Revised Skoda Yeti unveiled
15 აგვისტო
იეტი სიტი |
იეტი აუტდორ |
განახლებულ „იეტის“, რომლის პრემიერაც ფრანკფურტის
მოტორ შოუზე გაიმართება, აქვს რადიატორის ახალი ცხაური, კუთხოვანი ფორმის წინა ფარები,
რომლებიც ოპციის სახით, შეიძლება ქსენონის ფარებით შეიცვალოს და შუქდიოდური დღის ნათურები.
უკან C-ს მოყვანილობის ფარებია განლაგებული, რომლებშიც შუქდიოდური
გაბარიტული ნათურები მოთავსდა.
ოპციაში შევიდა რამდენიმე ახალი ალუმინის ბორბალი, ახალი
საჭის რგოლი, მაჩვენებლების დაფა, ასევე სავარძლების გასაწყობილი ახალი ქსოვილები.
რაც მთავარია, მყიდველს შესთავაზებენ ავტომატური პარკირების სისტემას და უკანა
ხედვის კამერას. გარდა ამისა, ავტომობილის ფერთა გამას ოთხი ახალი ფერი შეემატა.
ძრავების გამაში ოთხი დზელი და ბენზინის სამი ძრავი
დარჩა. მათგან ყველაზე მძლავრია 2.0-ლიტრიანი TDI, რომელსაც სრულამძრავიან
სისტემასთან და 6-საფეხურიანი, ორქუროიანი ავტომატური კოლოფით აღჭურვილ ვერსიაზე შემოგთავაზებენ.
საბაზო კი არის 1.6-ლიტრიანი TDI, რომლის სიმძლავრეც 103 ცხენის ძალაა. ოპციის
სახით, ამ ძღავს შეიძლება 7-საფეხურიანი, ორქუროიანი ავტომატური კოლოფიც შეუწყვილდეს.
განახლებული „იეტი“ ბაზარზე მომავალი წლის
დასაწყისში გამოვა.
No comments:
Post a Comment