განვითარდება

Land Rover plans 3-pronged attack
15 აპრილი
თავისი შეთავაზებების განსასხვავებლად, „ლენდ როვერი“ თავის უგზოობის ავტომობილებს, სამი სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს. „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას, „იაგუარ ლენდ როვერის“ ჯგუფის გაყიდვების ოპერაციების დირექტორმა ენდი გოსმა განაცხადა, რომ „ლენდ როვერის“ სამ მიმართულებას ლუქსის კლასის „რეინჯ როვერის“, საშუალო კლასის „დისქავერის“ და გამორჩეული ყველგანმავლის თვისებების მქონე „დიფენდერის“ ოჯახები ჩამოაყალიბებენ.

„მუსტანგი“ ემპაიერზე ასასვლელად მზადაა

Watch How Ford Chopped Down a 2015 Mustang to Get it up to the Empire State Building
15 აპრილი

„ფორდმა“ დაასრულა უახლესი „მუსტანგის“ ერთი ეგზემპლარის ემპაიერზე ასასვლელად მომზადება. როგორც ცნობილია, ავტომობილი ნიუ იორკის ყველაზე გამორჩეული ცათამბჯენის 86-ე სართულზე არსებულ გადმოსახედ პლატფორმაზე (დაახლოებით 305 მეტრის სიმაღლეზეა) უნდა დადგეს და ორი დღე იქ გაატაროს. მაგრამ მისი იქ ატანა სპეციალურ მომზადებას მოითხოვს, რადგან შენობას არ აქვს დიდი ლიფტები და უსაფრთხოების გამო, არც სხვა საშუალებით მისი ატანის საშუალება არსებობს.