დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 11, 2013

„მერსედესი“ „რთული“ გადაწყვეტილების წინაშე

Decision to stop developing 2013 car 'difficult' - Rosberg
11 აგვისტო
ჰამილტონის გამარჯვება უნგრეთში
როგორც იქნა, „მერსედეს-ბენცმა“ შეძლო იმდენად განვითარება, რომ „რედ ბულს“ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს და თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს წინსვლას, სეზონის მიწურულს შესაძლოა სებასტიან ფეტელს და წითელ ხარებს ტიტულის მოცილედაც მოევლინოს. მაგრამ ახლა ის დროა, როცა გუნდბმა უნდა გადაწყვიტონ, მანქანის სრულყოფაზე მუშაობის გაგრძელება სჯობს, თუ მთელი ძალების მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად გადასროლა.

ბატონი სპაზე „მაკლარენის“ მოწინავეებში დაბრუნებას ელის

Jenson Button backs McLaren to fight at front in F1 Spa GP
11 აგვისტო
ჯენსონ ბატონი დარწმუნებულია, რომ ბელგიაში „მაკლარენის“ აშკარა წინსვლის მოწმენი გავხდებით. ამის იმედს მას უნგრეთის დიდ პრიზზე გამოვლენილი კონკურენტუნარიანობა აძლევს. უოკინგური გუნდ, რომელიც გასული სეზონის მიწურულს საუკთესო იყო, ამ სეზონში შორსაა ლიდერებისგან, თუმცა თანდათან გაუმჯობესებაც ეტყობა. ბუდაპეშტში ბატონმა მეშვიდე ადგილი დაიკავა და დარწმუნებულია, რომ სპა მის მანქანას უკეთ შეეფერება და იქ გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი.

„აუდი კვატროს“ გამოშვება მაინც უწერია!

Frankfurt-Bound Audi quattro Concept Is Based on A6, Powered by 600 HP 4.0 TFSI
11 აგვისტო
სამი წლის წინ, ამ ლეგენდარული სახელის მქონე ავტომობილის პირველად გამოჩენიდან 30 წელი გავიდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, „აუდიმ“ პარიზის მოტორ შოუზე კონცეპტუალური „აუდი კვატრო“ წარადგინა. ეს ავტომობილი, თავისი გარეგნობით 1980-იანი წლების „კვატროს“ მოგაგონებდათ და მის თაყვანისმცემლებს იმედი გაუჩინა, რომ ინგოლშტადტელები მწვანე შუქს აუნთებდნენ.

„ფორდ ფოკუსმა“ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა

2013 Ford Focus Earns IIHS Top Safety Pick+
11 აგვისტო
აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) მიერ ჩატარებულ ქრეშ ტესტებზე, უმაღლესი შეფასება ექვს კომპაქტურ ავტომობილს მიენიჭა, რომელტა შორისაც ერთ-ერთი საუკეთესო „ფორდ ფოკუსი“ იყო. სულ ხუთი ტიპის ქრეშ ტესტები ჩატარდა: საშუალო და მცირე გადაფარვის (ამ ტიპის ტესტებისას, უძრავ საგანს მანქანის წინა ნაწილის ნახევრით, ან მესამედით ეჯახება), გვერდითი შეჯახება, გადაბრუნება და საკისრეების ეფექტურობა.

„ჰიუნდაი ელანტრამ“ ქრეშ ტესტებზე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა

2013 Hyundai Elantra Receives Top Safety Pick+ Rating
11 აგვისტო
ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) მიერ ჩატარებულ ქრეშ ტესტებზე, „ჰიუნდაი ელანტრამ“ უმაღლესი შეფასება - „ტოპ სეიფტი პიკ +“ დაიმსახურა. ინსტიტუტის პროგრამის შესაბამისად, ტესტების დროს, რომელშიც მხოლოდ კომპაქტური ავტომობილები გამოიცადა, სულ ხუთი ტიპის ტესტი შეჯახებაზე ჩატარდა.