დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 13, 2015

“მერსედესმა“ ბრაზილიაში ახალი ჰაერსადინარი გამოიყენა

Mercedes to trial S-duct in Brazilian GP
13 ნოემბერი
„მერსედესმა“ ბრაზილიის დიდი პრიზის პირველ პრაქტიკაზე აეროდინამიკური სიახლე გამოსცადა - მის ბოლიდებზე გამოჩნდა ახალი ელემენტი, ჰაერის გამომშვები, რომელიც მანქანის ძირიდან ჰაერის ნაკადს „კრებს“ და ცხვირის იმ ნაწილში მიმართავს, სადაც ჰაერის ნაკადი ყველაზე მეტადაა გაუხშოებული. სავარაუდოდ, ამგვარი სისტემა, რომელსაც S-დაქტად მოიხსენიებენ, სარბოლო ავტომობილის აეროდინამიკურ მდგრადობას და მისი გარსშემოდენილობის გაუმჯობესებას ემსახურება.
სხვა ვერსიის მიხედვით, ამ ელემენტის გარეგნული მხარე, მის პირდაპირ დანიშნულებაზე არაფერს ამბობს. კერძოდ, არის ვარაუდი, რომ სამქიმიანები მომავალ სეზონში, ოდნავ აწეული ცხვირის გამოყენებას აპირებენ. ბრაზილიაში გამოყენებული ჰაერსადინარი კი სწორედ იმ ეფექტს იძლევა, რასაც აწეული ცხვირი. გუნდს ეს იმისთვის სჭირდება, რომ ასეთი ცხვირის გამოყენების პოტენციალი შეისწავლოს.
ეგრეთ წოდებული S-დაქტები პირველად „ფერარიმ“ გამოიყენა 2008 წელს. 2012 წელს კი „ზაუბერმა“ ხელახლა დანერგა მსგავსი ელემენტი და მალე მის მაგალითს „რედ ბულმა“, „ფორს ინდიამ“, „ტორო როსომ“ და „მაკლარენმა“ მიბაძეს. ჰაერსადინარის რთული სისტემა „მერსედესმაც“ დანერგა, თუმცა შემდეგში ისინი დაივიწყეს. ყოველ შემთხვევაში, ვიზუალურად ასეთი ელემენტის გამოყენებაზე არაფერი მიანიშნებდა.
ის ფაქტი, რომ სამქიმიანებმა სან პაულუში მანქანზე ახალი ჰაერსადინარი დააყენეს, იმაზე მიგვანიშნებს, რომ გუნდს მომავალი სეზონისთვის მზადება დიდი ხნის დაწყებული აქვს. გერმანულ კომპანიაში გათავისებული აქვთ ის ფაქტი, რომ ძრავების უპირატესობა მალე აღარ ექნებათ და ამიტომ ცდლობენ, რომ მომავალი სეზონისთვის ყოველმხრივ დახვეწილი მანქანა მოამზადონ, რაც მათ ტიტულების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

No comments:

Post a Comment