დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 4, 2013

„რედ ბულმა“ შეიძლება პირველი ტესტები გამოტოვოს

2013 Red Bull could miss first winter test
4 იანვარი
არაა გამორიცხული, რომ ჩემპიონმა „რედ ბულ რეისინგმა“ პირველი წინასასეზონო ტესტები გამოტოვოს. ამის მიზეზი კი მანქანის მოუმზადებლობა გახდება. გუნდის ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის ნათქვამი აქვს, რომ გასული სეზონის მიწურულს, RB8-ზე შესასრულებელი სამუშაოს გამო, ახალი მანქანის შემუშავების პროცესი შეფერხდა.

ჩინეთი მალე მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი გახდება

China Poised to Overtake Europe as the World's Biggest Car Producer in 2013
4 იანვარი
გაყიდვებში ჩინეთი უკვე მსოფლიო ლიდერია. მალე კი ეს ქვეყანა წარმოების მხრივაც ყველას გადაასწრებს. ლიდერობის გზაზე, ცისქვეშეთელთა ბოლო მეტოქე ევროპაა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეკონომიკური კრიზისიც რომ არა, ძველი კონტინენტი, სწრაფად მზარდ ჩინეთს ლიდერობას მაინც აუცილებლად დაუთმობდა.

კონცეპტუალური „კადილაკ C-ვილი“ აზერბაიჯანელი დიზაინერისგან

Designer Envisions New Cadillac C-Ville Luxury Sedan Concept
4 იანვარი

აზერბაიჯანელი დიზაინერი სამირ სადიკოვი ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს - შარშან მისი კონცეპტუალური „ფერარი ხეზრი“ გაგაცანით (http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/07/blog-post_3402.html), რომელმაც იტალიური კომპანიის მიერ ჩატარებულ დიზაინის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. ტურინის IED-ის კურსდამთავრებულმა სადიკოვმა ამ კონკურესის შემდეგ, რამდენიმე თვე „ლამბორგინიში“ იმუშავა, ახლა კი ისევ გამოჩნდა - „კადილაკისთვის“ კონცეპტუალური სედანი, სახელად „C-ვილი“ შექმნა.

„ფორდის“ F-სერიის პიკაპი ამერიკის ბაზრის ბესტსელერია

U.S. Auto Market Records Nearly 14.5 Million Sales in 2012, Ford F-Series is No 1
4 იანვარი

გასულ წელს, ამერიკაში 14.5 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, ანუ წინა წელთან შედარებით, 13 პროცენტით მეტი. ეს საუკეთესო მაჩვენებელია 2007 წლის შემდეგ. და როგორც ყოველთვის, ამერიკული ბაზრის საუკეთესო გაყიდვადი ავტომობილის საპატიო წოდება, „ფორდის“ F-სერიის პიკაპს ერგო. ამავე ავტომობილის დამსახურებაა ისიც, რომ „ფორდი“ ამერიკის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი ბრენდია.