დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 2, 2014

„აუდი A3“ მსოფლიოს 2014 წლის საუკეთესო ავტომობილია

Audi A3 Is 2014 World Car Of The Year
2 მაისი
კონკურს „მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილის“ ჯიურიმ, რომელშიც 22 ქვეყნის 69 წამყვანი ჟურნალისტი შედიოდა, გამარჯვებულად „აუდი A3“ დაასახელა. მეათე, საიუბილეო კონკურსის შედეგები ნიუ იორკის ავტო შოუზე გამოცხადდა. კუნკურსში ის ავტომობილები იყო დაშვებული, რომლებიც მინიმუმ ორ კონტინენტზე, 2013 წლის 1 იანვრიდან, 2014 წლის 30 მაისამდე გამოვიდა.
აბსოლუტური გამარჯვებულის გარდა, საუკეთესოები კიდევ ოთხ კატეგორიაში აირჩიეს. ლუქს სეგმენტში საუკეთესოდ „მერსედეს-ბენცის“ ახალი S-კლასი დასახელდა, სპორტული ავტომობილების კატეგორიაში გამარჯვება „პორშეს“ 911 GT3-მ მოიპოვა. ორ კატეგორიაში გაიმარჯვა BMW-ს ელექტრომობილმა i3-მა. ეს ავტომობილი საუკეთესო გამოცხადდა წლის მწვანე ავტომობილისა და წლის დიზაინის კატეგორიებში.
ჟიურიმ წლის ავტომობილი ასე დაახასიათა: „მართალია,A3 თავისი უფროსი ნათესავების სტილშია შესრულებული, მაგრამ კლასიკური, ზუსტი კონტურებით მაინც გამოირჩევა და ინტერიერის საუკეთესო კომპლექტაციითაც გაგაოცებთ. ძრავების უჩვეულოდ დიდი არჩევანი და 4 ტიპის ძარა, პატარა ლუქს სეგმენტში ბატონობის საშუალებას იძლევა. წარსულში დარჩა ძარის უხეში ფორმები, ავტომობილი კი აბრეშუმივით რბილი სვლით გამოირჩევა, რითაც ის ლიმუზინების ხარისხს უახლოვდება“.

No comments:

Post a Comment