დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 5, 2013

„ფორდის“ ერთლიტრიანი ეკობუსტი ისევ წლის საუკეთესო ძრავია

Ford Wins Engine of the Year Award for the Second Time
5 ივნისი
„ფორდის“ 1.0-ლიტრიანი სამცინიდრიანი ეკობუსტ ძრავი, ზედიზედ მეორედ დასახელდა წლის საუკეთესო ძრავად. ამასთან, კონკურსის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ცისფერი ოვალის პატარა ძრავმა, რეკორდულად ბევრი საკონკურსო ქულა დააგროვა. ამავე ძრავმა, 1.0-ლიტრიანი და უფრო პატარა ძრავების კატეგორიაშიც საუკეთესოს წოდება მოიპოვა.

„ალპინი“ „პორშე 911-ის“ კვალს გაჰყვება

Alpine to Follow Porsche 911 Recipe
5 ივნისი
ლეგენდარულ „ალპინ110-ის“ გაყიდვებს „რენო“ 2016 წელს დაიწყებს. ავტომობილის შემუშავებაში ბრიტანული კომპანია „კატერჰემიც“ მონაწილეობს, რომელიც ამ ავტომობილის საკუთარ ვერსიას გამოუშვებს. ფრანგული კომპანია, უფრო კონკრეტულად კი მისი მტავარი დიზაინერი ლორენს ფან დენ აკერი იმედოვნებს, რომ განახლებული „ალპინი“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც „პორშე 911-ია“.