დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 8, 2013

„კატერჰემის“ ყოფილი შეფი ახალ კომპანიას ქმნის

Ex-Caterham Boss Announces All-New Zenos Rival for KTM’s X-Bow
8 სექტემბერი
ზენოს E10
„კატერჰემის“ ყოფილმა შეფმა ანსარ ალიმ, როგორც თავად ამბობს, საკმარის ფინანსებს მოუყარა თავი იმისათვის, რომ საკუთარი კომპანია, სახელად „ზენოს“ ჩამოაყალიბოს - ყვება ჟურნალი „ავტოქარი“. ახალი კომპანია, თავისი პირველი ავტომობილის მეტოქედ KTM X-Bow-ს, ან ამჟამდ არსებულ ყველაზე ტემპერამენტიან „კატერჰემს“ - 620R-ს ირჩევს.
„ზენოსის“ პირველი ავტომობილის კოდური სახელია „პროჯექტ E10“. ოღონდ, მას სახელი ალბათ მაშინვე შეეცვლება, როგორც კი (თუ) წარმოების ეტაპამდე მიაღწევს. ეს არის ღია, სპიდსტერის ტიპის ავტომობილი. ანსარ ალი კი ამბობს, რომ უკვე სამი ავტომობილის წარმოება აქვს დაგეგმილი. მეორე და მესამე მოდელები იქნება E11 (2016 წელს გამოვა) და E12 (2018 წელს). ამათგან E11-ს ტარგას ტიპის ძარა ექნება, მოსახსნელი ნახევარ სახურავით, E12-ს კი - დახურული, კუპეს ტიპის ძარა.
ზენოს E11
სამივე ავტომობილი ერთსადაიმავე პლატფორმაზე აიგება, რომელსაც დაახლოებით „ლოტუს ელიზის“ გაბარიტები ექნება. შასის ძირითადი სტრუქტურა ალუმინისგან შექმნილი სივრცული ჩარჩო იქნება, რომელზეც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ძარა დამაგრდება. ამ მასალების წყალობით, ავტომობილი მსუბუქი იქნება (დაუზუსტებელი ინფორმაციით, 650 კილოგრამი), რაც მის უზადო მანევრულობას უზრუნველყოფს.
ზენოს E12
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას „ფორდის“ სერია დურატეკის 2.0-ლიტრიანი ძრავი მიანიჭებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 197 ცხენის ძალაა. ძრავი უკანა ბორბლებს დაატრიალებს. შემდგომში, ეს ძრავი მექანიკური დამჭირხნითაც აღიჭურვება. ატმოსფერული ვერსიის შემთხვევაში, ავტომობილის წონისა და სიმძლავრის ფარდობა, ყოველ ტონაზე 300 ცხენის ძალას აღწევს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. სავარაუდოდ, ავტომობილი ადგილიდან ასამდე აჩქარებას ოთხ წამზე ნაკლებში შეძლებს.

No comments:

Post a Comment