დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 8, 2013

„კატერჰემის“ ყოფილი შეფი ახალ კომპანიას ქმნის

Ex-Caterham Boss Announces All-New Zenos Rival for KTM’s X-Bow
8 სექტემბერი
ზენოს E10
„კატერჰემის“ ყოფილმა შეფმა ანსარ ალიმ, როგორც თავად ამბობს, საკმარის ფინანსებს მოუყარა თავი იმისათვის, რომ საკუთარი კომპანია, სახელად „ზენოს“ ჩამოაყალიბოს - ყვება ჟურნალი „ავტოქარი“. ახალი კომპანია, თავისი პირველი ავტომობილის მეტოქედ KTM X-Bow-ს, ან ამჟამდ არსებულ ყველაზე ტემპერამენტიან „კატერჰემს“ - 620R-ს ირჩევს.

„ლამბორგინი ეგოისტა“ - ახალი ფოტოები

Lamborghini Egoista - new pictures
8 სექტემბერი
ამ ავტომობილმა გაზაფხულზე ყველა გააოცა. „ლამბორგინიმ“ ის თავისი დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიუძღვნა. კომპანიამ გამოაცხადა, რომ ეს საკუთარი თავისადმი მიძღვნილი საჩუქარია. თუმცა მას სამუზეუმო ექსპონატად არ დატოვებს. „ეგოისტა“ იმითაცაა საინტერესო, რომ ის „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის დიზაინს შეფის, ვალტერ დე სილვას ხელმძღვანელობით შეიქმნა.

„ფორდი“ 1.0-ლიტრიანი ეკობუსტის წარმოებას აორმაგებს

Ford doubling 1.0L EcoBoost engine production
8 სექტემბერი
„ფორდის“ სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ეკობუსტის სერიის ძრავი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმდენად პოპულარულია, რომ ამერიკული კომპანია მის წარმოებას აორმაგებს. გამოცემა „დეტროიტ ნიუსის“ ინფორმაციით, „ფორდმა“ თავის გერმანულ ქარხანაში მეორე ცვლა აამუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კონვეიერიდან, დღეში საშუალოდ 500-ის ნაცვლად, 1000 ცალ ასეთ ძრავს გამოუშვებს.

„იაგუარ C-X17“ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე

Jaguar C-X17 Sports Crossover is Out Of the Bag – New Photos Reveal All
8 სექტემბერი
ეს ავტომობილი მოვლენაა საავტომობილო სამყაროში, ისეთივე როგორი მოვლენაც თავის დროზე „პორშე კაიენის“ გამოჩენა იყო. კონცეპტუალური C-X17 არის „იაგუარის“ პირველი ქროსოვერი, რომელმაც ბრიტანული კომპანიის ცხოვრება რადიკალურად უნდა შეცვალოს. მართალია, ის ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური სახითაა, მაგრამ მალე აუცილებლად დადგება კონვეიერზე.

როს ბრაუნი „უილიამსის“ წილს ყიდულობს?

Rumour - Brawn buying into Williams?
8 სექტემბერი
ვითომ, „სილი სიზონი“ საკმარისი არ იყო, ახლა ასეთი ხმებიც ვრცელდება - მონცას პადოკში ხმა გავარდა, როს ბრაუნი მალე „უილიამსის“ თანამფლობელი გახდებაო. თანაც, ამ ინფორმაციის მთავარი გამავრცელებელი, ბრიტანული ტელეარხი „სკაია“, რომელმაც უფრო ადრე გამოაცხადა, რომ ტოტო ვოლფი, ვინც ჯერ კიდევ წინა სეზონში „უილიამსის“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, ამჟამად კი „მერსედესის“ აღმასრულებელი დირექტორია, ბრიტანულ გუნდში თავისი 15-პროცენტიანი წილის გაყიდვას აპირებს.

„ჰიუნდაიმ“ ამერიკაში უკვე მილიონი „სანტა ფე“ გაჰყიდა

Hyundai Sells One Millionth Santa Fe in America
8 სექტემბერი
კორეულმა კომპანიამ ამ ავტომობილის რეკლამა სუპერ ბოულის შეხვედრისას ჩაატარა, რამაც რა თქმა უნდა, გაყიდვების ტემპი დააჩქარა. არადა, „ჰიუნდაი სანტა ფე“ ისედაც კარგი გაყიდვებით გამოირჩეოდა. და აი, ამ ავტომობილმა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მილიონიანი ზღვარი გადაკვეთა.

„ფერარი“ რაიკონენთან კონტრაქტის დადებას ოთხშაბათს გვამცნობს

Rumour - Ferrari to announce Raikkonen on Wednesday
8 სექტემბერი
ეს ინფორმაცია მონცაზე რბოლის შემდგ გავრცელდა და არავინ იცის, სიმართლეა, თუ „გიჟური სეზონის“ მორიგი ჭორი. მაგრამ რადგანაც კიმი რაიკონენს და „ფერარის“ ეხება, ჩვენც გვერდს არ ავუვლით. მარანელოელებმა რბოლამდეც განაცხცადეს, ამ დღეებში ჩვენს იმ პილოტებს გაგაცნბთ, ვინც მომავალ სეზონში ჩვენი მანქანებით იასპარეზებსო. ეს იმდნდ ბუნდვანი განცხადბა იყო, რომ ზგმა ალონსოს შესაძლო წასვლაც იაზრა - ვითომ ესპანელი კვალიფიკაციის შემდეგ ძალიან გაბრაზდა და წასვლა გადაწყვიტაო...

ფეტელმა მესამედ მოიგო იტალიის დიდი პრიზი

Motor racing-Vettel forges ahead with Italian GP win
8 სექტემბერი
როგორ ფიქრობთ, არსებობს კიდევ იმის შანსი, რომ ფერნანდო ალონსო სებასტიან ფეტელს დაეწევა? გეთანხმებით, ვერა... მათ შორის არსებული 53 ქულა იმას ნიშნავს, რომ ალონსომ ორი ისეთი რბოლაც რომ მოიგოს, რომლებშიც ფეტელი ქულასაც ვერ აიღებს, ლიდერი მაინც ეს უკანასკნელი იქნება. თანაც, „რედ ბულისთვის“ ზედიზედ ორი უქულო ეტაპიც წარმოუდგენელია. რაც შეეხება დანარჩენებს, თეორიული შანსები ლუის ჰამილტონს და კიმი რაიკონენსაც კი აქვთ, მაგრამ გაცილებით მცირე, ვიდრე ალონსოს. მათ ესპანელის გასწრებაც კი ძალიან გაუჭირდებათ, ფეტელზე რომ არაფერი ვთქვათ.

ჰამილტონის მანქანა დაზიანებული იყო

Italian GP: Mercedes reveals Lewis Hamilton had floor damage
8 სექტემბერი
გაირკვა იტალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე ლუის ჰამილტონის ფიასკოს შედეგი - „მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ კვალიფიკაციის დროს ჩატარებული გამოკვლევისას, მანქანის ძირი დაზიანებული აღმოჩნდა. მაგრამ მისი გამოსწორება უკვე ვეღარ ესწრებოდა. ბრიტანელმა ძალიან ცუდად ჩაატარა კვალიფიკაციის მეორე ნაწილი და საბოლოოდ, მისთვის უჩვეულო, მე-12 ადგილს დასჯერდა. არადა, წინა ოთხი რბოლის კვალიფიკაცია სწორედ მან მოიგო.