დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 1, 2014

„ფორდმა“ ახალი ხელმძღვანელი აირჩია

Ford Confirms Alan Mulally Will Retire on July 1, Mark Fields Appointed as Successor
1 მაისი
მარცხნიდან: მიულალი, ბილ ფორდი და ფილდსი
ალან მიულალიმ მაინც გადაწყვიტა „ფორდის“ დატოვება. ცისფერი ოვალის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი თავის პოსტებს 1 ივლისს დატოვებს. მის ნაცვლად კი კომპანიას მარკ ფილდსი გაუძღვება. როგორც ამერიკული კომპანია აცხადებს, ცვლილება დიდი ხნის წინ დაიგეგმა და ის უმტკივნეულოდ ჩაივლის. ამჟამად 53 წლის ფილდსი „ფორდის“ მთავარი საოპერაციო დირექტორია. ამ პოსტზე 2012 წლიდან მუშაობს. ისე კი, ავტორიტეტი კომპანიის ჩრდილოამერიკული შტოს საოპერაციო მმართველად მუშაობისას მოიპოვა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩაუტარდა ამ შტოს წარმატებული რეორგანზაცია.

სენა „ფერარიში“ გადასვლას აპირებდა

Ferrari claims it was in talks with Ayrton Senna when he died
1 მაისი
ლუკა დი მონტეძემოლო ირწმუნება, რომ მას მოლაპარაკება ჰქონდა აირტონ სენასთან, რომელსაც „ფერარიში“ გადასვლის სურვილი გამოუთქვამს. „ფერარის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ ლეგენდარულ ბრაზილიელს იმ საბედისწერო რბოლამდე ოთხი დღით ადრე, ბოლონიაში, საკუთარ სახლში შეხვდა.