დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 19, 2013

„ჰონდა“ ელექტრომობილების ტრენდში ჯუჯა MC-β-ით ერთვება

Honda's New Micro-Sized MC-β Looks Like an Electric Golf Kart
19 ნოემბერი

 პატარა საქალაქო ელექტრომობილები თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება. ეკონომიურობის და გარემოსადმი მეგობრულობის გარდა, ისინი დიდი ქალაქების გადატვირთულ ქუჩებში ყველანაირად მოსახერხებელია - ადვილია მათი პარკირება და საცობებშიც ადვილად გაიკვლევთ გზას. „რენო ტვიზი“ ამ კლასში ერთ-ერთი პიონერია. მალე ბაზარზე მისი ტყუპისცალი გამოჩნდება „ნისანისგან“, მათ კი კონკურენციას „ჰონდას“ ჯუჯა ელექტრომობილი გაუწევს, რომელსაც უცნაური სახელი აქვს - MC-β (ემსი-ბეტა).

ახალი „მუსტანგის“ პრემიერა 5 დეკემბერს დაინიშნა

Ford Makes 2015 Mustang Reveal Date Official: December 5, 2013
19 ნოემბერი
ახალი „მუსტანგის“ პრემიერის დღეც დაინიშნა - ავტომობილს, რომელზეც უკვე ორ წელზე მეტია, ლაპარაკი არ წყდება, „ფორდი“ პირველად ოფიციალურად 5 დეკემბერს წარგვიდგენს. ამ ინფორმაციასთან ერთად, ცისფერმა ოვალმა ვიდეო ტიზერიც გამოაქვეყნა, რომელიც ძალიან ზოგადია და მასში რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილს, ან მის ფრაგმენტებს ვერ ნახავთ. გერმრიელ ნაჭრებს ცალ-ცალკე კი არა, პრემიერის დროს სრულად, „ტორტის“ სახით მივიღებთ.

„ფორდ F-სერიის“ წლევანდელი გაყიდვები შარშანდელს გასცდა

Ford F-Series Sales in 2013 Surpass 2012 Figures
19 ნოემბერი
სედან „ფიუჟნის“ გარდა, ძალიან გაზრდილია „ფორდის“ კიდევ ერთი ავტომობილის, ამერიკის ბაზრის ბესტსელერის, F-სერიის პიკაპის გაყიდვები, რომელიც წლის პირველ ათ თვეში იმდენივეა გაყიდული, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში გაიყიდა. ამასთან, ეს ავტომობილი უკვე 32-ე წლია, რაც ინარჩუნებს ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის წოდებას.

„ნისან GT-R ნისმო“ ნურბურგრინგზე შვიდ წუთს მიუახლოვდა

New 592HP Nissan GT-R Nismo is the Fastest One Ever, Watch it Lap 'Ring in 7:08
19 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „ნისანი“ და მისი შვილობილი „ნისმო“, ამ უკანასკნელის მიერ მომზადებულ „ნისან GT-R ნისმოს“ წარადგენენ, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ოფიციალურ პრემიერამდე გაგვაცნო. ოღონდ, ამის მთავარი მიზეზი ის კი არ იყო, რომ მოუთმენელი მედიის ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, არამედ ის, რომ ჩვენთვის საკუთარი მიღწევა ემცნო - „ნისანის“ მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი სიამაყით გვატყობინებს, რომ „ნისან GT-R ნისმომ“ ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი 7 წუთსა და 08.679 წამში გაიარა!

„საოცნებო დღეები სენა მოტორსისგან“

19 ნოემბერი
ასე ჰქვია იმ ორთვიან აქციას, რომელსაც „ჰონდას“ ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, კომპანია „სენა მოტორსი“ მყიდველს სთავაზობს. კერძოდ, აქცია ითვალისწინებს მყიდველის მიერ ძველი „ჰონდას“ (ნებისმიერი მოდლის) ჩაბარებას და მის ნაცვლად, ახლის შეძენას. კომერციის ეს ტიპი ტრეიდ-ინის სახელითაა ცნობილი და რა თქმა უნდა, ის ახალი ავტომობილის ფასისთვის, ძველი ავტომობილის ფასის დაკლებას ითვალისწინებს.