დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 11, 2014

„მუსტანგის“ საიუბილეო ღონისძიებები 16 აპრილს იწყება

"50 Years of Mustang" Celebratory Events Kickstart on April 16
11 აპრილი
ლეგენდარული „ფორდ მუსტანგი“ იუბილარია - ნახევარი საუკუნე შეუსრულდა. ის არ ითვლება მასობრივ ავტომობილად, თუმცა ამ 50 წლის განმავლობაში, „ფორდმა“ უკვე მისი 9 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაჰყიდა! პირველმა „მუსტანგმა“ კონვეიერი 1964 წლის 17 აპრილს დატოვა და სწორედ ეს დღე ითვლება ამ ავტომობილის დაბადების დღედ.

FIA-მ ამერიკულ გუნდს მწვანე შუქი აუნთო

FIA accepts Haas team entry, considers Forza Rossa
11 აპრილი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) დააკმაყოფილა ამერიკულ გუნდ „ჰაასის“ თხოვნა, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვასთან დაკავშირებით. ამერიკულ გუნდს უფლება აქვს, მომავალი სეზონიდან დიდი პრიზების ცირკის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. გარდა ამისა, FIA მეორე გუნდის საკითხსაც განიხილავს.

„ფორდი“ და „ბეემვე“ შეიძლება ფ1-ში დაბრუნდნენ

BMW, Ford considering F1 return – reports
11 აპრილი
პადოკში გავრცელებული ხმების მიხედვით, ფორმულა ერთში შესაძლოა „ფორდი“ და „ბეემვე“ დაბრუნდნენ. ბავარიულ კომპანიასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელებას, ფ1-ის ფუნდის ყოფილი მფლობელის, ჯანკარლო მინარდის გამონათქვამმა შეუწყო ხელი, რომლის თქმითაც, ძრავების ახალი რეგლამენტით, „მერსედესის“, „ფერარის“ და „რენოს“ გარდა, სხვა კომპანიებიც შეიძლება დააინტერესოს.

პერესი ფ1-ის დატოვებას აპირებდა

Sergio Perez says he nearly quit F1 after losing McLaren drive
11 აპრილი

ბაჰრეინში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, სერხიო პერესმა განაცხადა, რომ „მაკლარენში“ ადგილის დაკარგვის შემდეგ, ფორმულა ერთიდან წასვლასაც კი აპირებდა. ახლა კი არ ნანობს, რომ ასე არ მოიქცა: