დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 1, 2014

„ფორდმა“ ახალი ხელმძღვანელი აირჩია

Ford Confirms Alan Mulally Will Retire on July 1, Mark Fields Appointed as Successor
1 მაისი
მარცხნიდან: მიულალი, ბილ ფორდი და ფილდსი
ალან მიულალიმ მაინც გადაწყვიტა „ფორდის“ დატოვება. ცისფერი ოვალის პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი თავის პოსტებს 1 ივლისს დატოვებს. მის ნაცვლად კი კომპანიას მარკ ფილდსი გაუძღვება. როგორც ამერიკული კომპანია აცხადებს, ცვლილება დიდი ხნის წინ დაიგეგმა და ის უმტკივნეულოდ ჩაივლის. ამჟამად 53 წლის ფილდსი „ფორდის“ მთავარი საოპერაციო დირექტორია. ამ პოსტზე 2012 წლიდან მუშაობს. ისე კი, ავტორიტეტი კომპანიის ჩრდილოამერიკული შტოს საოპერაციო მმართველად მუშაობისას მოიპოვა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩაუტარდა ამ შტოს წარმატებული რეორგანზაცია.
„მარკი „ფორდში“ უკვე 25 წელია, მუშაობს და ამ პერიოდში, კომპანიის რამდენიმე რეგიონული ბიზნესი განავითარა. ახლა ის მზადაა იმისათვის, რომ ჩვენს კომპანიას მთავარი აღმასრულებლის პოსტიდან უხელმძღვანელოს“, - ამბობს „ფორდის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე, 68 წლის ბილ ფორდი.
მიულალი 68 წლისაა და ის „ფორდს“ სათავეში თითქმის რვა წლის წინათ ჩაუდგა. ის „ბოინგიდან“ მიიწვიეს, როგორც კრიზისული მთავარი აღმასრულებელი. და მან თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა - იმ დროს, როცა „ჯენერალ მოტორსის“ და „კრაისლერის“ გადასარჩენად, მათ ხელოვნური გაკოტრების რეჟიმში მოუწიათ მუშაობამ, შემდეგ კი სახელმწიფომ მათი აქციები შეისყიდა, რაც ამერიკაში ძალიან იშვიათად ხდება, „ფორდმა“ მძიმე კრიზისს დამოუკიდებლად გაართვა თავი და სწრაფი განვითარება დაიწყო.
მიულალის დროს შემუშავდა კომპანიის ახალი ფილოსოფია - „ერთი ფორდი“, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით განვითარებას ითვალისწინებს. მიულალის ხელმძღვანელობით, ცისფერმა ოვალმა ზედიზედ 19 კვარტალი დაასრულა მოგებით. რაც მთავარია, კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძლიერი, ძალიან კონკურენტუნარიანი პროდუქციის ხაზი შეიმუშავა. და გასულ ნახევარ საუკუნეში ყველაზე ამბიციური გლობალური გაფართოება დაიწყო. მიულალის წასვლა ამ წლის ბოლოს იგეგმებოდა. თუმცა საერთო გადაწყვეტილებით, კომპანიას 1 ივლისს დატოვებს.

No comments:

Post a Comment