დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 22, 2013

„ბეემვეს“ პლაგ-ინ ჰიბრიდული „კონცეპტ X5 eდრაივი“

New BMW Concept5 X5 eDrive has a Plug-in Hybrid System
22 აგვისტო
გარდა იმისა, რომ მალე „ბეემვე“ ოფიციალურად დაიწყებს თავისი პირველი ელექტრომობილების - i3-ის და i8-ს გაყიდვებს, ბავარიული კომპანია თავისი ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ელექტრულ ვერსიებსაც ამზადებს. ამის ერთ-ერთი ნიმუშია უგზოობის პოპულარულ X5-ის კონცეპტუალური პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია, სახელად „კონცეპტ X5 eდრაივი“, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი სერიული მესამე თაობის X5-ის ბაზაზეა შექმნილი. მისი ყველაზე საინტერესო ნაწილი კი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემაა, რომელშიც წყვილ ტურბოიანი ოთხცილინდრიანი ძრავი (ჯერჯერობით უცნობია, ბენზინისაა, თუ დიზელის) და ელექტრო ძრავია შეწყვილებული. ამ უკანასკნელის სიმძლავრე 94 ცხენის ძალაა. მას ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. როდესაც ორივე ძრავი ერთდროულად მუშაობს, ავტომობილი სრულ ამძრავიანი ხდება.
„ბეემვეს“ ინფორმაციით, „კონცეპტ X5 eდრაივს“ სამ რეჟიმში მოძრაობა შეუძლია: ინტელექტურლური ჰიბრიდული ვარიანტი, ოპტიმალურ ბალანსს იცავს სპორტულ მართვასა და ეფექტურობას შორის. სუფთა ელექტრული რეჟიმი მხოლოდ ელექტრო ძრავს იყენებს, მესამე რეჟიმში კი ავტომობილი პრაქტიკულად მხოლოდ შიდაწვის ძრავით გადაადგილდება.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 7.0 წამში შეუძლია, კომბინირებული რეჟიმით მოძრაობისას კი ასი კილომეტრის გასავლელად, 3.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. ამ დროს, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა, ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 90 გრამია. მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობისას, ავტომობილს 30 კილომეტრის გავლა შეუძლია.
პლაგ-ინ ჰიბრიდული „კონცეპტ X5 eდრაივი“ სტანდარტული X-სგან გარეგნულად ორივე ბამპერის ქვეშ არსებული ცისფერი ზოლით და რადიატორის ცხაურზე გავლებული ასევე ცისფერი ზოლებით განსხვავდება.

No comments:

Post a Comment