დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 4, 2013

მომავალ სეზონში ფ1-ის მანქანები 2-3 წამით შენელდება

F1 cars will be “two to three seconds slower” in 2014
4 ივლისი
FIA-ს რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგი ვარაუდობს, რომ მომავალ სეზონში მანქანები ახლანდელთან შედარებით, ნაკლებად სწრაფები იქნება. უფრო კონკრეტულად კი, წრის გავლას 2-3 წამით მეტს მოუნდებიან. ამის მიზეზი კი ის გახდება, რომ მომავალი სეზონიდან ბოლიდები ტურბო ძრავებით აღიჭურვება, რომლებსაც ახლანდელზე ოდნავ მეტი სიმძლავრე კი ექნება, მაგრამ მანქანებიც დამძიმდება.

მექსიკური სპორტსმენი „ფორდის“ გულით

Mexico's Vuhl Details New Ford-Powered 05 Sports Car
4 ივლისი
გუდვუდის (ბრიტანეთი) სიჩქარის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე გახდება მექსიკურ კომპანია VUHL-ის (ვიიქლს ოფ ჰაი-პერფორმენს ენდ ულტრა ლაითუეიტ, ანუ მაღალი შესაძლებლობების და ზემსუბუქი ავტომობილები) მიერ შემუშავებული ღია სპორტული ავტომობილი 05, რომლის ფოტოები და მახასიათებლებიც, კომპანიამ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტით გაავრცელა.

„ფორდი“ მცირესერიული ავტომობილებისთვის ახალ ტექნოლოგიას ქმნის (ვიდეო)

Ford Developing New Technology for Low-Volume Automotive Applications
4 ივლისი
„ფორდმა“ ძარის წარმოების სრულიად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც მცირესერიული ავტომობილების წარმოების ხარჯების და ავტომობილის წარმოებისთვის მომზადების დროის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მისცემს. ტექნოლოგია სატვიფრი საშუალებების სწრაფად დამზადების საშალებას იძლევა.

„ჯიპი“ „ფორდ ფიესტას“ ზომის ავტომობილს გამოუშვებს

Fiesta-sized Jeep coming in 2014
4 ივლისი
მართალია, ადრე „ჯიპმა“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უგზოობის პატარა ავტომობილის გამოშვებას აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს, „ფიატთან“ ალიანსში შესვლის შემდეგ, გეგმები შეიცვალა. გამოცემა „ედმუნდსი“ იტყობინება, რომ ამერიკული კომპანია მერმისს სრულიად ახალ ქროსოვერს გამოუშვებს, რომელსაც „ფორდ ფიესტას“ გაბარიტები ექნება. ახალი ავტომობილი, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, „ჯიპის“ გამაში ერთდროულად ორ ავტომობილს - „კომპასს“ და „პეტრიოტს“ შეცვლის.