დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 22, 2013

„ბეემვეს“ პლაგ-ინ ჰიბრიდული „კონცეპტ X5 eდრაივი“

New BMW Concept5 X5 eDrive has a Plug-in Hybrid System
22 აგვისტო
გარდა იმისა, რომ მალე „ბეემვე“ ოფიციალურად დაიწყებს თავისი პირველი ელექტრომობილების - i3-ის და i8-ს გაყიდვებს, ბავარიული კომპანია თავისი ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ელექტრულ ვერსიებსაც ამზადებს. ამის ერთ-ერთი ნიმუშია უგზოობის პოპულარულ X5-ის კონცეპტუალური პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია, სახელად „კონცეპტ X5 eდრაივი“, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

„ფერარი 458 იტალიას“ ექსტრემალური ვერსია ფრანკფურტში

Frankfurt motor show: Ferrari 458 Speciale
22 აგვისტო
„ფერარი 458 სპეჩალე“ - ასე ჰქვია სათაურში ნახსენებ ავტომობილს, რომელიც „ფერარი 458 იტალიას“ ექსტრემალური ვერსიაა და რომლის პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. ეს ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ მასზე არაერთი ახალი ტექნიკური გადაწყვეტაა გამოყენებული, რომლებსაც იტალიური კომპანია თავის მომავალ საგზაო ავტომობილებზე დანერგავს. მარანელოელები თავიანთ ახალ შედევრს შემდეგი განსაზღვრებით წარმოგვიდგენენ: „ეს არის სრულიად ახალი, უკომპრომისო, გარსშემოდენილი სპორტული ავტომობილის კონცეპცია“.

„რეინჯ როვერების“ ჰიბრიდული ვერსიები

Land Rover Unveils Hybrid Range Rover Models
22 აგვისტო
„ლენდ როვერმა“ წარმოებისთვის ორი ახალი ავტომობილი მოამზადა, რომლებიც მისივე განმარტებით, „მსოფლიოში პირველი დიზელის ჰიბრიდებით აღჭურვილი უგზოობის პრემიუმ ავტომობილებია“. უფრო კონკრეტულად კი, ეს არის „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ ჰიბრიდული ვერსიები. ორივე ავტომობილი V6 დიზელითა და ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ისეთივე მახასიათებლებს იძლევა, როგორსაც TDV8 აგრეგატი და სამაგიეროდ, გაცილებით ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა.

„ფოლკსვაგენი“ ფრანკფურტში: „e-გოლფი“, „გოლფ R“ და კიდევ ერთი...

Electrifying moments: The Volkswagen stand at IAA 2013
Highlight cars: e-Golf, new Golf R plus one further world premiere
22 აგვისტო
„ფოლკსვაგენმა“ ფრანკფურტის 65-ე მოტორ შოუსთვის თავისი გეგმები გაგვაცნო - გერმანული კომპანია შოუს დამთვალიერებლებს თავის სამ ძირითად სიახლეს წარუდგენს, რომელთაგან ორი „გოლფის“ ვარიანტია, ერთი კი ავტომობილი, რომელსაც ჯერ ინკოგნიტოდ ინახავს. საერთო ჯამში კი ვოლფსბურგელთა საგამოფენო პავილიონში ელექტრომობილების სიმრავლე იქნება თვალში საცემი. ელექტრული „გოლფის“ გარდა, იქ XL1-ს და e-up!-საც ნახავთ.

„აუდიმ“ განახლებული და გაძლიერებული A8/S8 გვიჩვენა

Audi's More Powerful, Better Looking 2014 A8 and S8 Facelift Sedans
22 აგვისტო
როგორც დაგეგმილი იყო, 21 აგვისტოს „აუდიმ“ თავისი ფლაგმანი სედანი A8/S8 გაგვაცნო. გარდა იმისა, რომ ავტომობილის გარეგნობა ოდნავ შეიცვალა, მისი ძრავების გამაც უფრო მძლავრი და ეფექტური აგრეგატებით შეივსო. ეკიპირებაში შევიდა დამხმარე სისტემები, მთავარი სიახლე კი, როგორც ინგოლშტადტელები ადრეც იუწყებოდნენ, შუქდიოდური მატრიცული ფარებია.