დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 13, 2015

“მერსედესმა“ ბრაზილიაში ახალი ჰაერსადინარი გამოიყენა

Mercedes to trial S-duct in Brazilian GP
13 ნოემბერი
„მერსედესმა“ ბრაზილიის დიდი პრიზის პირველ პრაქტიკაზე აეროდინამიკური სიახლე გამოსცადა - მის ბოლიდებზე გამოჩნდა ახალი ელემენტი, ჰაერის გამომშვები, რომელიც მანქანის ძირიდან ჰაერის ნაკადს „კრებს“ და ცხვირის იმ ნაწილში მიმართავს, სადაც ჰაერის ნაკადი ყველაზე მეტადაა გაუხშოებული. სავარაუდოდ, ამგვარი სისტემა, რომელსაც S-დაქტად მოიხსენიებენ, სარბოლო ავტომობილის აეროდინამიკურ მდგრადობას და მისი გარსშემოდენილობის გაუმჯობესებას ემსახურება.

„პინინფარინა“ ინდურმა „მაჰინდრამ“ შეიძინა

Pininfarina to be bought by Mahindra
13 ნოემბერი
ინდურმა სამრეწველო გიგანტმა „მაჰინდრამ“ გამოაცხადა, რომ ლეგენდარული იტალიური სადიზაინერო ატელიე „პინინფარინა“ შეისყიდა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, წაგებაზე მუშაობდა.საბოლოოდ, ატელიეს ვალის სახით 52.7 მილიონი ევრო დაუგროვდა. „მაჰინდრა“ აქამდეც იყო „პინინფარინას“ თანამფლობელი. კრედიტორ ბანკებთან და მეორე თანამფლობელ „პინკართან“ მოლაპარაკების შემდეგ კი ამ უკანასკნელის ხელთ არსებული აქციები გამოისყიდა და იტალიურ კომპანიაში რეორგანზაციის ჩატარება დაგეგმა.

ბრაზილიაში ჯერჯერობით როსბერგი დომინერებს

Motor racing-Rosberg fastest on first day of practice
13 ნოემბერი
მიუხედავად იმისა, რომ „მერსედესმა“ ფ1-ის მიმდინარე სეზონში ორივე ტიტული ვადამდე მოიპოვა, მისი პილოტები მაინც არავის არაფერს უთმობენ. პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე თუ ლუის ჰამილტონი იყო უსწრაფესი, მეორეზე ნიკო როსბერგმა იმარჯვა. თანაც, ჰამილტონმა რომ თანაგუნდელს თითქმის ნახევარი წამით აჯობა, მეორე პრაქტიკაზე როსბერგმა სრულფასოვანი ხურდა დაუბრუნა. და ორივე შემთხვევაში მესამე უსწრაფესი სებასტიან ფეტელი იყო.

„ზენოსი“ 350-ცხენიან E10 R-ს გამოუშვებს

Hot Zenos E10 R with 350bhp planned
13 ნოემბერი
ბრიტანულმა კომპანია „ზენოსმა“ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავის როდსტერ E10-ის უფრო ტემპერამენტიან ვერსიას გამოუშვებს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „ფორდ ფოკუს RS-ის“ ძრავით აღიჭურვება. ახალი ავტომობილის სრული სახელია E10 R და ის თავის მფლობელს, გაუმჯობესებულ დინამიკურ მახასიათებლებს და მეტ ადრენალინს პირდება.