Jenson Button backs McLaren to fight at front in
F1 Spa GP
11 აგვისტო
ჯენსონ ბატონი დარწმუნებულია, რომ ბელგიაში „მაკლარენის“
აშკარა წინსვლის მოწმენი გავხდებით. ამის იმედს მას უნგრეთის დიდ პრიზზე გამოვლენილი
კონკურენტუნარიანობა აძლევს. უოკინგური გუნდ, რომელიც გასული სეზონის მიწურულს
საუკთესო იყო, ამ სეზონში შორსაა ლიდერებისგან, თუმცა თანდათან გაუმჯობესებაც
ეტყობა. ბუდაპეშტში ბატონმა მეშვიდე ადგილი დაიკავა და დარწმუნებულია, რომ სპა მის
მანქანას უკეთ შეეფერება და იქ გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი.
„მეშვიდე ადგილი ვერაა განსაცვიფრებელი შედეგი,
რადგან მეხუთესთვის ვიბრძოდით. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ნაბიჯით წინ წავიწიეთ.
ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ბელგიაში ჩვენს რეალურ ძალას
გამოვავლენთ. ეს განსხვავებული ტიპის ტრასაა და საუკეთესოდ მიესადაგება იმ ცვლილებებს,
რომლებიც მანქანის კონსტრუქციაში შევიტანეთ. უნგრეთში ჩვენ ალბათ ამ სეზონის საუკეთესო
რბოლა ჩავატარეთ. პროგრესი აშკარაა და მიმაჩნია, რომ კმაყოფილები უნდა ვიყოთ“, - ამბობს
მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი.
ბატონს ამ სეზონში ჯერ ერთი რბოლაც არ დაუმთავრებია
კვარცხლბეკზე. თუმცა, დარწმუნებულია, რომ ბელგიაში მის გუნდს შეუძლია იმის
ჩვენება, რომ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა. უფრო მეტიც, ის ბრძოლისთვისაა
განწყობილი და მოუთმენლად ელის ამ რბოლას.
No comments:
Post a Comment