დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 15, 2013

„მერსედესის“ ძრავს 100-ცხენისძალიანი უპირატესობა ექნება?

Report - Mercedes to have 100hp advantage in 2014?
15 აგვისტო
გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ რეპორტიორ ტობიას გრუნერის აზრით, არსებობს იმის ნიშნები, რომ „მერსედესის“ ახალი ტურბო ძრავი, თავის კონკურენტებს ერთი თავით სჯობს. ამიტომ, თუ ახალი სეზონის დაწყებამდე „რენომ“ და „ფერარიმ“ რამე არ იღონეს, მათ და მათს კლიენტებს თავიდანვე მდევრის როლში ყოფნა მოუწევთ.

„შკოდა იეტი“ განახლდა და გაორდა

Revised Skoda Yeti unveiled
15 აგვისტო
იეტი სიტი
„შკოდამ“ თავისი უგზოობის პოპულარული კომპაქტური ავტომობილი „იეტი“ განაახლა და ამიერიდან მყიდველს მას ორი ვერსიის სახით შესთავაზებს. ამ ორიდან ერთი (სიტი) საქალაქოა, მეორე კი ქალაქგარეთა (აუტდორ). პირველს უფრო უნივერსალის გარეგნობა აქვს და მისი მოლდნგები და კარის ზღურბლები ძარის ფერშია შეღებილი. ამასთან,  ავტომობილს რადიატორის ქვედა ნაწილიც განსხვავებს. საერთო ჯამში, ვერსია „აუტდორ“ უფრო უხეში შესახედაობით გამოირჩევა.

„ბეემვე“ მე-8 სერიას ჯერჯერობით არ გამოუშვებს

BMW 8-series return denied by bosses
15 აგვისტო
გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობას ფლაგმან კუპესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. არადა, ასეთი ავტომობილით, „ბეემვეს“ საშუალება ექნება, კონკურენცია „ბენტლი კონტინენტალ GT-ს“ გაუწიოს. თანაც, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბავარიელებმა სახელი მე-8 სერია დააპატენტეს და მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის გამოყენებას სწორედ ფლაგმან კუპესთვის აპირებენ.

„ფერარი“ რაიკონენის დაბრუნებას უარყოფს

Ferrari plays down Raikkonen return reports
15 აგვისტო
„ფერარიმ“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, მომავალი სეზონიდან, კიმი რაიკონენი უბრუნდება. სხვათა შორის, მარანელოელთა ხელმძღვანელობამ ეს ხმები ორი კვირის წინაც უარყო, როცა ისინი პირველად გავრცელდა. მაგრამ ამჯერად „სკუდერიას“ ფინურ პრესაში გავრცელებული ხმების უარყოფა მოუხდა.