დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 9, 2014

„ფიესტას“ წონის „ფიუჟნი“

Ford's Lightweight Fusion Prototype Weighs as Much as a Fiesta
9 ივნისი
„ფორდმა“ მაღალი სიმტკიცის ფოლადისა და ალუმინის გამოყენებით, სედან „ფიუჟნის“ ექსპერიმენტული ვერსია დაამზადა, რომელიც სერიულ „ფიუჟნზე“ 317.5 კილოგრამით მსუბუქია. ასეთი შედეგის მისაღწევად, ცისფერმა ოვალმა ის მასალები და ტექნოლოგიები გამოიყენა, რომლებსაც ახალ პიკაპ F-150-ის წარმოებისას იყენებს.

ოჟიემ იტალიის რალი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

Rallying-Ogier wins in Italy to stretch overall lead
9 ივნისი
მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი - იტალიის რალი, რომელიც კუნძულ სარდინიაზე გაიმართა. ეს ამ სეზონში ფრანგი მრბოლის მეოთხე გამარჯვებაა, რისი წყალობითაც, ის ჩემპინატს დამაჯერებლად ლიდერობს.